კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ისრაელის შეურაცხყოფა თურქეთს 400 მილიონამდე დაუჯდა


ისრაელთან ბოლოდროინდელმა დაპირისპირებამ თურქეთს სერიოზული ზიანი მიაყენა. 150 ათასი ისრაელელი ტურისტიდან, რომელიც წელს თურქეთში აპირებდა დასვენებას, 100 ათასმა უარი თქვა დაგეგმილ გამგზავრებაზე. ეს მას შემდეგ, მოხდა, რაც პალესტინის მხარდამჭერ „თავისუფლების სამშვიდობო ფლოტილიასა“ და ისრაელის სპეცსამსახურებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა, და თურქეთმა მხარი არაბებს დაუჭირა. ისრაელის ტურისტული სააგენტოების ინფორმაციით, საშუალოდ, ამ ქვეყნის მოქალაქე დამსვენებელი თურქეთში დასვენებისთვის საჭირო თანხის გარდა, დამატებით 650-მდე დოლარს ტოვებდა. როგორც თურქული პრესა აღნიშნავს, ზარალმა, რომელიც თურქეთის ტურისტულ სექტორს მიადგა, 400 მილიონ დოლარს მიაღწია. ტურისტული სააგენტოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილი გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. სერიოზული ზიანი მიადგა ბოდრუმისა და ანტალიის სასტუმროებსაც. იძულებულნი გახდნენ ფასები გაენახევრებინათ. თურქეთ-ისრაელის დაპირისპირების გაუარესებით კვიპროსმა, საბერძნეთმა, ბულგარეთმა და ესპანეთმა იხეირეს, სადაც ისრაელიდან ჩამსვლელ ტურისტთა ნაკადი გაიზარდა.


скачать dle 11.3