კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თბილისელმა ქურდებმა მოსკოვში უპრეცედენტო დანაშაული ჩაიდინეს



გაქცევა

ციხის საეტაპო მატარებელი პერმის მეხუთე ლიანდაგზე გაჩერდა და ვაგონებთან საეტაპო მანქანები მიაყენეს, რომლებსაც 300 პატიმარი ექვს საპყრობილეში უნდა გადაენაწილებინათ. წესისამებრ, ძაღლიანმა ბადრაგებმა დერეფნები გააკეთეს და სიის კითხვაც დაიწყო. ჭაღარა ლეიტენანტი პატიმრის სახელს, გვარს და მამის სახელს ამოიკითხავდა. შემდეგ პატიმარი ეშელონიდან ჩამოდიოდა, ბადრაგის დერეფანს სწრაფი ნაბიჯებით გადიოდა და საეტაპო მანქანაში ადიოდა.

– აბაშიძე ზაზა მიხაილოვიჩ, – ამოიკითხა ჭაღარამ. შემდეგ პატიმარი გამოიყვანეს და ლეიტენანტმა უხეში ხმით დასჭექა: – ნაბიჯით იარ!

საშუალო სიმაღლის, გამხდარი, გაუხეშებულსახიანი პატიმარი, რომელსაც ეტყობოდა, რომ ოდესღაც მამაკაცური სილამაზით გამოირჩეოდა და თავის ასაკთან შედარებით უფროსად გამოიყურებოდა, ეშელონის კართან გამოჩნდა. სხვა პატიმრებისგან განსხვავებით, აბაშიძეს ხელბორკილები არ ედო, რადგან მარცხენა ხელი თაბაშირში ჰქონდა ჩასმული. მან გადათეთრებულ ჩიხს გახედა და კიბეებზე დაშვების იმიტაცია გააკეთა. თუმცა, მოულოდნელად მატარებლის სახელურებს ჩაავლო ხელები და თვალის დახამხამებაში აკრობატისთვის ჩვეული მოძრაობით, კატისებრი მოქნილობით დაბზრიალდა და თვალის დახამხამებაში ვაგონის სახურავზე მოექცა. შემდეგ ადგილს მოსწყდა, ვაგონი გაირბინა და ვაგზლის სამხრეთით აღმართულ უზარმაზარ ღობეს გადააფრინდა. ეს ყველაფერი სულ რაღაც 20 წამში მოხდა და ვერც ჯარისკაცებმა მოასწრეს გასროლა, რადგან მოულოდნელობისგან ვერ მოისაზრეს და არც ძაღლები აუშვიათ. თუმცა, რომც აეშვათ, მაინც ვერაფერს იღონებდნენ, რადგან გაქცეული მატარებლის სახურავზე მირბოდა და ადამიანებზე დაგეშილი ნაგაზებისთვის ის მიუწვდომელი იყო.

ღობეზე გადაფრენილმა ზაზა აბაშიძემ კიდევ 50 მეტრი ირბინა დათოვლილ სადგურისპირა ქუჩაში, შემდეგ დათქმულ შესახვევში შეუხვია და მწვანე სახლის კუთხეში მდგომ „პობედაში“ ჩაჯდა.

– მადლობა ღმერთს, გამოვიდა. ახლა კი სკამებში ჩაწექი და წავედით, – უთხრა გაქცეულს ახალგაზრდა კაცმა, შემდეგ „პობედა“ დაქოქა და ნელა დაძრა.

პერმის სადგურიდან გაქცეული 32 წლის ზაზა აბაშიძე კრიმინალურ სამყაროში „კბილას“ მეტსახელით იყო ცნობილი და თავისი მეოთხე ნასამართლობის მოსახდელად თბილისიდან ციმბირში იყო ეტაპირებული. მკვლელობის მცდელობისთვის მას 15 წელი ჰქონდა მისჯილი. იმავე დღეს მასზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა.

