კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვიშოროთ ზედმეტი კილოგრამები ისე, რომ არც სტრიები დაგვრჩეს და არც კანი ჩამოგვეკიდოს


არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერასოდეს აღწევენ სასურველ წონას. მათი ცხოვრების მთავარი პრობლემა ყოველთვის იყო და არის ზედმეტი კილოგრამები. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ დაიკლონ, იცავენ სხვადასხვა დიეტებს. ძირითადად ნაცნობ-მეგობრების რჩევით, ან უცხოურ საიტებზე ამოკითხულს. უარს ამბობენ უამრავ პროდუქტზე, აკრძალვებით თავს იწამებენ და სამწუხაროდ, ხშირად ვერც კი ხვდებიან, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს საკუთარ თავზე ჩატარებული ცდები. ვისაც სურს, ჰქონდეს ლამაზი სხეული ისე, რომ თავის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას, აუცილებელია, გაითვალისწინოს პროფესიონალის, ექიმის რჩევები.

როგორ დავამარცხოთ ზედმეტი წონა, რა ვუშველოთ დიეტის შედეგად გაჩენილ სტრიებს და ჩამოკიდებულ კანს, რომელიც არანაკლები პრობლემაა, ვიდრე ჭარბი წონა, ამ საკმაოდ მტკივნეულ და აქტუალურ თემებზე სასაუბროდ პროფესორ ივა კუზანოვს მივმართეთ.



– ბატონო ივა, არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს თვითონ უნიშნავენ დიეტას. რა შეიძლება გამოიწვიოს ამან?

– ყველამ უნდა იცოდეს, რომ შიმშილობა არ ნიშნავს დიეტას. დიეტა უნდა იყოს დანიშნული ექიმის მიერ. როდესაც ადამიანი საკუთარ თავს თვითონ უნიშნავს დიეტას, შიმშილობს, მას აკლდება ვიტამინები, ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალები, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს უამრავი პრობლემა, დაავადება და ლეტალური შედეგიც კი. ან შესაძლოა, ადამიანი გახდეს კახექსიური, რაც ნიშნავს იმას, რომ დარჩეს ძვალი და მასზე გადაკრული კანი. მე გეტყვით, რომ წონის დაკლება სწრაფადაც არ შეიძლება. ამ დროს იკარგება ბევრი სითხე, რაც ძალიან ხშირად იწვევს ორგანიზმის გამოშრობას. შედეგი იქნება ის, რომ კანი ჩამოეკიდება მხრების, მუცლისა და ბარძაყების არეში. ასევე გვერდებში. ამიტომ, როცა ადამიანი აპირებს დიეტის დაცვას და ამას სერიოზულად გადაწყვეტს, აუცილებელია, პარალელურად დაიწყოს ვარჯიშიც. მარტო რაციონის უკიდურესად შემცირებით და საჭმელზე უარის თქმით, მივიღებთ ძალიან ცუდ შედეგს. სამწუხაროდ დიეტას ადამიანების უმეტესობა არ უყურებს სერიოზულად. ფიქრობს, არაფერი მოხდება თუ საერთოდ არ შევჭამ, ან ძალიან ცოტას შევჭამ, დავლევ გამოხდილ წყალს, ან მინერალურ წყალს და ასე დავიკლებო. განსაკუთრებით ზაფხულში გააქტიურდებიან, ხოლმე დიეტების მოყვარულნი. მათ უნდა იცოდნენ, რომ სასურველია, ზომიერი დიეტა და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. ასევე, ძალიან სასარგებლოა დილით და ძილის წინ ცივი შხაპის მიღება. ეს კანს ელასტიკურს ხდის. სძენს სიგლუვეს და ჭიმავს კიდეც.

– შესაძლებელია თუ არა ჩამოკიდებული კანის მასაჟებით მოშორება?

– იცით, გააჩნია, რა მოცულობის იქნება ჩამოკიდებული კანი და რამდენს დაიკლებს თავად ადამიანი. ეს პრობლემა უფრო ხშირად ჩნდება მაშინ, როცა იკლებენ რამდენიმე ათეულ კილოგრამს. წარმოიდგინეთ, ცხიმი დადნება, ადამიანი ნელ-ნელა ხდება და ჩამოეკიდება უზარმაზარი კანის ტომრები. ამ შემთხვევაში აუცილებელია, გაკეთდეს პლასტიკური ოპერაცია. მოშორდეს ზედმეტი კანი, კანქვეშა ქსოვილი და ლამაზად გაიკეროს. შესაძლოა, დარჩეს, პატარა ნაწიბური, შეიძლება საერთოდ არაფერი დარჩეს და საერთო ჯამში, ძალიან ლამაზი იქნება. თუ ჩამოკიდებული კანი არცთუ ისე დიდია, ის შეიძლება გასწორდეს მასაჟებით, წყლის პროცედურებით.

– სტრიებს რაც შეეხება, ისინი ფეხმძიმობის შემდეგაც რჩება და ჩვეულებრივ, წონის დაკლების შემდეგაც. ამას რით ვუშველოთ?

– სტრიების გაქრობა, როგორც წესი, არ ხდება, მაგრამ შესაძლებელია, გაკეთდეს პატარა პლასტიკური ოპერაცია. ეს არის მუცლის აბდომინოპლასტიკური ოპერაცია. ფეხმძიმობის შემდეგ ზოგჯერ რჩებათ ჩამოკიდებული მუცელიც და ის მთლიანად არის „დახაზული“ ამ სტრიებით. დღეს არის იმისი საშუალება, რომ ეს ყველაფერი მოშორდეს. არ დარჩება არანაირი სტრიები და მუცელი გახდება ისეთი, როგორიც იყო ორსულობამდე.

