კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

როდის სცოდავს ადამიანი შეხედვით, სახით და როგორ უნდა მოუსმინოს მან საკუთარ სინდისს


როდესაც ღმერთმა ადამიანი შექმნა, მასში დათესა მხურვალე ნაკვერჩხალი და ნათელი გულისთქმა, რომელიც გონებას ანათებს და ბოროტს კეთილისგან განარჩევინებს. ამიტომ ეწოდება მას სინდისი, რაც არის ადამიანის ბუნებრივი რჯული. ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).


გიორგი (თევდორაშვილი): როდესაც ადამიანი, საკუთარი სინდისის მცნების დარღვევითა და ცოდვის ჩადენით, დაითრგუნა, მაშინ განსაკუთრებულად საჭირო გახდა, დაწერილი რჯულისა და წმიდა წინასწარმეტყველების თქმა, თავად უფლის მოსვლა, რათა მისი წმიდა მცნებების დაცვით გაებრწყინებინა, აღედგინა და გაეცხოველებინა ადამიანის დათრგუნული სინდისი. ახლა კი ის ჩვენშია, თუ გვინდა ისევ დავთრგუნავთ, თუ გვინდა მოვუსმენთ და ისიც გაბრწყინდება.

– ხშირად ადამიანებს გვიჭირს საკუთარ სინდისს მოვუსმინოთ, რა ხდება ასეთ დროს?

– როცა სინდისი გვეუბნება, ასე ან ისე მოიქეციო და ჩვენ მას არ ვუსმენთ, შემდეგ ის თავს კიდევ შეგვახსენებს, მაგრამ თუ კიდევ არ მოვუსმენთ, მაშინ ჩვენი სინდისი ითრგუნება და აღარ შეუძლია, ჩვენი მხილება სიმძიმის გამო, ზედ რომ ადევს, ბუნდოვნად გვინათებს და მოვლენებს გარკვევით არ გვაჩვენებს. როგორც ამღვრეულ წყალში ვერავინ ხედავს თავის გამოსახულებას, ისე ვართ ჩვენც – აღარ გვესმის, რას გვეუბნება სინდისი, ისიც აღარ გვგონია ჩვენთან არის თუ არა. თუმცა, სინდისი იმდენად წმიდა რამ არის, რომ ის ყველასთან არის, არასდროს ქრება და მუდამ ჩვენთვის კეთილს გვეუბნება. მაგრამ, ადამიანები ხშირად სინდისის ხმას არ უსმენენ, მას წინააღმდეგობას უწევენ, არ იცავენ საკუთარ სინდისს. ამის შედეგად, ისინი ცოდვასა და სრულ უგუნურებაში ვარდებიან. აი, რას ამბობს ამის შესახებ წმიდა ბასილი: ძმებო, ვეცადოთ, დავიცვათ ჩვენი სინდისი, სანამ წუთისოფელში ვართ. არ დავუშვათ, რამე საქმის გამო გვამხილოს, არც რამეში დავთრგუნოთ, თუნდაც უმნიშვნელო საქმეში. იცოდეთ, ამ უმნიშვნელოდან დიდამდეც მივალთ. ნელ-ნელა ცუდ ჩვეულებებს შევიძენთ და შემდეგ სინდისის უგულებელყოფას დავიწყებთ.

– როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა საკუთარი სინდისი?

– სხვადასხვა დაცვა არსებობს: კაცმა სინდისი უნდა დაიცვას ღვთის, მოყვასისა და ნივთების მიმართ. ღვთის მიმართ სინდისის დაცვა ნიშნავს, რომ ადამიანმა დაიცვას მისი მცნებები – რასაც სხვები ვერ ხედავენ და რის გამოც არავისი ეშინია, სინდისი იმაშიც დაიცვას, მაგალითად, როდესაც ადამიანს ლოცვისას ბოროტი აზრი მოსდის და თავს კი არ იცავს მისგან, არამედ განამტკიცებს; ან ხედავს, მოყვასი რაღაცას აკეთებს, ეს კი განიკითხავს. მოყვასის მიმართ სინდისის დაცვა ის არის, რომ კაცმა არაფერი გააკეთოს, რითაც იცის, რომ მოყვასს დააბრკოლებს სიტყვით, საქმით, შეხედვით, ანუ მოყვასის დაბრკოლება შეიძლება სახითაც, შეხედვითაც. საგნების მიმართ სინდისის დაცვა კი ის არის, რომ არ გააფუჭოს ადამიანმა სხვისი ნივთები, რამეს თუ დაინახავს დაგდებულს, აიღოს და თავის ადგილას დადოს, არ გააფუჭოს საკუთარი სამოსი. წმიდა მამები ამბობენ: მონაზონმა არ უნდა დაუშვას, რომ სინდისმა რამეში ამხილოს, ძმებო, ყველაფერში სიფრთხილე გვმართებს, ყოველივე ამისგან თავი უნდა დავიცვათ, რათა არ დავინთქათ.

