კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნაჯახით ქმრის აჩეხვისთვის ცოლს 18 წლით პატიმრობა შეუფარდეს



ქურდად შერაცხულს 10-ლარიანი საათი 1 000 ლარი დაუჯდა

ქართული კანონმდებლობით დანაშაულია მკვლელობაც და მკვლელობის მცდელობაც, ქურდობაც და ქურდობის მცდელობაც და ასე შემდეგ. მაგრამ, განსხვავება ისაა, რომ მცდელობისთვის პიროვნება გაცილებით მსუბუქად ისჯება. სწორედ ეს კითხვა ისმის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულ ცქვიტიშვილის საქმეში: რა ჩაიდინა – ქურდობა თუ ქურდობის მცდელობა?

საქმის მასალების თანახმად, გია ცქვიტიშვილს, ოფიციალურად ბრალი ქურდობაში (სსკ 177-ე მუხლით) დაედო. საბრალდებო დასკვნით, მისი დანაშაული შემდეგში გამოიხატა: „2009 წლის თებერვალში, გია ცქვიტიშვილი იმყოფებოდა თბილისში, ისნის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან მან განიზრახა, მოეპარა საათი. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაახლოებით 11 საათზე, ცქვიტიშვილი ზემოაღნიშნულ ბაზრობაზე ერთ-ერთ სავაჭრო დახლთან მივიდა, სადაც მაჯის საათები იყიდებოდა. გია ცქვიტიშვილი გამოელაპარაკა გამყიდველ ია ბერბიჭაშვილს. ის საუბრით გაართო და დახლზე დადებული „ALBUX“-ის ფირმის მაჯის საათი მოჰპარა. მაგრამ ბერბიჭაშვილმა შეამჩნია, რომ დახლზე მაჯის საათი აღარ იდო და ცქვიტიშვილს მოსთხოვა, უკან დაებრუნებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიციას გამოიძახებდა. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ, გია ცქვიტიშვილმა ია ბერბიჭაშვილს საათი დაუბრუნა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. მაგრამ, ბერბიჭაშვილისა და იქ მყოფი თვითმხილველის, გურამ დვალის უშუალო მითითებით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველოს ინსპექტორების, გენადი ასანიძისა და დავით ლაგაზაშვილის მიერ დაკავებულ იქნა გია ცქვიტიშვილი, რომელმაც თავისი დანაშაულებრივი ქმედებით, დაზარალებულ ია ბერბიჭაშვილს 10 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა...“

ერთი სიტყვით, გამოძიება ამბობს, რომ ცქვიტიშვილმა გამყიდველს საათი მოჰპარა, რომელიც მაშინვე უკან დაუბრუნა, მაგრამ, ამის მიუხედავად ის ქურდია. თუმცა, როგორც ცქვიტიშვილის საქმეში ვკითხულობთ, დაკავებულმა პატიმარმა ადვოკატისგან იურიდიული დახმარება მიიღო და პროკურატურა მასთან საპროცესო გარიგებაზე წავიდა – პროკურატურა და პატიმარი ერთმანეთში ბრალსა და სასჯელზე გარიგდნენ: ცქვიტიშვილი ქურდობას აღიარებდა, პროკურატურა კი მსუბუქად დასჯიდა. ასეც მოხდა: პროკურატურამ სასამართლოს მიმართა, რომ, მართალია, ცქვიტიშვილი ქურდია, მაგრამ საპროცესო შეთანხმებას მაინც „იმსახურებსო“ და მოსამართლეს საპროცესო შეთანხმების დამტკიცება მოსთხოვა. სასამართლომაც განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმებისას ადგილი არ ჰქონია პატიმრის მოტყუებას, განსასჯელმა ცქვიტიშვილმაც სასამართლოს უთხრა, რომ აცნობიერებს ჩადენილს, აღიარებს, ინანიებს, თავს დამნაშავედ ცნობს და, აქედან გამომდინარე, პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა შემდეგი გარიგებით: ცქვიტიშვილს წელიწად-ნახევარი პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ პატიმრობა ორწლიანი გამოსაცდელი ვადით შეეცვალა. გარდა ამისა, ეკონომიურად გაჭირვებულ პატიმარს ბიუჯეტის სასარგებლოდ 1 000 ლარი ჯარიმა დაეკისრა, თუმცა, გაუგებარი დარჩა ერთი გარემოება: 10-ლარიანი საათით რა იზარალა ბიუჯეტმა მაშინ, როდესაც, ფაქტობრივად, არც საათების გამყიდველი დაზარალებულა, რადგან საათი მან მაშინვე უკან დაიბრუნა, – ამას საათების გამყიდველის თავად ია ბერბიჭაშვილიც ჩვენებაც ადასტურებს.

