კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭამეთ ბევრი სტაფილო და წითელი წიწაკა


ყოველთვის უნდა ეცადოთ, არ გადატვირთოთ ორგანიზმი ზედმეტი კალორიებით და რაც შეიძლება მეტი იმოძრაოთ. თუ ასე მოიქცევით, გაცილებით ჯანმრთელი და ხალისიანი გახდებით.

საკვებ რაციონში მაქსიმალურად ჩართეთ ორგანიზმისთვის სასარგებლო პროდუქტები. კალორიების მკვეთრი შემცირებით წონაში ვერ დაიკლებთ, ხშირად კი ასეთი ქმედება ნივთიერებათა ცვლის შენელებას იწვევს, რადგან ორგანიზმი კალორიების შენარჩუნებისთვის იწყებს ბრძოლას. ზოგადად, კალორიების შეზღუდვა საჭიროა, მაგრამ, ბევრი რამ თქვენი ცხოვრების რეჟიმზე, აღნაგობასა და სხვა ინდივიდუალურ თუ გენეტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული.

ნებისმიერი სასმელი, რასაკვირველია, წყლის გარდა, კალორიებს შეიცავს. მაგალითად, ერთი ჭიქა ღვინო დაახლოებით 180 კილოკალორიას შეიცავს. განსაკუთრებით კალორიულია ლუდი. ხოლო, რაც შეეხება გაზიან სასმელებს, ისინი ხელოვნურ დანამატებსაც, ანუ, დამატკბობლებსაც შეიცავს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის არცთუ კარგია და ორგანიზმს ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღების სურვილს აღუძრავს. თუ ძალიან მოგწყურდათ, ჯობია წყურვილის შეგრძნება მწვანე ჩაით დაიოკოთ – ეს უსაფრთხოცაა და სასარგებლოც.

თეთრი ფქვილისგან მომზადებული საკვები სისხლში შაქრის დონეს ამაღლებს და კუჭქვეშა ჯირკვალს ინსულინის გაძლიერებული რეჟიმით გამომუშავებისკენ უბიძგებს. გარდა ამისა, ამ დროს მადის კონტროლიც ძნელდება და ენერგიის ნაკლებობასაც განიცდით.

არ გირჩევთ სწრაფად ჭამას. თუ სწრაფად მიირთმევთ საკვებს, ამას გონება ვერ აღიქვამს და დანაყრების შეგრძნება გვიან გეუფლებათ, შედეგად კი ზედმეტს ჭამთ და ორგანიზმს ტვირთავთ.

თუ ტკბილის მიღება გსურთ, შოკოლადის ნაცვლად ჭამეთ შავი ქლიავი, გარგარი ან ატამი.

შეგიძლიათ, რაციონში ჩართოთ ბოსტნეული, როგორც უმი, ასევე მოხარშულიც.

სტაფილოში, ხახვსა და პომიდორში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები გაცილებით იოლად შეითვისება სხვა საკვებთან ერთად.

კაშკაშა შეფერილობის ბოსტნეული გაცილებით მეტ ანტიოქსიდანტებს შეიცავს, ამიტომ, არჩევანი სტაფილოსა და წითელ წიწაკაზე შეაჩერეთ. ასეთი პროდუქტები დაბერების პროცესს ანელებს, ხელს უშლის ავთვისებიანი უჯრედების გამრავლებას ორგანიზმში.

ქიშმიში ხელს უწყობს სისხლში შაქრის სწრაფ ზრდას. ეს არასასურველი პროცესია, რადგან ასეთ დროს შაქრიანი დიაბეტის განვითარების დიდი რისკია. გაცილებით უსაფრთხოა გარგარის ან ალუბლის ჩირი.

სწორად კვება არა მარტო ჯანმრთელობას უნარჩუნებს ადამიანს, არამედ განწყობაზეც მოქმედებს. ამიტომ, გადახედეთ თქვენს საკვებ რაციონს გულისყურით და მიიღეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც თქვენთვის მარგებელია.


скачать dle 11.3