„კბილა“

32 წლის ზაზა აბაშიძე თბილისელი ქურდი იყო და 15 წლის ასაკიდან სხვადასხვა საპყრობილე ჰქონდა მოვლილი. კბილა პროფესიონალი ქურდი იყო და ყველაფერს თავის კოლეგებს უყოფდა, საქმის გარჩევებისას კი სიმართლის მხარეს იყო და არა ფულის, როგორც ამას ზოგიერთი მისი კოლეგა სჩადიოდა. აწეწილი ოჯახური ცხოვრების მიუხედავად, კბილას ჰყავდა ულამაზესი და უერთგულესი მეუღლე, თეა ლაღიძე, რომელიც მას 16 წლისა გაჰყვა ცოლად. მაშინ ზაზა 19 წლის იყო. ერთი წლის მერე კი მათ ვაჟი ნოდარი შეეძინათ. კბილას თავისი ვაჟი თითქმის არ იცნობდა, რადგან მამამისი უმეტეს დროს ციხეში ატარებდა. 31 წლის ზაზა ახალი გათავისუფლებული იყო ციხიდან, როდესაც ერთ-ერთი მეზობლისგან შეიტყო, რომ მის მეუღლეს მაიორი, ვინმე კარლო პოღოსოვი ავიწროვებდა. პოღოსოვი რაიონის მილიციის სისხლის სამართლის სამძებროს უფროსის მოადგილე იყო და ხშირად, ვითომდა შემთხვევით, ხვდებოდა ხოლმე თეას ქუჩაში და მასთან გაარშიყებას ცდილობდა. ერთხელ კი მას პირდაპირ სახლში დაადგა ნასვამი და ინტიმური ურთიერთობა შესთავაზა ქალს. თეამ მაიორს სილა გააწნა და სახლიდან გააგდო. თუმცა შერცხვენას მოერიდა და სკანდალი არ აუტეხავს. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი მეზობელი მაინც შეესწრო ამ სცენას და სწორედ მან უამბო ზაზას ყველაფერი. კბილამ შურისძიება გადაწყვიტა და ამ საქმისთვის სპეციალურად მოემზადა. მან იშოვა პისტოლეტი, რაც ადრე არ ჰქონია. შემდეგ პოღოსოვს მისსავე სადარბაზოში ჩაუსაფრდა და ერთი მჭიდი დააცალა სხეულზე. მაგრამ, მილიციის მაიორი სიკვდილს გადაურჩა. ოდნავ რომ მომჯობინდა, გამომძიებელს ყველაფერი მოუყვა და კბილაც დაასახელა. ზაზა აბაშიძეს გაქცევა არც უცდია და მის ასაყვანად მისულმა ოპერჯგუფმა კბილა მისსავე სახლში, ვახშმობისას დააკავა.

– შენი ბედი, რომ პოღოსოვი გადარჩა, თორემ დაგხვრეტდნენ, – უთხრა კბილას მილიციის უფროსმა, რომელიც აბაშიძის დაკავებაში პირადად მონაწილეობდა.

– სამწუხაროა, რომ გადარჩა, – მხრები აიჩეჩა ზაზამ, – ის სიკვდილს იმსახურებდა.

– მაშინ თავში უნდა გესროლა იმ ნაბოზრისთვის, – ყურში ჩასჩურჩულა კბილას მილიციის უფროსმა, რომელიც გულის სიღრმეში თანაუგრძნობდა ცნობილ რეციდივისტს.

უპრეცედენტო დანაშაული

ახალგაზრდა კაცი, რომელიც კბილას ქალაქ პერმში გაქცევაში დაეხმარა, მისი ცოლისძმა – დიტო ლაღიძე იყო. პროფესიით მხატვარ-გრიმიორი, 29 წლის დიტო თავის სიძეს სხვადასხვა დანაშაულის შესრულებაში ეხმარებოდა ხოლმე და პერმიდან გაქცევაც საგულდაგულოდ დაგეგმილი და წინასწარ შეთანხმებული იყო.

გაქცეულებმა რამდენიმე ტრანსპორტი გამოიცვალეს და მეხუთე დღეს საბჭოთა კავშირის დედაქალაქში, მოსკოვში ჩავიდნენ. დიტო მოსკოვში სამი დღე გაჩერდა, ბოლოს თბილისში გამოემგზავრა და წამოსვლის წინ სიძეს უთხრა:

– მაგრად იყავი. ყველაფერი ისე იქნება, როგორც შევთანხმდით. მე დანიშნულ დროს ჩამოვალ ბიჭებთან ერთად და საქმე გავაკეთოთ.

