კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის „ეჩალიჩება“ ჯაბა კილაძე და როგორ გახდა მარიტა ჯანაშია „ამორძალი“


ჯაბა კილაძე ამ მშვენიერი მოდელის ბებიის კოლეგაა, თუმცა ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელების შემდეგ, თუ, რა თქმა უნდა, ყველაფერი წარმატებულად ჩაივლის, მარიტა ჯანაშიაც ჯაბა კილაძის კოლეგა გახდება. მარიტა და ჯაბა დიდი ხანია, მეგობრობენ, ბევრი საერთოც აქვთ. თუმცა, ბევრ „გადაუჭრელ“ პრობლემაზე დაობენ, მათ შორის იმაზეც, თუ რომელი იქნებოდა პირველი ჟურნალისტის როლში.


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ჯაბა კილაძე


– როგორ ხარ, მითხარი, ვიცი რომ გამოცდები გქონდა. როგორ ჩაიარა ყველაფერმა? ჩვენს გამოცდებზე რა ქენი, რომელიც უმთავრესია? თუ ნიჭი არ გაქვს, გინდა უნარები გქონდეს და გინდა ჩვევები, არაფერი გამოვა.

– თეატრალურის ტურები გავიარე. მგონი, კმაყოფილები დარჩნენ.

– რა ლექსი წაიკითხე?

– ანა კალანდაძის. უსათაურო. ნუკრი ქანთარიამ აიყვანა ჯგუფი, სადაც მეც მინდა, მოვხვდე. გამოცდებზე საშინლად ვინერვიულე. მომიწია ცეკვა-სიმღერამ და დაძაბულობამ. სამი ტური გადავლახე ჯერ მაშინ და ახლა კი ეროვნულ გამოცდებზე ვკვდები შიშისგან. სულ შვიდი გამოცდა გამომდის. თექვსმეტში ვამთავრებ ყველაფერს და მერე ძალიან ღრმად ამოვისუნთქებ. ეგრევე წავალ დასასვენებლად.

– სად მიდიხარ?

– ბობოყვათში. თეატრალურის კოტეჯებში.

– პენსიონერივით უნდა დაისვენო?! სხვათა შორის, ჩემებიც მექაჩებიან წავიდეთო.

– კი, ზუსტად ასეთ დასვენებას ვაპირებ 24-დან. ასეთი დაძაბული წლის შემდეგ მართლა დასვენება მინდა. წამოდი შენც.

– 24 აგვისტოს ჩემი დაბადების დღეა.

– უი, მართლა?! დილით მოგილოცავ და მერე წავალ.

– ვიცი, რომ ერთ ფილმში აგიყვანეს.

– კი და ძალიან მიხარია. „სანგუკო“ იღებს ხუთ ფილმს. ერთ-ერთში, ნიკა მაჩაიძის „თამაშში“, სადაც ბიჭი თავისივე მოგონილ კომპიუტერულ თამაშში მოხვდება, ამორძალს ვთამაშობ.

– ერთ-ერთი ქართველი მოდელი ხარ, რომელმაც თავისი საქმით ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია. მარტო საქართველოში კი არა, ჩინეთში ახლობლები გვყავს და მათ თქვეს, ჩინეთში ასეთი ქალი არ გვინახავსო. პატარა გულივერივით დადიოდი, ალბათ (იცინიან). რა ხდება შენს სამოდელო კარიერაში?

– ჩემი სამოდელო კარიერა სულ წინ და წინ მიიწევს. ვარ „იმიჯ-ცენტრის“ მოდელი და კიდევ ძალიან დიდხანს ვიქნები. მიხარია, რომ წელს მოდელებს ძალიან ბევრი საქმე გვქონდა, უამრავი ჩვენება გაიმართა. მართალია, ჩემს ჯინაზე, ეს ყველაფერი მაინცდამაინც ყველაზე გიჟურ პერიოდს დაემთხვა, მაგრამ ისეთი სასიამოვნო იყო მუშაობა, რომ ეს აღარ ღირს აღსანიშნავად. გამოცდებისთვის მოსამზადებლად სულ ნახევარი წელი მქონდა...

– რა შენს ჯინაზე, ტელევიზორი ვერ ჩავრთე, რომ კადრში შენ არ ყოფილიყავი.

– არა, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. უბრალოდ, ის ვთქვი, რაღა წელს აფეთქდა მოდის ინდუსტრია-მეთქი. თუ ვერ ჩავაბარე, ამის ბრალი იქნება. თან, ახლა კიდევ დიდი ღონისძიებებია დაგეგმული. სექტემბერში კიდევ ერთი კვირეული გველოდება. მერე, ოქტომბერში „ფეშენ-ტივის“ გემი ჩამოდის ბათუმში და ძალიან კმაყოფილი ვარ.

