კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევროს ბედი კვლავ ეჭვებს ბადებს


ევროპელი მენეჯერები კვლავაც პესიმისტურად უყურებენ კონტინენტის ეკონომიკურ მომავალს. ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ფინანსურმა კრიზისმა ევროპის სავალუტო კავშირი დაშალოს. გაზეთ „ჰანდელსბლატისა“ და კონსალტინგური ფირმა „დროგ ენდ კომპანის“ შეკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, კომპანიებმა – „ფსეფოსმა“ და „ინოფაქტმა“ გამოავლინეს, ევროზონა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ფინანსურად დასუსტებული და მისი მომავალი საფრთხის ქვეშ დგას. გამოკითხვაში მონაწილეობა 1 200-მდე მენეჯერმა მიიღო გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში. ყველაზე ოპტიმისტურად გერმანელები არიან განწყობილნი, რომლებიც აცხადებენ, რომ საბოლოოდ ევროპის სავალუტო კავშირი კრიზისიდან გაძლიერებული გამოვა. ამ აზრს გერმანელი ექსპერტი ანდრეას რეესიც იზიარებს, რომელსაც მიაჩნია, რომ ევროპელები უფრო სერიოზულ ყურადღებას აქცევენ საბიუჯეტო დეფიციტისა და ვალის პრობლემას, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში. საგულისხმოა, რომ ქვეყნის პოლიტიკური ელიტის მიერ გადადგმულ ანტიკრიზისულ ნაბიჯებს გერმანელი მენეჯერები უფრო კრიტიკულად უყურებენ, ვიდრე მათი ევროპელი კოლეგები. საშუალოდ, ევროპაში პოლიტიკოსთა ქმედებებს დადებითად გამოკითხულთა მხოლოდ 11 პროცენტი უყურებს.


скачать dle 11.3