კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს


კითხვა: მყავს ავტომობილი „პაჯერო იო“, აღჭურვილი მართვის ავტომატური კოლოფით. მთავარი გადამრთველის გარდა, არ ვიცი, თუ როგორ და სად გამოვიყენო სიჩქარეების კოლოფის სხვადასხვა ფუნქციები – „დრაივის“, „რევერსის“, „პარკინგისა“ და „ნეიტრალის“ გარდა.

პასუხი: ნებისმიერი ტიპის ავტომობილის შეძენისას, კარგი იქნება, თუ მისი და მისი დამატებითი ფუნქციების შესაძლებლობებს შეისწავლით. აღარაფერს ვამბობთ, სიჩქარეების ავტომატური კოლოფის ძირითად ფუნქციებზე – დაბალ სიჩქარეებსა და გამაძლიერებელზე. დაბალ სიჩქარეებს მრავალმხრივი გამოყენება აქვს, მაგრამ აღსანიშნავია, მისი ძირითადი თვისებები. თუ დაღმართზე ეშვებით და მაღალ სიჩქარეს ვერ განვავითარებთ, რადგან გზის საფარი ამის საშუალებას არ იძლევა, მით უმეტეს თუ მოხრეშილი, მოლიპული და უსწორმასწოროა უნდა გადმორთოთ შესაბამის დაბალ სიჩქარეში. დაბალი სიჩქარე აღინიშნება – 3, 2, 1 ციფრებით და რიგ ავტომობილში, მით უმეტეს „ჯიპში“ შეიძლება, იყოს „ელ“ ინდექსიც, რაც კიდევ უფრო გაძლიერებულ და შენელებულ სიჩქარეში ჩართვას ნიშნავს. ამით, თქვენ უზრუნველყოფთ ავტომობილის თანაბარი ტემპით სვლას და გამორიცხავთ მართვის კონტროლის დაკარგვას. იმავდროულად, იცავთ სამუხრუჭე სისტემას, როგორც გადახურებისგან, ასევე ცვეთისგან.

კითხვა: სიჩქარეების მექანიკური კოლოფი, ეს ის ხელსაწყოა, რომელსაც ყველაზე დიდი ჯაფა ადგას, თუნდაც უმოკლეს მანძილზე გადაადგილების დროს. არის თუ არა შესაძლებელი, მართვის სტილით მისი მოფრთხილება?

პასუხი: სიჩქარეების მექანიკური კოლოფი, როგორი იაფი ბრენდის დამზადებულიც არ უნდა იყოს, თუ სწორად მოიხმართ პრაქტიკულად, არასდროს გამოვა მწყობრიდან. მისი დაზიანების ალბათობის გამოსარიცხად აუცილებელია: პირველი – სიჩქარეების გადართვის დროს ყოველთვის ბოლომდე გათიშოთ მოდების ქურო, ეგრეთ წოდებული „ცეპლენია“; მეორე – მოდების ანუ „ცეპლენიის“ პედალს არასდროს აუშვათ ფეხი მკვეთრად; მესამე – მოდების პედალს მხოლოდ მაშინ აუშვით ფეხი, როცა დარწმუნდებით, რომ გადამრთველი სასურველ სიჩქარეშია, სრულად და არა ნახევრად; მეოთხე – არასდროს გამოიყენოთ ძალა სიჩქარეში ჩასაგდებად, თუ გადამრთველი გეწინააღმდეგებათ. ამ დროს, გადამრთველი გაანეიტრალეთ, გაუშვით ფეხი მოდების პედალს, შემდეგ ხელახლა დააჭირეთ და მხოლოდ ამის შემდეგ სცადეთ სასურველ სიჩქარეში ჩაგდება.


скачать dle 11.3