რეალურად, ცქვიტიშვილი ქურდია. ის რომ საპროცესო გარიგებაზე არ წასულიყო და ადვოკატთან ერთად ბოლომდე ებრძოლა, შესაძლოა, გამართლებულიყო კიდეც, მით უმეტეს, საქმე ეხება 10-ლარიან ნივთს, რაშიც 1 000 ლარი გადაიხადა...

როგორ დაუგირავეს თაღლითებმა ბინა 70 წლის პენსიონერს

თბილისელ ივანე ნავტიკოვს ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილი ყოფილი თანამშრომლის შეკედლება ძვირად დაუჯდა. ნინო გაბელია, რომელიც 7 წლის შვილთან ერთად ღამეებს ქუჩაში ათევდა, ნავტიკოვს შეეცოდა და თავისთან შეიფარა. ქალი შვილთან ერთად მასთან წლების განმავლობაში ცხოვრობდა, მერე კი სიკეთე „სიკეთით“ გადაუხადა – საბუთები მოჰპარა, ბინა სესხის გარანტად ჩაუდო საშუამავლო ფირმას და „აორთქლდა“. სასამართლომ გაბელიას 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ გაბელია ამჟამად ძებნილია ანუ, ორწლიანი პატიმრობის ათვლა მას დაკავების დღიდან დაეწყება.

საქმის მასალების თანახმად, სექტემბერში, ამჟამად 51 წლის ნინო გაბელია საშუამავლო ფირმის თანამშრომლებს – ელისო მუმლაძესა და ნათელა ბერიძეს დაუკავშირდა და მათ მოქალაქეთა პირადი ქონების თაღლითური გზით მისაკუთრება განიზრახეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, გადაწყვიტეს იპოთეკის წესით დაეტვირთათ თბილისში, აღმაშენებლის ქუჩა ¹17-ში მდებარე, ივანე ნავტიკოვის სახელზე პრივატიზებული საცხოვრებელი ბინა.

ნინო გაბელიამ, რომელიც ახლა იძებნება, ჩვენება მხოლოდ გამოძიების სტადიაზე მისცა, ამის შემდეგ ის გაქრა.

