კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰოლანდიელები პლასტიკური კუნძულის აგებას აპირებენ


ჰოლანდიელი მეცნიერები გამოყენებული ბოთლებისგან დასახლებული კუნძულის შექმნას აპირებენ. ამ კუნძულის შესაქმნელად 44 მილიონი კილოგრამი პლასტმასის ნარჩენის გამოყენებას აპირებენ, რომელიც ამჟამად წყნარ ოკეანეს ანაგვიანებს. პლასტმასის ნარჩენების უდიდესი ნაწილი მეორადი ბოთლები იქნება. ხელოვნურად შექმნილ ობიექტს „უტილიზებულ კუნძულს“ დაარქმევენ. პროექტის ავტორები კუნძულის დიზაინს ვენეციის არხების მიხედვით ადგენენ. ჰოლანდიელი მეცნიერების მიერ ჩაფიქრებული ობიექტის ენერგომომარაგება ენერგიის განახლებადი წყაროების საშუალებით განხორციელდება. პროექტის ავტორები პლასტმასის უტილიზებას პირდაპირ ოკეანეში აპირებენ. ამ პროცესის შედეგად მიღებულ ტივტივა ბლოკებს კუნძულის ფუნდამენტად გამოიყენებენ. მომავალი კუნძულის ფართობი დაახლოებით, 10 ათასი კვადრატული მეტრი იქნება. ქალაქის გარდა, რომლის შექმნასაც ხელოვნურ ობიექტზე ფიქრობენ, არქიტექტორები სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის სპეციალური ზონის შექმნაზეც ფიქრობენ. ზომებით კუნძული დაახლოებით, ჰავაისხელა იქნება. როგორც მოელიან, მისი მოსახლეობა 500 ათასს მიაღწევს.


скачать dle 11.3