კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ მიიღო უმაღლესმა მთავარსარდალმა სტალინმა ფაშიზმზე გამარჯვების აღლუმი


1945 წლის 24 ივნისს, მოსკოვში, წითელ მოედანზე, ჩატარდა ფაშიზმზე გამარჯვების აღლუმი. მანამდე, 1945 წლის ივნისის დასაწყისში, სტალინმა წამოაყენა იდეა, რომ ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნავად მოსკოვში ჩაეტარებინათ გამარჯვების აღლუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ყველაზე გამორჩეული გმირები: ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები, გენერლები...

იდგა პრინციპული საკითხი: ვინ უნდა ყოფილიყო აღლუმის ხელმძღვანელი და ვის უნდა მიეღო აღლუმი.

აი, როგორი საუბარი გაიმართა იმ დროს სტალინსა და მარშალ ჟუკოვს შორის. სტალინის შეკითხვაზე, დაავიწყდა თუ არა ცხენით სიარული, ჟუკოვმა უპასუხა, რომ არ დავიწყებია. სტალინმა იმწამსვე აღნიშნა, რომ თქვენ იქნებით აღლუმის მიმღები, ხოლო აღლუმს მარშალი როკოსოვსკი უხელმძღვანელებსო. როგორც ცნობილი იყო, ჟუკოვს უყვარდა პირდაპირი საუბარი და სტალინს შესთავაზა, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, სწორედ თქვენ უნდა მიიღოთ აღლუმიო, რაზეც სტალინმა განაცხადა, რომ იგი უკვე მოხუცია და უარს აცხადებს ასეთ შეთავაზებაზე. სხვათა შორის, იმ დროს წესი იყო, რომ აღლუმის ხელმძღვანელიც და მიმღებიც ცხენებით უნდა ყოფილიყვნენ.

ასე იყო თუ ისე, 1945 წლის 22 ივნისს გაზეთებში გამოქვეყნდა სტალინის ბრძანება: „დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნავად, 1945 წლის 24 ივნისს, მოსკოვში, წითელ მოედანზე მოქმედი არმიების, სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და მოსკოვის გარნიზონის გამარჯვების აღლუმი მიიღოს ჩემმა მოადგილემ, საბჭოთა კავშირის მარშალმა გ.კ. ჟუკოვმა, აღლუმს უხელმძღვანელოს საბჭოთა კავშირის მარშალმა კ.კ როკოსოვსკიმ.”

უმაღლესი მთავარსარდალი,

საბჭოთა კავშირის მარშალი ი. სტალინი.

მოსკოვი, 22 ივნისი, 1945 წელი.”

აღლუმზე გამოყვანილი იქნა წითელი არმიის საჯარისო ფორმირებები დიდი სამამულო ომის ფრონტების მიხედვით, რომლებსაც წინ მიუძღოდნენ ფრონტის სარდლები, მარშლები და გენერლები. წინასწარი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მინიჭებული იმას, რომ აღლუმში მონაწილეობას იღებდნენ სერჟანტი მ. ა. ეგოროვი და უმცროსი სერჟანტი მ. ვ. ქანთარია, რომლებმაც 1945 წლის 30 აპრილს გამარჯვების დროშა აღმართეს რაიხსტაგის მთავარი გუმბათის თავზე. ხალხის აღფრთოვანება გამოიწვია, როდესაც საზეიმო მარშით დაიძრნენ გმირების პოლკები მავზოლეუმის წინ, რომლებსაც მიუძღოდნენ ბრძოლებში განთქმული გენერლები, ჯარების სახეობათა მარშლები და საბჭოთა კავშირის მარშლები.

მავზოლეუმის კედლის ძირში დაყრილი იქნა გერმანიის ფაშისტური არმიების ორასი დროშა.

აღლუმის დამთავრების შემდეგ გაიმართა სამთავრობო მიღება მონაწილეთა პატივსაცემად, რომელშიც მონაწილეობდნენ პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელები, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრები, სახალხო კომისრები, წითელი არმიისა და ფლოტის გამოჩენილი მოღვაწეები, მეცნიერები, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები, ხელოვნებისა და ლიტერატურის ცნობილი მუშაკები.

დარბაზობაზე სიტყვით გამოვიდა სტალინი, რომელმაც აღნიშნა საბჭოთა ხალხის დამსახურება დიდი სამამულო ომის წარმატებით დამთავრების საქმეში. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი რუსი ხალხის დარაზმულობას, რომ რუსმა ხალხმა საერთო და საყოველთაო აღიარება პოვა, როგორც მთავარმა და გადამწყვეტმა ძალამ ამ ომში. სტალინმა დაახასიათა რუსი ხალხი, როგორც გახსნილი გონების, ძლიერი ნებისყოფისა და შემართებით მებრძოლი ხალხი. მან აღიარა, რომ, მიუხედავად ომის დროს მიღწეული წარმატებებისა, 1941-1945 წლებში მთავრობისა და მთავარსარდლების მიერ დაშვებული შეცდომებისა, საბჭოთა ხალხმა დაინდო ხელისუფლება და მას აპატია, რადგან მათ სჯეროდათ საქმის გამოსწორების და ამიტომ ხელისუფლებას ნდობა გამოუცხადეს. სტალინმა მადლობა გადაუხადა საბჭოთა ხალხს, რომ მათ სჯეროდათ და ირწმუნეს ხელისუფლების მიერ ამ ომში გატარებული ყველა ღონისძიების...