გაბელიას ჩვენების თანახმად, ნავტიკოვმა მის ბინაში გადასვლა და ცხოვრება იპოთეკამდე 6-7 წლით ადრე შესთავაზა, რაზეც იგი დასთანხმდა და ნავტიკოვთან შვილთან ერთად გადავიდა. ქალმა თქვა, რომ ბოლო პერიოდში ეკონომიურად უჭირდა და კაცს სთხოვა, ბინა იპოთეკით დაეტვირთათ, რათა სესხი აეღო, მაგრამ პატრონმა უარი უთხრა. ამის შემდეგ, გაბელია ამბობს, რომ გაზეთ „სიტყვა და საქმეში“ ამოიკითხა, საშუამავლო ფირმის შესახებ, რომელიც სესხის უზრუნველყოფას ბინების იპოთეკით დატვირთვით ახდენდა, იგი ფირმაში მივიდა, გაიცნო ელისო მუმლაძე და ნათელა ბერიძე და საქმის კურსში ჩააყენა, რომ იპოთეკით სესხის აღება სურდა, მაგრამ ბინა მის საკუთრებად არ ითვლებოდა. თუმცა, ამის მიუხედავად, მუმლაძე-ბერიძეს ნავტიკოვის ბინა აჩვენა და საბოლოოდ ისინიც დასთანხმდნენ, რომ 3 500 დოლარი სესხის საფასურად ბინას დატვირთავდნენ. გაბელიამ ნავტიკოვს პრივატიზების ხელშეკრულება და პირადობის მოწმობა მოჰპარა, მაგრამ პრობლემა მაინც რჩებოდა – ნავტიკოვს ხომ ვერ მიიყვანდა სანოტარო ბიუროში? ამიტომ, მოძებნა ვინმე ზაქრო წერეთელი (ამჟამად წერეთელი გარდაცვლილია), რომელიც ასაკითა და გარეგნობით ნავტიკოვს ძალიან ჰგავდა და ხელის მოწერის სანაცვლოდ გასამრჯელოს დაჰპირდა...

10 ოქტომბერს სანოტარო ბიუროში საქმე საბოლოოდ უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ მოულოდნელი პრობლემა წარმოიშვა: ამ დღეს გაბელიამ წერეთელი ვერსად იპოვა. ამის მიუხედავად, ის ნოტარიუსის ოფისში მაინც მივიდა, რადგან იქ მუმლაძე-ბერიძე ელოდებოდნენ. იქვე იყო ლელა მაჩაიძეც – ქალი, რომელიც თანახმა იყო, გარკვეული პროცენტის საფასურად სესხი გაეცა. გაბელია არ დაიბნა, ნოტარიუსთან ნავტიკოვი მოიხსენია როგორც თავისი მეუღლე და აუხსნა, რომ აუცილებელი საქმის გამო ქალაქგარეთ იყო გასული. თუმცა, დაჰპირდა, რომ „მეუღლეს“ ხელის მოსაწერად მეორე დღეს მიიყვანდა. გაბელიამ ნავტიკოვის „ორეული“ ზაქრო წერეთელი მეორე დღეს იპოვა, გასამრჯელოდ 5 ლარი გადაუხადა და წერეთელმაც, ამ მიზერულ ფასად მითითებულ დოკუმენტზე ხელი მოაწერა. გაბელია ამბობს, რომ სესხის დაბრუნებაზე პასუხისმგებელი ის მუმლაძესთან ერთად იყო, მაგრამ დათქმულ დროს თანხა ვერ შეაგროვა. შემდეგ კი მუმლაძე ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ფული არ დაუბრუნებია. ჩვენებაში გაბელია წერს, რომ მას სურვილი აქვს დაზარალებულს თანხა აუნაზღაუროს, მაგრამ ის მიიმალა...

მას შემდეგ, რაც სასამართლომ ყველა დოკუმენტი შეისწავლა, დადასტურდა, რომ გაბელიას მხრიდან თაღლითობა ნამდვილად იყო ჩადენილი, რადგან გრაფიკული ექსპერტიზით დადგინდა, რომ სანოტარო და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა არა ნავტიკოვის, არამედ სხვის მიერ იყო შესრულებული. გაბელიას თაღლითობისთვის 2-დან 6 წლამდე, ხოლო დოკუმენტების მისაკუთრებისთვის – 1 წლამდე პატიმრობა ან ჯარიმა ელოდა. თუმცა, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გაბელია დანაშაულს აღიარებდა, ის მარტოხელა დედაა და ეკონომიურად გაჭირვებული. ამიტომ, მას მინიმუმი – 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. რაც შეეხება ჯარიმას, დოკუმენტების გაყალბებისთვის მას 2 000 ლარი დაეკისრა, მაგრამ, ვინაიდან ამ მუხლს ამნისტია შეეხო, მთლიანობაში 750 ლარი დაეკისრა... რაც შეეხება ამ ისტორიის სხვა მონაწილეებს, მათზე საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, ანუ, რა ბედი ეწიათ ნოტარიუს მერი ბაბუნაშვილს, ელისო მუმლაძესა და ნათელა ბერიძეს, უცნობია. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ მუმლაძე გარდაიცვალა, ისევე, როგორც ზაქრო წერეთელი, რომელმაც ნავტიკოვის მაგივრობა იკისრა...