– მარიტა, ამდენი მოგზაურობის დროს რომელიმე ძალიან ცნობილ დიზაინერს შეხვედრიხარ?

– პირადად არა, მაგრამ მათ სახლებში ვყოფილვარ და შორიდან მიგრძნია მათი არსებობა.

– მათ ჩვენებაზე თუ გამოსულხარ?

– კი, რა თქმა უნდა. ორი ძალიან მაგარი ჩვენება მქონდა „შანელთან“ და „დიორთან“. „დიორის“ სახლის მთავარი დიზაინერი ახლა ჯონ გალიანოა, შანელის – კარლ ლაგერფილდი, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ვერ შევხვდი.

– სხვათა შორის, არ გამიკვირდა დასვენებას მშვიდ გარემოში რომ აპირებ. ასეთი ტიპი არ ხარ?! – კლუბები და ასეთი ტიპის გართობა დიდად არ გიყვარს.

– მართალი ხარ. ასეთ ადგილებში მაინცდამაინც ვერ ვერთობი, სიმშვიდე მირჩევნია, შენგან განსხვავებით.

– რა, მე?! ათასში ერთხელ თუ წავალ სადმე, ეს არ ნიშნავს, რომ ღამის ცხოვრება მიყვარს. მშვიდ გარემოში მირჩევნია ყოფნა, დამიჯერე. კარგი, ის მითხარი, რა არის შენი მოწოდება?

– მაინც მგონია, რომ უფრო მსახიობობაა. პოდიუმი მუდმივი ვერ იქნება, ძალიან ახალგაზრდული პროფესიაა, რომლისთვისაც მალე ბერდები. თუმცა, ესეც რომ არ იყოს, მაინც მგონია, რომ მსახიობობა უფროა ჩემი მოწოდება, ვიდრე მოდელობა.

– მანამდე რას აკეთებდი?

– დავდიოდი სკოლაში, მშვიდად, წყნარად. თუმცა, „ელიტში“ გამარჯვების შემდეგ, სკოლაში წესიერად აღარც ვყოფილვარ. თან, უკვე მომზადებაც დავიწყე. ჩემს კლასელებს „მკრთალად“ ვიცნობ.

– ბევრი თაყვანისმცემელი გყავს?

– საერთოდ, არა.

– კარგი გოგო ხარ. ჯერ ერთი, ვერ ვიტან სიტყვა თაყვანისმცემელს. თან მგონია, რომ გოგოს ყოველთვის შეუძლია დაარეგულიროს ეს მომენტი.

– აბსოლუტურად გეთანხმები. საერთოდ ვერ ვგრძნობ იმ ადამიანებისგან სიმპათიას, ვისაც შეიძლება, მოვწონდე – არ მაგრძნობინებენ. მეგობრული დამოკიდებულება მაქვს ყველასთან.

– ჩვენთვის კარგად ნაცნობი ქალბატონი – მარინა ჯანაშია როგორ უდგება შენ პროფესიულ გადაწყვეტილებას?

– საშინლად არ უნდოდა. მითხრა კიდეც, იქნებ, არ გინდაო, მაგრამ როდესაც მიხვდა, რამხელა იყო სურვილი, წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. დღემდე გვაქვს საუბარი იმაზე, რომ ეს არის პროფესია, სადაც ძალიან ბევრი სირთულეა. მაინც მგონია, რომ ყველა პროფესიას აქვს თავისი სირთულე და მათ ვერსად გაექცევი. ამიტომ, ჯობია, ის აკეთო, რაც გიყვარს და სირთულეებსაც იოლად დაძლევ.

– არც მსახიობობა და არც მოდელობა არ არის ისეთი მიმზიდველი და ბრწყინვალე შიგნიდან, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. საკმაოდ მძიმე შრომაა. როგორ ფიქრობ, მებრძოლი ხარ?

– კი, რაღაც საწყისი არის, რომელიც მერე იმედია, კიდევ უფრო განვითარდება. ისეთი მებრძოლი არ ვარ, რომ ვიღაც გავპუტო – რატომ მე არა და ის აირჩიეს ქასთინგზე-მეთქი, მაგრამ, მაქსიმალურს ყოველთვის გავაკეთებ, იმისთვის რომ მე ამირჩიონ. ეს ყველგან ასეა. დღეს მოდელს უკვე ძალიან ბევრი საშუალება აქვს, იმდენად დიდია ჰონორარები, რომ შეიძლება, სახლი იყიდო მაიამიში მხოლოდ ერთი რეკლამით, რომელშიც შემთხვევით მოხვედრილი ქასთინგიდან აგიყვანეს. ამიტომ, ამ პროფესიაში ძალიან ბევრია დამოკიდებული გამართლებაზე, საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდე.

