კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოუხელთებელი მძარცველი, შიში და ლენინგრადის ზოოპარკის დამფრთხალი ვეფხვები


შიში

შიშს რომ დიდი თვალები აქვს და ზოგჯერ პატარა შიში უფრო დიდ შიშს აძლევინებს ადამიანს, ერთი ცნობილი სპეცოპერაციის დროს ვნახე საკუთარი თვალით. თბილისელი ბანდიტი სიმონ დავიდოვი ინკასატორებისა და შემნახველი სალაროების ძარცვით იყო ცნობილი მთელ საბჭოთა კავშირში. სიმონი იმდენად ეშმაკი და მოუხელთებელი იყო, რომ ექვსი წლის განმავლობაში დაუსჯელად ითარეშა, მრავალი დანაშაული ჩაიდინა და სახელმწიფოს ოთხი მილიონის ზარალი მიაყენა. დავიდოვი ფანტომივით იყო – ხან ერთ ქალაქში ჩაიდენდა დანაშაულს, ხან – მეორეში. მასზე თითქმის არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა, რომ რაიმე ნიშნით მაინც ამოგვეცნო. მაგალითად, მრავალი ძებნილი დაგვიპატიმრებია მხოლოდ იმის გამო, რომ მისი მიდრეკილებები, ჰობი, ქცევა და სხვა თვისებები გვცოდნია. მიუხედავად იმისა, რომ დავიდოვის ფოტოსურათი გვქონდა, ის ოსტატურად ინიღბებოდა და ვერ ვიჭერდით. ერთხელ ერთ-ერთმა მისმა ყოფილმა საყვარელმა გვაცნობა, რომ თურმე, სიმონს სიკვდილივით ეშინოდა ძაღლების და ნებისმიერი ჯიშისა თუ ზომის ძაღლს ერიდებოდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს ცნობად მივიღეთ, მაგრამ მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა ამისთვის არ მიგვინიჭებია.

ერთ მშვენიერ დღეს ლენინგრადის მილიციის სამმართველოში მიმავლინეს, რათა ჩვენს კოლეგებს დავხმარებოდი დავიდოვის დაპატიმრებაში. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სიმონი ლენინგრადში იმყოფებოდა და ძარცვას გეგმავდა. ჩვენმა აგენტმა გვაცნობა, რომ დავიდოვი საქმის მიმცემს უნდა შეხვედროდა ზოოპარკში, მაგრამ კონკრეტულად რა ადგილზე და რა დროს, არ იცოდა. ლენინგრადის ზოოპარკი უზარმაზარ ტერიტორიაზეა გადაჭიმული. ცხოველები გალიებში არ ჰყავდათ გამომწყვდეული და თავისუფლად დადიოდნენ. გაქცევა რომ ვერ მოეხერხებინათ, 8 მეტრის სიმაღლის ღობეები იყო აშენებული. დავიდოვი იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, რომ მის დასაჭერად მთელი პირადი შემადგელობის მობილიზება გამოცხადდა და თვალთვალს ასამდე ოპერმუშაკი ახორციელებდა. მათ შორის ვიყავი მეც და ჩემი პოსტიც სწორედ იმ რვამეტრიან ღობესთან იყო, რომლის მიღმაც ვეფხვები და ლომები თავისუფლად დასეირნობდნენ.

მე გამვლელ-გამომვლელებს ყურადღებით ვაკვირდებოდი, მაგრამ ამაოდ. ოთხი საათია პოსტზე ვდგავარ და ფეხები ამტკივდა, თან ძალიან მშია. ამ დროს გვერდით ორმა ახალგაზრდა ქალიშვილმა ჩამიარა, რომლებიც მშვიდად საუბრობდნენ ერთმანეთში. გოგონების შესახვედრად ვიღაც შუახნის ქალი მოდიოდა, რომელსაც „იაპონკა“ ძაღლი ეჭირა ხელში. როდესაც გოგონები იმ ქალს გაუსწორდნენ, „იაპონკამ“ დაიყეფა, პატრონს ხელიდან გაუსხლტა და ერთ-ერთ გოგონას მიახტა. ის კი ისე შეშინდა, რომ თვალის დახამხამებაში რვამეტრიანი ღობის გისოსებს თავზე მოექცა, მტაცებლების სამფლობელოში გადახტა და ერთ-ერთ ხელოვნურ გამოქვაბულში შეძვრა. ამის შემხედვარე დავიძაბე და კინაღამ გული წამივიდა, როდესაც დავინახე, რომ გამოქვაბულიდან სამი ვეფხვი გამოვარდა და გაიქცა... ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ის შეშინებული გოგონა სწორედ სიმონ დავიდოვი აღმოჩნდა, რომელიც ოსტატურად იყო შენიღბული. ის ისე დააფრთხო და შეაშინა „იაპონკამ“, რომ თვითონაც ასეთ დღეში ჩააგდო ვეფხვები და გააქცია... ცნობილი მძარცველი, რა თქმა უნდა, ოპერატიულად დავაკავეთ და შეშინებული მტაცებლების ცხვირწინ, ჩავსვით საპატიმრო მანქანაში.

პოლკოვნიკ ნოდარ ხვადაგიანის ნაამბობის მიხედვით


скачать dle 11.3