ცოლმა ავადმყოფი

ქმარი ნაჯახით დაჩეხა

55 წლის მადლენა გ-ს სასამართლომ 18 წლით პატიმრობა შეუფარდა. როგორც საზარელი მკვლელობის საქმიდან ირკვევა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა ავადმყოფი მეუღლე ნაჯახით დაჩეხა.

საქმის მასალების თანახმად, ბოლო სამი თვის განმავლობაში, მუხრან გ. მძიმედ დაავადდა, რის გამოც დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი აღარ შეეძლო. უმწეო მდგომარეობის მიუხედავად, ცოლმა საკუთარი ქმარი არაერთხელ სცემა და უშვერი სიტყვებით გალანძღა. იმ დღესაც მადლენამ, ჩვეულებისამებრ, არაყი შეიძინა და სახლში დალევა დაიწყო. ლოგინად ჩავარდნილმა ქმარმა მას კატეგორიულად მოსთხოვა, სმა შეეწყვიტა, მაგრამ, უშედეგოდ. მას შემდეგ კი, რაც ქალმა ბოთლი ბოლომდე დაცალა, მეუღლის თავიდან მოცილება განიზრახა: სხვენში შენახული ნაჯახი აიღო და უმწეო ქმარს რამდენჯერმე თავში, მუცელსა და ფეხში ჩაარტყა. მომხდარის შემდეგ კი სისხლი მოწმინდა, სახლი მიალაგა, ცხედარს ლოგინში საბანი გადააფარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გარდაცვლილი მეორე დღეს მეზობლებმა აღმოაჩინეს. მათი დაეჭვება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სახლის კარზე ბოქლომი შენიშნეს. როგორც წესი, მადლენა სახლს არ კეტავდა, რადგან ავადმყოფი ქმრის სანახავად ახლობლები ხშირად მიდიოდნენ და საჭმელი მიჰქონდათ.

ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, სახლში შესვლისას ერთი შეხედვით საეჭვო არაფერი ჩანდა, გარდა იმისა, რომ არყის ბოთლები უწესრიგოდ ეყარა იატაკზე. მაგრამ, მან შენიშნა, რომ ლოგინს ბუზები ესეოდნენ. საბანი რომ გადახადეს, შემზარავი ფაქტის მომსწრენი გახდნენ – ლოგინში ავადმყოფის დასახიჩრებული ცხედარი იყო. მეზობლებმა ეჭვი მაშინვე ცოლზე აიღეს, რომელიც არსად ჩანდა. მათ ეჭვს ისიც აძლიერებდა, რომ იმ საღამოს სახლიდან მადლენას ჩხუბის ხმა ისმოდა.

მადლენა გ. სამართალდამცველებმა მკვლელობიდან მეორე დღესვე დააკავეს. მან დანაშაული აღიარა, თუმცა ჩადენილი ქმედება ევთანაზიით ახსნა. როგორც სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, მკვლელობა მეუღლის თხოვნით ჩაიდინა, რათა იგი ავადმყოფური ტანჯვისგან გაეთავისუფლებინა. სასამართლოს წინაშე მადლენა აშკარად ეშმაკობდა, ცდილობდა, მოსამართლეს კვალიფიკაცია შეეცვალა, მაგრამ მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა: იგი დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ცნეს და 18 წლით პატიმრობა შეუფარდეს.



ეკა ბარაბაძე


скачать dle 11.3