– ვის გულშემატკივრობ ჩემპიონატზე?

– არგენტინას და როგორ წააგეს, გული მეტკინა.

– აბა! როგორ დაგვჩაგრეს გერმანელებმა, რა საშინელებაა.

– არადა, ბებიაჩემი იყო გერმანელი. გერმანულ ფესვებს ვაღიარებ, მაგრამ არგენტინა მაინც ღრმადაა გულში. ამიტომ, მის სიყვარულს გერმანელი ბებიაც ვერ ცვლის.



ინტერვიუ 2. ჟურნალისტიამარიტა ჯანაშია



– რას საქმიანობ ამ ეტაპზე, ვიცი რომ პრემიერისთვის ემზადები...

– ერთი წუთით, ცოტა ნელა და თავიდან მითხარი (იცინიან).

– აი, სულ ასე რატომ მიშლი ნერვებს?! რა წესია, რომ მაწყვეტინებ?!

– სრულიად საქართველოს წინაშე გეუბნები, თუ გინდა, მსახიობი გახდე, უნდა ილაპარაკო ნელა და გამართულად (იცინიან). შეიძლება, იქ პოდიუმზე დადიხარ ჩუმად, მაგრამ საქართველოს მაყურებლის წინაშე, არ გეპატიება ასეთი სისწრაფით ლაპარაკი. თან, პარტნიორიც ცოდოა (იცინიან). ხომ შეიძლება, ჩემი პარტნიორი გახდე, სპექტაკლში აღმოვჩნდეთ ერთად – ბაბუა და შვილიშვილი ვითამაშოთ (იცინიან). რა გიკვირს, ბებიაშენი თუ დედაჩემს თამაშობდა არ შეიძლება, ოდესმე ბაბუაშენი ვითამაშო?!

– ოცდაცხრა წლის ხდება, არც კი დაჭკვიანებულა ამ თერთმეტი წლის განმავლობაში (მე მომმართავს, – ავტორი).

– აი, ვთქვათ, თამაშობ ჯულიეტას, რომეოს ასე გიჟივით მიაყრი ყველაფერს?! თუ იმერული ინტერპრეტაციით იქნება სპექტაკლი, შანსი გაქვს.

– ამას მარტო ასი წლის შემდეგ გაპატიებ. მოკლედ, იტყვი, როდის გამოვა სპექტაკლი?

– ახლა მიმდინარეობს რეპეტიციები. ჭოლა მარჯანიშვილში დგამს „დეკამერონს“, ცნობილ ნაწარმოებს. ჩემი აზრით, ძალიან კარგი გამოდის. საკმაოდ მასშტაბური სპექტაკლია, რომელსაც, ალბათ, სექტემბერში ვაჩვენებთ. ძალიან საინტერესო პროცესია, მგონი, ქართული თეატრისთვის სიახლე იქნება.

– თეატრი ტკბილია არა?

– რა თქმა უნდა. ეს არის პროცესი, ერთგვარი ტრენაჟი, რომელიც აუცილებლობას წარმოადგენს. როგორც ფეხბურთელს სჭირდება ვარჯიში, ისეა რეპეტიცია მსახიობისთვის.

– რად უნდა ფეხბურთს ვარჯიში?! თუ ძალიან მოინდომებ ქუსლებითაც კი ითამაშებ (იცინიან). რატომ არ მგულშემატკივრობ გამოცდებზე? მოდი, დადექი სასოფლოსთან იმ სიცხეში, რომ ვდნები.

– ქოლგით მოვალ! (იცინიან) სასოფლოსთან რომ დავდგე შენ საგულშემატკივროდ, რაები „გაბაზრდება“ ხომ წარმოგიდგენია?!

– ეს არ გამართლებს! ნუ იგონებ რაღაცეებს. მითხარი, რა ხდება, შენი გული თავისუფალია?

– ჩემს მკერდში ორი გული ძგერს და აქ ნოტები დახატე (მე მომმართავს – ავტორი).

– რომ დასდევ ვიღაც მოდელებს...

– მოდი, დავიწყოთ იმით, რომ არავის დავდევ. არც დამდევენ და არც დავდევ.

– რა სასაცილო კადრია, ჯაბა რომ გარბის და ბევრი მოდელი მისდევს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით (იცინიან). არა, მართლა ძალიან ბევრი გოგო ვიცი, ვინც გაბრალებს დამდევსო. არადა, ზუსტად ვიცი, ასე არ არის.