კბილა საიმედო კონსპირაციულ ბინაზე ცხოვრობდა და გამუდმებით ფიქრობდა მომავალ საქმეზე, რომელიც მან და დიტომ დაგეგმეს. სამი კვირის მერე დაბრუნებულ ცოლისძმას კბილამ უთხრა:

– დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ვვარაუდობთ. თითქმის ყველა დეტალი მაქვს გაანგარიშებული და, თუ რაღაც განსაკუთრებულმა შემთხვევამ არ შეგვიშალა ხელი, დიდ კუშს მოვხევთ.

– კარგია, კარგი, – თავი დაუქნია დიტომ, – ბიჭები უკვე აქ არიან და მოუთმენლად ელოდებიან საქმის დაწყებას.

– რამდენი არიან?

– ექვსნი, როგორც მოვილაპარაკეთ. სულ რვანი ვიქნებით და, შეგვიძლია, ხვალვე შევუდგეთ საქმეს.

– ზეგ, – გაიღიმა კბილამ, – ზეგიდან დავიწყოთ.

დიტომ, ზაზამ და ექვსმა თბილისელმა ახალგაზრდამ, რომელთა სახელები ვერასოდეს შეიტყვეს სამართალდამცველებმა, რვა დღის განმავლობაში მოსკოვში, პოტიომკინის ჩიხიდან გერცენის ქუჩამდე, 30-მეტრიანი გვირაბი გათხარეს, უზარმაზარ საიუველირო მაღაზია „ალმასის“ საწყობში ამოვიდნენ და 1974 წლის 30 ივნისს, დღის 13-დან 14 საათამდე, მაშინ, როცა მაღაზიაში შესვენება იყო და მთელი კოლექტივი გვერდით მდებარე სასადილოში იმყოფებოდა, საბჭოთა კავშირის კრიმინალის ისტორიაში უპრეცედენტო ძარცვა ჩაიდინეს: თბილისელმა ქურდებმა ნახევარი დღის ნავაჭრი ფული – 130 ათასი მანეთი და 980 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს და მიიმალნენ.

დრო, თვე და რიცხვი კბილამ საგანგებოდ შეარჩია, რადგან იცოდა, რომ მეორე კვარტლის მიწურულს, საიუველირო მაღაზიაში საგანგებო საქონელი იქნებოდა გამოტანილი, რომ „ალმასს“ გეგმა შეესრულებინა. გამოცდილი ქართველი ქურდი არც შემცდარა. კრიმინალისტებმა, რომლებიც გაოცებულები იყვნენ იმ პერიოდისთვის ქურდობის ასეთი მეთოდით, ვერანაირ ხელჩასაჭიდს ვერ მიაგნეს და მხოლოდ საქმის აღძვრით დაკმაყოფილდნენ. თუმცა, არ იცოდნენ, რომ ასეთი უპრეცედენტო დანაშაული ზაზა აბაშიძემ, მეტსახელად კბილამ დაგეგმა და მანვე შეასრულა სხვა თბილისელებთან ერთად.

საბანკო ანგარიში ¹...

„ალმასის“ ძარცვაში კბილას მონაწილეობის შესახებ მილიციამ არაფერი იცოდა, მათ არც ის იცოდნენ, რომ ის მოსკოვში იმალებოდა. ზაზა აბაშიძეს მთელი საბჭოთა კავშირის მილიცია ეძებდა.

ძარცვიდან სამი დღის მერე, ფული და ძვირფასეულობა ზუსტად რვა ნაწილად „გატყდა“ და თბილისელი შემსრულებლები ცალ-ცალკე დაბრუნდნენ საქართველოს დედაქალაქში. დიტომ კი თავისი და კბილას წილი თბილისში წაიღო და სიძეს უთხრა:

– როგორც მოვილაპარაკეთ, ყველაფერი ისე იქნება. მთავარია, შენ არ გიპოვონ, დანარჩენს კი მე მოვაგვარებ და, ყველაფერი გასამგზავრებლად რომ იქნება მზად, შემოგეხმიანები.