– მამაო, რა არის ღვთის შიში და როგორ მოდის ის ადამიანთან?

– შიში ორგვარია: დამწყებთა და მეორე – სრულყოფილთა. ზოგიერთი ადამიანი ღვთის ნებას ტანჯვის შიშით ასრულებს. ასეთი ადამიანი ჯერ კიდევ დამწყებია. ის სიკეთის გამო კი არა, ტანჯვის შიშით მოქმედებს, სხვა კი ღვთის ნებას უფლის სიყვარულით ასრულებს. ამგვარ სიყვარულს ის სრულ შიშამდე მიჰყავს, რადგან მას ღვთის ეშინია, ღვთის ნებას ტანჯვის შიშით კი არ ასრულებს, არამედ მას ღმერთთან ყოფნის სიამტკბილობა უგემია და ეშინია, არ მოაკლდეს მას. სიყვარული შობილი ასეთი შიშით ჩვეულ შიშს აძევებს: „სრულმან სიყვარულმან გარე განდევნოს შიში“. მაგრამ შეუძლებელია, გაჩნდეს სრულყოფილი შიში, თუ დამწყებთა შიში არ იქნება. როგორც წმიდა ბასილი ამბობს, სამი სახით სათნოვყოფთ ღმერთს: ტანჯვის შიშით, მადლისთვის ან კეთილი საქმისთვის. ამ სამით ვასრულებთ მცნებებსაც. თუ ტანჯვის შიშით ვმოქმედებთ, მონის ხარისხში ვართ, თუ მადლისთვის – მუშაკისა და თუ სიკეთისთვის – ძის მდგომარეობაში. როდესაც ღვთის შიში მოდის, ის ადამიანს ახსენებს სიკვდილსა და ტანჯვას. ამიტომაც, კაცი ყოველ საღამოს უნდა იკვლევდეს, როგორ გაატარა ის დღე. ხოლო ყოველ დილით უნდა ეძიებდეს, როგორ გაატარა ღამე, არ უნდა იჩენდეს კადნიერებას არავის მიმართ. ღვთის შიშს კი ჩვენგან აძევებს: სიკვდილისა და ტანჯვის გაუხსენებლობა, ის, რომ არ ვიჩენთ სიფრთხილეს, ვცხოვრობთ უწესოდ, უწესოებთან ერთად. კადნიერება კი სწორედ ის დიდი ცოდვაა, რომელიც ადამიანისგან აძევებს ღვთის შიშს. „არ არსებობს კადნიერებაზე უფრო საშინელი ვნება – იგია ყოველგვარი ვნების მშობელი, რადგან ღვთის შიშს აძევებს“, – ამბობდა მამა აღათონი. საერთოდ, არსებობს კადნიერება სიტყვით, ხელის შეხებითა და შეხედვით. კადნიერებას კაცი ფუჭმეტყველებამდე, ერისკაცობაში ამაო საუბრამდე და უწესო სიცილამდე მიჰყავს. კადნიერებაა უმიზეზოდ ვიღაცაზე ხელის შეხება, რამის ხელიდან გამოტაცება, ურცხვად ვინმეს შეხედვა – ყველაფერს ამას კადნიერება აკეთებს და ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანის სულში არ არის ღვთის შიში. ამით კი კაცი მცნებების დარღვევამდე მიდის. ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ არ გავკადნიერდეთ და არაფერი ვთქვათ მოყვასზე. ნურც მოუთმენლები იქნებით, როცა ძმისგან რაიმე სიტყვას გაიგებთ და არ მოგეწონებათ, მაშინვე კი არ უნდა გაბრაზდეთ, არ უნდა დაბრკოლდეთ არც სიტყვით, არც საქმით, არც შეხედვით. ეს იმათი საქმეა, ვისაც ღვთის შიშის მოპოვება სურს. ამიტომ, არ უნდა იყოთ მოუთმენლები, მყისვე არ უნდა აღშფოთდეთ. პირიქით, თუ ვინმე თავის ძმას გულნაკლულს იხილავს, თავის ნება უნდა უარყოს და უნდა დაეხმაროს. უმჯობესია, საქმე ისე არ გაკეთდეს, როგორც თქვენ გინდათ, არამედ, როგორც დრო მოიტანს, ოღონდ არ უნდა დააბრკოლოთ ერთმანეთი თავის მართლებითა და სიზარმაცით. როდესაც რაიმე საქმის გაკეთება გინდათ და შფოთავთ, უნდა მიატოვოთ ის საქმე, რომელიც თქვენს სულს ვნებს, რომ არც თქვენს სულს ავნოთ და არც სხვისას. რაც მთავარია, ყველაფერი სიყვარულით, თავმდაბლობით უნდა გააკეთოთ, რადგან თავმდაბლობაზე უფრო ძლიერი არაფერია.


скачать dle 11.3