კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეძებს უკრაინაში მცხოვრები მეჯვარე თავის ჯარის მეგობარს გორში


42 წლის ვალენტინ ვლადიმერის ძე ბოდიაგი ეძებს: დაახლოებით (1967 ან 1969 წელს დაბადებული) 41 ან 43 წლის ვლადიმერ კლაუსს.

ისტორია: ვეძებ ჯარის მეგობარს, დაახლოებით, 41 ან 43 წლის ვლადიმერ კლაუსს. მე და ვლადიმერი ერთად ვმსახურობდით ჯარში, ქუთაისში. სწორედ იქ დავმეგობრდით. წლების განმავლობაში ვერ ვუკავშირდები ჩემს მეგობარს. ტერიტორიულადაც ძალიან შორს ვარ – მე უკრაინაში, ის კი საქართველოში. შესაძლებელია, ქალაქ გორშია, ამიტომ, თქვენი დიდი იმედი მაქვს, რომ მაპოვნინებთ.

– მოგვიყევით როგორ გაიცანით ერთმანეთი და როდის გადაწყვიტეთ მეგობრის მოძებნა.

– მე და ვლადიმერმა ქალაქ თბილისის სამხარეო ჰოსპიტალში, გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაში გავიცანით ერთმანეთი, სადაც ორივე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოვხვდით. ჩვენი ჰოსპიტალიზება სამი კვირა გაგრძელდა. ვლადიმერს მძიმე ხარისხის ქიმიური დამწვრობა ჰქონდა. მას კანის გადანერგვა მოუწია. ეს ძალიან რთული პროცესი იყო, რადგან გადანერგილი კანი დიდხანს ვერ ხორცდებოდა. ამიტომ, ვლადიმერი უფრო დიდხანს იწვა ჰოსპიტალში. იმავე განყოფილებაში მუშაობდა მედდა ირინა, რომლის ქალიშვილობის გვარი არ მახსოვს. ირინას და ვლადიმერს ერთმანეთი შეუყვარდათ და მათ იქორწინეს კიდეც. ირინას მშობლები საქართველოში, ქალაქ გორში ცხოვრობდნენ. ვლადიმერმა მე მეჯვარეობა მთხოვა და ვიყავი მათ ნიშნობაზე.

– როგორ დაკარგეთ ერთმანეთი, თქვენ ხომ მხოლოდ ჯარის მეგობრობა არ გაკავშირებდათ. გამოდის, დაკარგული მეგობრის მეჯვარეც ხართ?

– სწორედ საქმეც ისაა, რომ ვლადიმერი არა მხოლოდ ჩემი ჯარის მეგობარია, მის ოჯახსაც ვიცნობ. ვლადიმერმა და ირინამ 1988 წლის ზამთრის მიწურულს – გაზაფხულის დასაწყისში მოაწერეს ხელი „მმაჩის ბიუროში”, ხელისმოწერის ცერემონიალი ქალაქ გორში შედგა, სადაც ირინა თავის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. ამის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს დავშორდით, რადგან მე სხვა ნაწილში გამიშვეს, ვლადიმერი კი სულ სხვა ნაწილში. სწორედ ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში გადაყვანის გამო დავკარგეთ ერთმანეთთან კონტაქტი. არადა, გუშინდელივით მახსოვს, ის ქორწილი და ვლადიმერის ბედნიერება. შემდგომ მე გავთავისუფლდი ჯარიდან და დავბრუნდი ჩემს მშობლიურ უკრაინაში, ქალაქ ჩერნიგოვში. დემობილიზაციის შემდეგ ვლადიმერის ცხოვრების შესახებ აღარაფერი ვიცი. ძალიან მინდა, დავუკავშირდე და გავიგო თუ სად და როგორ არის ამჟამად, ალბათ, უკვე დიდი შვილები ჰყავს.

– როგორ ფიქრობთ, თქვენი მეგობარი თუ გეძებთ, ან რა რეაქცია ექნება, თუ გაიგებს, რომ მას 1988 წლის შემდეგ „დაკარგული” მეჯვარე ეძებს?

– ვფიქრობ, ვლადიმერს ძალიან გაუხარდება, თუკი გაიგებს, რომ მე ის მახსოვს და ვეძებ. ჯარში განვლილი წლები ხომ ახალგაზრდობას უკავშირდება. არ მგონია, ის მე არ მეძებდეს ან ყოველ შემთხვევაში, არ ჰქონდეს ჩემთან დაკავშირების სურვილი. ალბათ, პოზიტიური რეაქცია ექნება. ვიმედოვნებ, ჩემ გამოგზავნილ ჯარის ფოტოებზე ის მიცნობს. ფოტოზე მე მარჯვნივ ვდგავარ, ფოტო გადაღებულია ვაზიანში 1986 წელს. ასევე, დიდი იმედი მაქვს, თვითონ ვლადიმერის ფოტოსი. თარიღი – 1988 წელი. სამწუხაროდ, სხვა ფოტო არ გამაჩნია, რადგან ჩემი ჯარის ალბომი მომპარეს.

– თუ თქვენს მეგობარს ვიპოვით, როგორ ფიქრობთ, შეხვდებით ერთმანეთს?

– ორივეს მხრიდან დიდი სურვილი თუ იქნება, აუცილებლად ჩამოვალ, ან მას დავპატიჟებ ჩემთან. ამჟამად კი, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, თქვენ, გულისხმიერად რომ მოეკიდეთ ჩემს ისტორიას და ტერიტორიული სიშორის მიუხედავად, ასე ამომიდექით გვერდში მეგობრის მოძებნის საკითხთან დაკავშირებით. გულახდილად გეტყვით, რომ ამას ბევრი არ გააკეთებდა.


скачать dle 11.3