კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა საშიში წითელი ქარით დაავადება და როგორ ავიცილოთ ის თავიდან


წითელი ქარი მწვავე სტრეპტოკოკური ინფექციის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც ახასიათებს კანის და, იშვიათად – ლორწოვანი გარსების, კეროვანი, სეროზულ-ჰემორაგიული ანთება, ცხელება და ზოგადი ინტოქსიკაცია. მას უშუალოდ A და B ჰემოლიზური სტრეპტოკოკი იწვევს, რომელიც სადეზინფექციო ხსნარებისა და ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობიარეა. არ არის გამორიცხული, წითელი ქარი სტაფილოკოკმაც გამოიწვიოს.

ინფექციის ძირითადი წყარო წითელი ქარით ან სტრეპტოკოკური ინფექციის სხვა ფორმით დაავადებული ადამიანია. დაავადება კი ვითარდება ორი გზით: გარედან – დაზიანებულ კანსა და ლორწოვანში სტრეპტოკოკის შეჭრის შედეგად და შიგნიდან – ორგანიზმში არსებული სტრეპტოკოკური ინფექციის კერიდან მიკრობის ლიმფოგენური ან ჰემატოგენური, ანუ, სისხლით გავრცელებით. ამ დაავადებით, ძირითადად, ასაკში შესული ადამიანები ავადდებიან, დამახასიათებელია სეზონურობა და მწვავდება სიცხეში.

წითელი ქარის ორი ფორმა არსებობს: ერითემიული, როცა აღინიშნება მკვეთრად შემოსაზღვრული სიწითლე და მეორე, როცა კანზე წარმოიქმნება სითხით სავსე ბუშტუკები, რომლებიც შემდგომ, შესაძლოა, დაჩირქდეს. ინკუბაციური პერიოდი 3-6 დღეა.

ზოგჯერ დაავადებას წინ უსწრებს საერთო სისუსტე, ლიმფური კვანძების ტკივილი, კიდურების მოძრაობის მოდუნება და სიმძიმის შეგრძნება. დაავადება იწყება მწვავედ, ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომებით. ამ დროს აღინიშნება თავის ტკივილი, შემცივნება, საერთო სისუსტე, გულისრევის შეგრძნება, ტემპერატურის მატება.

ერითემიული წითელი ქარისთვის დამახასიათებელია მკაფიო და შემოსაზღვრული სიწითლე, კანიდან სითხის გამოსვლა, შეშუპება. ერითემიის ადგილას კანი გახურებულია, დაჭიმულია, შეხებისას კი – მტკივნეული, ზოგ შემთხვევაში კი, ვითარდება ლიმფური კვანძებისა და სადინარების ანთებაც.

თუ დროულად დაიწყებს ადამიანი ანტიბიოთერაპიას, ცხელების პერიოდი 2-4 დღეს არ აღემატება და ზოგადტოქსიკური სიმპტომებიც მალევე ქრება.

თუ წითელ ქარს უყურადღებოდ დატოვებთ და დროულად არ უმკურნალებთ, მოჰყვება გართულებები: აბსცესი ანუ ჩირქგროვა, კანქვეშა ანთება, ჩირქოვანი ელემენტების გამრავლება, კანის წყლული, ნეკროზები – ვენის ანთება ანუ ფლებიტი, რასაც, შესაძლოა, თან ახლდეს თრომბების წარმოქმნა; ზოგ შემთხვევაში ვითარდება სეფსისი, პნევმონია, ნეფრიტი, გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა და ასე შემდეგ.

დაავადების დროს ინიშნება გლუკოკორტიკოსტეროიდები, ასევე, კარგია ასკორბინის მჟავა რუტინთან ერთად, B ჯგუფის ვიტამინები, ნიკოტინმჟავა და სისხლის გადასხმა.

ფიზიოთერაპიულ მკურნალობას დაავადების მწვავე პერიოდში მიმართავენ. კიდურებზე ფართო ბუშტუკოვანი გამონაყარის გაჩენის დროს გამოიყენება ფურაცილინის ხსნარის ან რივანოლის საფენები.

პროფილაქტიკის მიზნით, აუცილებელია პირადი ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა, კანის თანმხლები დაავადებებისა და პერიფერიულ სისხლძარღვთა დაავადების მკურნალობა, ქრონიკული სტრეპტოკოკური ინფექციების კერების გაჯანსაღება.


скачать dle 11.3