1945 წლის 16 ივლისს სტალინი თავის თანმხლებ პირებთან ერთად ჩავიდა ბერლინის გარეუბანში, პოსტდამში. იმავე დღეს იქ ჩავიდა ინგლისის სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილის მეთაურობით და აშშ-ის დელეგაცია პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის მეთაურობით. მათ იმავე დღეს მოინახულეს იოსებ სტალინი, ხოლო მეორე დღეს უკვე სტალინი მივიდა მათთან საპასუხო ვიზიტით. სხვათა შორის, პოტსდამის კონფერენცია იყო არა მარტო სამი დიდი სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრა, არამედ მათი პოლიტიკის გამარჯვებით დაგვირგვინებაც, რომლის წყალობით მოხდა ფაშისტური გერმანიის უსიტყვო კაპიტულაცია.

საბჭოთა დელეგაცია პოტსტდამში ჩავიდა მყარი განზრახვით, რომ მიეღწია ხალხთა მშვიდობისა და მათი უსაფრთხოებისთვის, რომ შექმნილიყო პირობები, რომლებიც გამორიცხავდა გერმანიის შემდგომ ლტოლვას მილიტარიზაციისადმი და მის ახალ აგრესიას. საბჭოთა მხარემ კვლავ უარყო რეაქციული ძალების გათვლები, რომლებსაც არ სურდათ გერმანიის დემილიტარიზაცია და მისი გადაყვანა დემოკრატიზაციის რელსებზე. ამ დროს ამერიკის შეერთებული შტატები და ინგლისის მთავრობები მიისწრაფოდნენ, რომ გაეძლიერებინათ თავიანთი პოზიციები მსოფლიო ბატონობის თვალსაზრისით.

პოტსტდამის კონფერენცია მიმდინარეობდა 1945 წლის 17 ივლისიდან 2 აგვისტომდე, რომლის დროსაც ძირითადად განიხილებოდა გერმანიის საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ თეირანის კონფერენციაზე დაიწყო. დიდი დებატების შემდეგ, სამი დიდი სახელმწიფოს მეთაურებმა მიაღწიეს ერთსულოვნებას და გააკეთეს დასკვნა, რომ გერმანია დემილიტარიზებულ უნდა იქნეს, მოხდეს მისი სრული განიარაღება, დაიშალოს „ვერმახტი“, მოისპოს ნაცისტური პარტია თავისი ფილიალებით, აღიკვეთოს ნაციზმი და რასიზმი, დააპატიმრონ და საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცენ ყველა მთავარი სამხედრო დამნაშავე, რომ ისინი უმკაცრესად იყვნენ დასჯილი.

აღნიშნული საკითხების სხდომებზე გარჩევისა და შედეგების დაფიქსირების საქმეში, თავისთავად ცხადია, მთავარი იყო საბჭოთა კავშირის მეთაური სტალინი.

პოტსტდამის კონფერენციის საბოლოო გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო, რომ არასოდეს დაემუქრება თავის მეზობლებს, დაიცავს მშვიდობას მთელ მსოფლიოში და გერმანია გახდება მშვიდობისმოყვარე ქვეყანა.

უნდა აღინიშნოს, რომ პოტსტდამის კონფერენციაზე ძალზე აგრესიული იყო ჩერჩილი, მაგრამ სტალინი საკმაოდ წყნარად და, თანაც, მშვიდი საუბრით, სწრაფად არწმუნებდა მას, რომ მისი მიდგომა განსახილველი საკითხებისადმი არასწორი იყო. ამ დროს ტრუმენი, რომელსაც საკმარისი დიპლომატიური გამოცდილება და ჩვევები არ გააჩნდა, იშვიათად თუ ერეოდა მწვავე პოლიტიკურ დისკუსიაში.

სერიოზულად იქნა განხილული ამერიკის შეერთებული შტატებისა და ინგლისის მეთაურთა მიერ დასმული საკითხი გერმანიის სამ სახელმწიფოდ – სამხრეთ გერმანიის, ჩრდილოეთ გერმანიისა და დასავლეთ გერმანიის დანაწევრების შესახებ. სტალინმა ასეთი განმარტება გააკეთა: „ამ წინადადებას ჩვენ უარვყოფთ, რადგან ის ბუნებრივ წინააღმდეგობაშია: გერმანია კი არ უნდა დავანაწევროთ, არამედ, ის დემოკრატიულ და მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოდ უნდა ვაქციოთ.”

სამი სახელმწიფოს მეთაურთა ერთ-ერთ სხდომაზე ჰარი ტრუმენმა მოახდინა პოლიტიკური შანტაჟი, თანაც, უნდოდა, თავისი განცხადებით ფსიქოლოგიური შეტევა განეხორციელებინა. მან სტალინს ინფორმაციის სახით აცნობა, რომ ეს-ესაა, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოსცადეს დიდი ძალის ატომური ბომბი. მიუხედავად ამისა, სტალინს ასეთ ინფორმაციაზე არავითარი რეაქცია და განცვიფრება არ გამოუხატავს. არადა, ამ მომენტში ჩერჩილი აგზნებული და ჟინიანი თვალებით უყურებდა სტალინს, რომელიც თითქოსდა ვერაფერს მიხვდა და წყნარად იჯდა. ტრუმენი და ჩერჩილი გაკვირვებულები დარჩნენ, მათ იფიქრეს, რომ სტალინი ვერ მიხვდა ინფორმაციის მნიშვნელობას.

როგორც კი დამთავრდა სხდომა, სტალინმა აცნობა მოლოტოვს ამერიკის შეერთებულ შტატებში ატომური ბომბის გამოცდის შესახებ, რაზეც მოლოტოვმა თქვა: „საკუთარი თავის ფასის აწევას ახდენენ.” სტალინმა იმწამსვე დაუმატა – კურჩატოვმა დააჩქაროს ჩვენი სამუშაოს განხორციელებაო.


скачать dle 11.3