– თქვენ მხოლოდ პლასტიკური ოპერაციების დიდოსტატი არ ბრძანდებით, წონაში დაკლების საიდუმლოსაც ფლობთ. რამე დიეტას ხომ არ გვასწავლით, როგორ მოვიშოროთ ზედმეტი კილოგრამები?

– დავიწყოთ იმით, რომ დიეტა უნდა იყოს ძალიან რაციონალური. მენიუდან საერთოდ უნდა ამოვიღოთ ცომეული. არ დაიჯეროთ, რომ არსებობს დიეტური პური. მე სულ ვამბობ ამას. თუ გინდათ, რომ წონაში აღარ მოიმატოთ და დაიკლოთ, პური სამუდამოდ უნდა აკრძალოთ. მეორე – ეს არის შაქარი, ტკბილეული. უამრავი შაქრის შემცვლელი არსებობს, ამიტომ მისი ჩანაცვლება უფრო სასარგებლოთი არ არის პრობლემა. შაქარი სამუდამოდ ამოიღეთ რაციონიდან. მესამე – ეს არის ცხოველური ცხიმი – ღორის ხორცი, გოჭის ხორცი, ასევე, არაჟანი. ძალიან ბევრი კალორია აქვს შოკოლადს, ნაყინს. ეს ყველაფერი, რაც ახლა ჩამოვთვალე, სამუდამოდ უნდა აკრძალოთ. ამით ორგანიზმს არაფერი დააკლდება, მთავარია რაციონი საჭირო და აუცილებელი პროდუქტებით შეავსოთ.

– რომელი საკვებია ორგანიზმისთვის სასარგებლო და იმავდროულად, დიეტური?

– ნებისმიერი ბოსტნეული, ხილი, წიწიბურა, ბრინჯი, ჰერკულესი. ამ ინგრედიენტებიდან შეიძლება, გაკეთდეს საუზმე, სადილი და ვახშამიც. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს საკვების რაოდენობას. არ შეიძლება, ერთად ბევრის მიღება. კვების კულტურა უნდა ვისწავლოთ. უნდა ჭამოთ სამჯერ, ან ოთხჯერ დღეში. სასურველია, ყოველთვის ერთსა და იმავე დროს. აუცილებელია, ყველა ჩვენი ორგანო „ჩაირთოს“ ერთსა და იმავე დროს და შეუდგეს მიღებული პროდუქტის თანაბრად განაწილებას. სწორ კვებასთან ერთად საჭიროა ვარჯიში. ყოველდღე გაიარეთ ფეხით ექვსი კილომეტრი, სწრაფი ნაბიჯით. თუ გაითვალისწინებთ ყველა ამ რჩევას, აუცილებლად დაიკლებთ. (იცინის) დიეტა სერიოზული საქმეა და მას მთელი შეგნებით უნდა მიუდგეთ. მოდი დღეს ამ ტორტის ნაჭერს შევჭამ და ხვალ ვიშიმშილებო, ასე არ გამოვა.

– არსებობენ ადამიანები, რომლებიც დიეტის შედეგად ვერ იკლებენ. რა ზომებს უნდა მიმართონ?

– საერთოდ, ასეთი რამ არ არსებობს. საუბარი არ მაქვს შემთხვევებზე, როცა საქმე გვაქვს პათოლოგიებთან. თუ ადამიანი ნამდვილად დაიცავს დიეტას, ეს აუცილებლად დაეტყობა მის წონასაც. მე ხშირად მინახავს, მთელი დღე რომ არ ჭამენ და სამაგიეროდ, ღამე ინაზღაურებენ, დანაკლისს. მე მიმაჩნია, რომ შვიდი საათის შემდეგ არაფრის ჭამა არ შეიძლება. მით უმეტეს არ შეიძლება კარგად დანაყრება. (იცინის) აუცილებელია, ყველა კალორია დაიხარჯოს, რასაც კვების შედეგად მიიღებს ადამიანი. მთავარია, დავარეგულიროთ კვება. მოვიყვანოთ ის სისტემაში. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებსაც უნდათ თუ არ უნდათ, მაინც ჭამენ. არ შეუძლიათ თავის შეკავება. ეს უკვე ფსიქიკის პრობლემაა. არის დაავადება, რომელსაც ბულემია ჰქვია. ასეთი ადამიანებისთვის არსებობს სპეციალური ოპერაციები, რათა მოიშორონ ზედმეტი წონა, რომელიც არის დამანგრეველი ადამიანის ორგანიზმისთვის და ჯანმრთელობისთვის – იწვევს მეორე ხარისხის დიაბეტს, გულის უკმარისობას, ვენების გაგანიერებას, კიდევ ძალიან ბევრ დაავადებას. ამიტომ, სპეციალურად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩვეულებრივ პირობებში წონაში ვერ იკლებენ, არსებობს სამი სახის ოპერაცია. პირველი, ეს არის კუჭის დაპატარავება, რომლის დროსაც არ ხდება არანაირი გაჭრა. კეთდება ენდოსკოპიურად და საერთოდ არ არის რთული. ამ მეთოდით ხდება „მცირე კუჭის“ შექმნა და წვრილი ნაწლავის შუნტირება. მაგრამ, თუ პაციენტი არის ორას ოცი კილოგრამი და მეტი, მაშინ ვაკეთებთ მეორე სახის ოპერაციას. ეს ოპერაცია არის სპეციალურად იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ძალიან დიდი კუჭი აქვთ. ისეთი დიდი, რომ შეიძლება, ჩაეტიოთ ოცი ლიტრი საჭმელი. წარმოიდგინეთ, რამდენი უნდა ჭამოს ამ ადამიანმა რომ ამხელა კუჭი გაივსოს (იცინის).


скачать dle 11.3