წინასწარი მოლაპარაკებით, კბილა უცხოეთში უნდა გასულიყო არალეგალურად და ნაძარცვი ქონებაც გაეტანა, მოგვიანებით კი ცოლ-შვილი და დიტოც მასთან უნდა ჩასულიყვნენ. ამიტომ, დიტოს კბილას საბუთები უნდა დაემზადებინა, საიმედო მეგზური მოეძებნა და, ყველაფერი რომ მზად იქნებოდა, კბილასთვის შეეტყობინებინა. მაგრამ, 1974 წლის 2 აგვისტოს, ძარცვიდან ერთი თვის მერე, ზაზა აბაშიძე მისსავე კონსპირაციულ ბინაში დააკავეს შემთხვევით და ჩხრეკისას ლალისთვლიანი საყურეები აღმოუჩინეს, რომელიც კბილამ თავისი ბინის მეპატრონეს, 35 წლის ლიდა სიმონოვას აჩუქა. მალევე დადგინდა საყურეების წარმომავლობა და „მურში“ გადაყვანილი ქართველი ქურდი მოსკოველმა ჯალათმა მილიციელებმა სასტიკად აწამეს, თუმცა, სიტყვაც ვერ დააცდენინეს და ცოცხალ-მკვდარი ციხის საავადმყოფოში მოათავსეს, რომ არ მომკვდარიყო.

საგამოძიებო ჯგუფი თბილისსაც ეწვია და კბილას ბინაც გაჩხრიკეს, მაგრამ იქ არც ფული აღმოჩნდა და არც სამკაულები. მილიციამ დიტო ლაღიძეც დაკითხა სამჯერ, თუმცა, ვერანაირი ეჭვი ვერ აიღეს იმაში, რომ ძარცვაში ისიც მონაწილეობდა და ისევ მოსკოვში გაემგზავრნენ, რათა კბილა ჯერ ფეხზე დაეყენებინათ, შემდეგ კი ახალი ძალებით შეეტიათ მისთვის და ძარცვის ამბავი „დაეფქვევინებინათ“.

კბილას წამება 20 აგვისტოდან 20 ოქტომბრამდე გაგრძელდა და დაინვალიდებული ქართველი ქურდი შინაგანი ციხიდან „კაპეზეში“ გადაიყვანეს, საავადმყოფოში დააწვინეს და მის გამოჯანმრთელებას ელოდნენ, რომ წამების მესამე და გადამწყვეტი ეტაპი დაეწყოთ, რასაც ზაზა აბაშიძე ნამდვილად ვეღარ გაუძლებდა – ან გატყდებოდა, ან მოკვდებოდა. ამასობაში დიტო ლაღიძემ ნაძარცვი ქონების თურქეთში გადატანა მოასწრო და კბილას ცოლ-შვილი არალეგალურად გადაიყვანა იქ, რაც სულ რაღაც 20 ათასი მანეთი დაუჯდა. თვითონაც სტამბულში გადავიდა და თავის დას უთხრა:

– სულ მალე ზაზაც ჩამოვა, ნუ ნერვიულობ, დაიკო და ყველაფერი კარგად იქნება...

1974 წლის 8 ნოემბერს მოსკოვის ბუტირკის ციხის პატიმარი ზაზა აბაშიძე ცუდად შეიქნა და სასწრაფო ოპერაციის გასაკეთებლად ის მეოთხე კლინიკურ საავადმყოფოში წაიყვანეს, პატიმარი გზიდან გაიქცა და მისი ტოტალური ძებნა უშედეგოდ დასრულდა... 13 ნოემბერს კი, გაქცევიდან ზუსტად ხუთი დღის შემდეგ, აჭარის მაღალმთიანეთიდან თურქეთში მიმავალ ბილიკს ორი ადამიანი მიუყვებოდა: ერთი იყო მეგზური, მეორე კი – ზაზა აბაშიძე, იგივე კბილა. ორსაათიანი სიარულის შემდეგ, კბილა თურქეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რვა საათის მერე კი მას სტამბულის სადგურში დიტო შეეგება და უთხრა:

– ყველაფერი რიგზეა, ძამიკო. აქ ჩვენ საბანკო ანგარიში გვაქვს, რომელიც ცხოვრების უზრუნველსაყოფად დაგვეხმარება.

მოგვიანებით კბილა თავისი ოჯახით საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და წაღებული ფულით მცირე ბიზნესი წამოიწყო...



ნიკა ლაშაური


скачать dle 11.3