კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავიცილოთ თავიდან შემაწუხებელი მეტეორიზმი


თუ საჭმლის მომნელებელი სისტემა ნორმალურად მუშაობს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წარმოიშობა გაზები, რომლებიც ასტიმულირებენ ნაწლავების აქტიურობას და მიღებულ საკვებს გარკვეული მიმართულებით გზავნიან. ეს პროცესი შეუმჩნევლად მიმდინარეობს მანამ, სანამ გაზები შემაწუხებელი არ ხდება. გაზების მომატების ერთ-ერთი მიზეზი კვების რაციონში გარკვეული ჯგუფის პროდუქტების არსებობაა. მათ რიცხვს მიეკუთვნება საფუარზე დამზადებული პროდუქტები: რძე, მსხალი, ყურძენი, ლობიო, ვაშლი, კომბოსტო და ასე შემდეგ. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია და ადამიანის ორგანიზმზეა დამოკიდებული. ამიტომ, ყურადღებით დააკვირდით თქვენს მენიუს და თავადვე გაარკვიეთ, რომელ პროდუქტზე უნდა თქვათ უარი.

მეტეორიზმი ხშირად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადების ერთ-ერთი გამოვლინებაა. ის, თითქმის ყოველთვის, დისბაქტერიოზის მანიშნებელია. მეტეორიზმი შეიძლება აგრეთვე, იყოს ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირების დარღვევის ბრალიც, რის შედეგადაც ვერ ხდება საკვების ნორმალური გადამუშავება.

გირჩევთ, დილით არ ჭამოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც გაზების წარმოშობას იწვევს. მაგალითად: კომბოსტო, რძე, ლობიო, ყვავილოვანი კომბოსტო და ასე შემდეგ.

ყოველთვის გქონდეთ საოჯახო აფთიაქში ფერმენტული პრეპარატი, რომელსაც მეტეორიზმის გამომწვევი პროდუქტების მიღების შემდეგ დალევთ.

საჭმელი მიირთვით ხშირად და პატარა ულუფებით.

მეტეორიზმის დროს, შეგიძლიათ, მიიღოთ აქტივიზებული ნახშირი, ან ხალხურ მედიცინაში აპრობირებული ნაყენი, რომელიც ასეთი წესით უნდა მოამზადოთ:

1 სადილის კოვზ გვირილის ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი და თავზე მჭიდროდ დაახურეთ. ნახევარი საათის შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ.


скачать dle 11.3