კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2003 წლის 6 ივლისს, ღამით. მაინტერესებს, რომელ პროფესიაში ელის წარმატებები სამომავლოდ და რომელი ქვეყნებია მისთვის მისაღები?

პასუხი: მისთვის კარგია და წარმატებების მომტანი შემდეგი პროფესიები: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, სახელმწიფო ზემაღალ სტრუქტურებში ორგანიზაციულ-ადმინისტრაციული საქმიანობა, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, არქიტექტურა, დიზაინი, სამოდელო საქმე, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სადალაქო ინდუსტრია, სამასაჟო საქმიანობა, მედიცინიდან – პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია, კარდიოლოგია; გასართობი ინდუსტრია, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, დეკორატიული მებაღეობა, ყვავილების ბიზნესი, უძრავი ქონების ბიზნესი, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმიანობა, მშენებლობა. თუ შეძლებს წინააღმდეგობებისა და ბარიერების გადალახვას, მაშინ წარმატებები ელის შემდეგ პროფესიებში: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, კომერციული სფერო და პედაგოგიკა. რაც შეეხება უცხოეთს, ეს მისი კარმული მისია არ არის, თუმცა, არც ცუდია. იქ დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება და კაპიტალი მას სამშობლოში დაეხმარება და ადვილად შეძლებს აქ წინააღმდეგობებისა და ბარიერების გადალახვას. ქვეყნებიდან კი მისაღები და კარგია: საფრანგეთი, ჩეხეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი; ამერიკის შეერთებული შტატებიდან – კალიფორნიის შტატი, პერუ, ავსტრია, უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, მოლდავეთი, ბელგია, არგენტინა, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ბულგარეთი, ისრაელი.

კითხვა: დავიბადე 1991 წლის 11 მარტს. მაინტერესებს, რომელ სფეროში მოვსინჯო ძალები, რომ წარმატებას მივაღწიო?

პასუხი: თქვენთვის სასურველი პროფესიებია: იურისპრუდენცია, საბანკო, ეკონომიკური, კომპიუტერული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობის ფართო სპექტრი, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე, გასართობი ინდუსტრია, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, მედიცინიდან – პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სამასაჟო საქმიანობა, სტომატოლოგია.

კითხვა: დავიბადე 1958 წლის 26 აპრილს, დილის საათებში. გთხოვთ, მითხრათ, რა არის ჩემი კარმული მისია?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისია არის ის, რომ იყოთ მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი, მებრძოლი სულისკვეთების. დაეყრდენით ინტუიციას. ისწავლეთ საიდუმლოს შენახვა. გამოიყენეთ დიპლომატიურობა, იყავით სამართლიანი. ყოველივე ეს თქვენი კარმული მისია და წარმატებების მომტანი ფაქტორებია ცხოვრებაში.

კითხვა: დავიბადე 1987 წლის 25 თებერვალს. რომელი უცხო ქვეყანაა ჩემთვის მისაღები. რომელი ქვის ტარებას მირჩევთ წარმატებების მისაღწევად და ბედნიერი ქორწინებისთვის?

პასუხი: თქვენთვის ქვებიდან კარგია: მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი, ამეთვისტო, ლალი, ალმასი, აქატი, მალაქიტი, ძოწი და წითელი იასპი. უცხოეთიდან კი მეტად სასიკეთოა შემდეგი ქვეყნები: დანია, ინგლისი, ავსტრალია, შვეცია, ვიეტნამი, ყაზახეთი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, კუნძული მალტა.

კითხვა: დავიბადე 1983 წლის 19 აგვისტოს. რომელ ზოდიაქოს ნიშანთან მექნება ბედნიერი თანაცხოვრება?

პასუხი: თქვენთვის სასურველ პარტნიორად და ბედნიერი თანაცხოვრებისთვის მისაღებია ურთიერთობა: მშვილდოსანთან, ქალწულთან, ვერძთან, ტყუპებთან.


скачать dle 11.3