– აი, ზუსტად ეს დამოკიდებულება არ მესმის. რაღაც საშინელი ტენდენციაა, კარგი ტონია საქართველოში... თუ ვიღაცას გაუღიმებ და ორ სიტყვას ეტყვი, ეს ნიშნავს, რომ „ეჩალიჩები“. ეს როგორი სირცხვილია იცი?! ასე, რომ დავიწყო და დავითვალო, რამდენმა გოგომ გამიღიმა, ყველა თუ დამდევს ძალიან ცუდად ყოფილა ჩემი ამბავი. ისე, რაც შენ თქვი, ეს ძალიან ბევრჯერ შემინიშნავს და რა დასაბრალებელი ჩემი „პაკლონიკობაა“, ვერ გავიგე. არა, კი არ იბრალებს, ცუდად გამომივიდა, მართლა ჰგონია, რომ ასეა. ცუდი ის არის, რომ სულ ცოტა, ერთი გაღიმებაც კი ჰყოფნით, რომ ასე ეგონოთ. როდესაც დადიან და ამბობენ „მეჩალიჩებაო,“ მგონი, ამით საკუთარ თავს აყენებენ შეურაცხყოფას.

– არის ვინმე, ვინც მართლა მოგწონს და არ „ეჩალიჩები“?

– ზოგადად, სილამაზე მომწონს. კონკრეტულად ერთი ასეთი ვინმე არ არსებობს.

– აბა „ფეისბუქზე“ რაებს წერ?

– რას ვწერ, არგენტინაზე თუ დავწერ რაღაცეებს. შენ წერ ხოლმე ისეთ რაღაცეებს, მინდა, მოვიდე და ჩაქუჩი ჩაგარტყა.

– დაწერეთ, დაწერეთ ეს. გაიგოს ბებიაჩემმა როგორ მექცევი.

– ნუ გავიწყდება, რომ ქალი ხარ და თუ კდემა არა, მოსილება მაინც გმართებს.

– კარგი, დავანებოთ ამ თემას თავი, სანამ ვიჩხუბებთ. სად აპირებ დასვენებას?

– არ ვიცი, ალბათ, ბათუმში წავალ. ჩემი უსაყვარლესი ქალაქია, ვგიჟდები. ყოველთვის ბათუმთან დაკავშირებით ყველაფერი თბილი, ტკბილი და კარგი მახსენდება. თუმცა, იმდენი სამუშაო მაქვს, ჯერ არ ვიცი, როდის და როგორ მოვახერხებ დასვენებას.

– მითხარი, ცოლის მოყვანას არ აპირებ?

– კი, ოთხი ცოლი მომყავს ერთად. არ ვიცი, შეიძლება, არც არასდროს მოვიყვანო ცოლი. თუმცა, მომავალში რა იქნება, არ ვიცი. მაცადე ჯერ, ეს 2010 წელი გადავაგორო.

– ვაიმე, მეც როგორ მეშინია 2012 წლის...

– არაფრის არ მეშინია. ვიღაც მაიას ტომებს კალენდრის წერისას საწერი გაუთავდათ და თქვეს, იმის მერე რაც იქნება, ჯანდაბასო. მთელი კაცობრიობა სამყაროს დასასრულის მოლოდინში ჰყავთ (იცინიან).

– ახლა უნდა მეკითხა, როგორია შენი ერთი დღე-მეთქი, მაგრამ ჯობია, მე მოვყვე. გაიღვიძე სადღაც ოთხ საათზე. ჯერ „ფეისბუქზე“ არ შემოსულა. „ფეისბუქზე“, დაახლოებით, ღამის ოთხ საათზე შემოდის ხოლმე, უკვე რომ თენდება. მერე ექვს საათზე იძინებს.

– რას იფიქრებს ხალხი, მარიტა, რა არის?!

– რა უნდა იფიქროს?! ესე იგი, არ არსებობს ყველაფერი, არ გააპროტესტოს რაც არ უნდა ვთქვა. თუ რაღაც ისეთი ვთქვი, რაც შენს შინაგან სამყაროს ეწინააღმდეგება, შეიძლება, თავი მარტყმევინო ხეზე.

– ვაიმე, რა სისულელეებს ლაპარაკობ! დამიჭერენ, ასეთ ანგელოზივით ქალებს რაებს უშვრებაო. წარმოიდგინეთ კადრი, მარიტას თავს რომ ვარტყმევინებ ხეზე (იცინიან), მორჩა ინტერვიუ, უკვე ძალიან დაცხა.


скачать dle 11.3