კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გიჟური რბოლა გორის ტრასაზე და საქათმეში „გარჭობილი“ ავტოინსპექტორი



ძველი თაობის მილიციელებს კარგად ემახსოვრებათ „გაის“ ინსპექტორი კოლია ვალიევი, რომელიც ერთგვარი კოლორიტი იყო და მასზე მრავალ კურიოზს ყვებოდნენ. ეს ის ვალიევია, გორთან რომ ცეკას პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე გააჩერა, მის „ჩაიკას“ ნომრები მოხსნა, მძღოლს კი მართვის უფლება ჩამოართვა.

ერთხელ, კოლიას თავისი „დრანდულეტი“ მოტოციკლი გაუფუჭდა შუა ტრასაზე. გორამდე რომ ჩაეღწია, ახალთახალი „ჟიგული“ გააჩერა და შიგ მჯდომ ოთხ ახალგაზრდას, რომლებიც თბილისიდან მოდიოდნენ, ბუქსირზე ჩაბმა სთხოვა. ახალგაზრდები უარს როგორ ეტყოდნენ მილიციელს. ამიტომ, კოლიას მოტოციკლს ტროსი ჩააბეს, ვალიევი საჭეს მიუჯდა და ბიჭებს სთხოვა, რომ ნელა ევლოთ, რადგან მისი მოტოციკლი სწრაფ სვლას ვერ გაუძლებდა. ერთი სიტყვით, „ჟიგული“ ადგილიდან დაიძრა და ბუქსირზე აყვანილი კოლია და მისი მოტოციკლიც ნელი სვლით წაიყვანეს. სულ რაღაც ათიოდე წუთში მანქანაში მსხდომმა ახალგაზრდებმა ანაშა გააბოლეს, გაბრუვდნენ, კოლიას თხოვნა დაავიწყდათ და გაზს მიაჭირეს... მოტოციკლი სწრაფად გაქანდა და აჭრაჭუნდა. შეშინებულმა კოლიამ კი ხელის ქნევა და ყვირილი დაუწყო „ჟიგულში“ მსხდომებს, რომ მათ სისწრაფე დაეგდოთ, მაგრამ ყმაწვილები ისე იყვნენ ანაშით გაბრუებულები, კოლია საერთოდ აღარ ახსოვდათ და გორის ტრასაზე „უბერავდნენ“... მაგრამ, უცებ, ერთ-ერთმა ყმაწვილმა უკან მოიხედა და შეშფოთებული მილიციელი რომ დაინახა, თავის მეგობრებს შესძახა: ძაღლები მოგვდევენ, ჩქარა მიაწექი, თორემ, თუ ჩაგვავლეს „კაიფისთვის“ გაგვწეწავენო.

მძღოლმა უფრო მიაჭირა გაზს, კოლიას „დრანდულეტმა“ კი ამას ვეღარ გაუძლო და ნაწილებად დაიშალა, საწყალი ვალიევი მოტოციკლიდან გადმოვარდა, ოციოდე მეტრი იფრინა და გზის პირას მდგარ საქათმეში გაერჭო თავით... ღვთის მადლით, კოლია სიკვდილს გადაურჩა, და მხოლოდ მარცხენა ხელი მოტყდა, ხოლო როცა გამოჯანმრთელდა, ხელმძღვნელობამ მას ახალთახალი მოტოციკლი „ურალი“ დაახვედრა.

პოლკოვნიკ ალბერტ ლალიაშვილის ნაამბობის მიხედვით მოამზადა



ნიკა ლაშაურმა


скачать dle 11.3