კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი ფასი ისწავლა მარიკა თხელიძემ და რა მოთხოვნები გაუჩნდა მას მამაკაცების მიმართ


მომღერალ მარიკა თხელიძის ცხოვრებაში უკვე რამდენიმე თვეა სასიამოვნო სიახლეა – მან კულტურის სამინისტროში დაიწყო მუშაობა და ეს მარიკასთვის პირველი სამსახურია. რაც შეეხება სიმღერას, დიდი პაუზის შემდეგ, მაყურებლის წინაშე ის, ახალი იმიჯით აპირებს წარდგენას.


მარიკა თხელიძე: მარტიდან ვმუშაობ კულტურის სამინისტროში, საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტში ვარ სპეციალისტი. მე მეხება, ზოგადად, საელჩოებთან, საკონსულოებთან ურთიერთობა, მიწერ-მოწერა. საკმაოდ საინტერესო სამსახური მაქვს, სერიოზულ პიროვნებებთან მიწევს კონტაქტი და, რაც მთავარია, უცხოეთში ვეწევით ქართული კულტურის პოპულარიზაციას.

– ეს შენი პირველი სამსახურია?

– პირველი სამსახურია. ლონდონიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი, ჩემთვის სწავლის შემდეგ პირველ ადგილზე სიმღერა იდგა და ამიტომ ნაკლებად ვფიქრობდი, რომ ერთ დღეს სერიოზულ სამსახურში დავიწყებდი მუშაობას. შესაბამისად, პირველ დღეებში, ვნერვიულობდი, მაგრამ ეს განცდა მაშინვე გადავლახე, როგორც კი ყველაფერს თავი წარმატებით გავართვი. თან, ძალიან კარგი კოლექტივი გვყავს.

– ლონდონში ცხოვრება, სწავლა პიროვნულ ზრდაში, ალბათ, ძალიან დაგეხმარა.

– პიროვნულად ვერ ვიტყვი, რომ შევიცვალე, მაგრამ ინგლისში ცხოვრებით ძალიან გავიზარდე. მანამდე მაინც ოჯახის წევრებისგან ვიყავი განებივრებული, რაღაც საკითხები უფრო მარტივად წყდებოდა. როდესაც ინგლისში ჩავედი, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი მე უნდა გამეკეთებინა, შესაბამისად, თავიდან გამიჭირდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ პატარა აღარ ვარ. მივეჩვიე, დამოუკიდებელი გავხდი.

– როგორ შეეგუე საქმიანი ქალის იმიჯს?

– რეჟიმში ჩავჯექი – ეს ყველაზე მეტად მაკლდა. ინგლისიდან რომ ჩამოვედი, დღე და ღამე ძალიან არეული მქონდა – ვიძინებდი გამთენიისას და ვიღვიძებდი გვიან. ერთადერთი, ინგლისში პარასკევ-შაბათ-კვირას ჰქონდა ფასი, მაგრამ, საქართველოში რომ ჩამოვედი, სულ პარასკევი იყო. ახლა დილით მივდივარ სამსახურში, 7 საათზე ვამთავრებ, შაბათ-კვირას კი მაქსიმალურად ვიყენებ დასვენებისთვის – მეგობრებთან მივდივარ, რელაქსაციას ვახდენ.

– იოლად მოდიოდა შენთან წარმატება?

– 9 წლის ასაკში, როცა დიდი მომღერლების გვერდით დავდექი, მაშინ ეს ჩემთვის იმხელა რაღაც იყო, ისეთი განცდა მქონდა, სულ ტანში მივლიდა. შესაბამისად, იმ დიდ სცენაზე რომ დავმდგარიყავი, კლიპი გადამეღო, ამისთვის დიდი სირთულეების გადალახვა მომიწია, ამიტომაც, უფრო მეტად ვისწავლე ბევრი რამის ფასი. ადრე თუ ელემენტარულს ნაკლებად ვაფასებდი, ახლა ის ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია და ორმაგი ფასი შეიძინა.

– თვითკრიტიკული ხარ?

– სიმღერაში ყოველთვის თვითკრიტიკული ვარ, იმიტომ, რომ სხვანაირად არაფერი გამოვიდოდა. ჩემი მშობლებიც ასეთები არიან – არ მახსოვს, დედაჩემს ეთქვა, მარიკა, რა კარგად იმღერეო. სულ ვბრაზდებოდი: ნუ შემაქებ, მაგრამ, ერთხელ ხომ შეგიძლია, თქვა, მარიკა, მომწონსო?! თუმცა, ეს ყველაფერი უფრო მეტ სტიმულს მაძლევდა. როდესაც ინგლისში ჩავედი, სულ სხვა ამპლუაში აღმოვჩნდი, ერთგვარი გადახვევა იყო. პროგრამაში ზოგჯერ მხვდებოდა საკითხები, რაც ჩემთვის ცოტა რთული იყო, მაგრამ საკუთარი თავის მიმართ ისეთი მომთხოვნი ვიყავი, რომ დედაჩემიც კი მეუბნებოდა, თავი დაინდეო. შემიძლია ვთქვა, რომ თავს ვიკლავდი, უნდა ჩავაბარო-მეთქი. როცა რაღაცას მოვკიდებ ხელს და არ გამომივა, გული ასი პროცენტით მიცრუვდება, ამიტომ, გული რომ არ ამიცრუვდეს, ვცდილობ, მაქსიმალური გავაკეთო, თუნდაც იმ მომენტში არ შემეძლოს. არ არსებობს, წინააღმდეგობა შემხვდეს და მე ფარ-ხმალი დავყარო, სხვას დავანახვო, რომ სუსტი ვარ ან რაღაცის გაკეთება მიჭირს.

– ამ გადასახედიდან არ ფიქრობ, რომ, მიუხედავად ლონდონში ასეთი გადაღლისა, ეს ყველაფერი წვალებად ღირდა?

– ძალიან გადავიღალე, ფსიქოლოგიურად მოვიშალე, ვნერვიულობდი, საშინელი გამოცდები მქონდა, რადგან, არ იცი, ჩააბარებ თუ არა. იყო მომენტები, ისე ვიღლებოდი, ვამბობდი, ინგლისში აღარ წავალ-მეთქი, მაგრამ ახლა სულ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იყო, ბევრი რამ ვისწავლე, ადამიანები გავიცანი, ვისწავლე უცხოელებთან ურთიერთობა და ეს ჩემს საქმეში ძალიან დამეხმარება.

– ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ.

– ხანდახან, შეიძლება, ძალიან სუსტი აღმოვჩნდე. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მითქვამს, აღარ შემიძლია-მეთქი, მაგრამ მერე საკუთარი თავი თვითონვე გამომიყვანია. ხანდახან საკუთარი თავის მიკვირს, ისეთი მიამიტი ვარ, მაგრამ, ხანდახან, შეიძლება, ისეთ ელემენტარულ რაღაცაში მოვტყუვდე, რომ მიკვირს, ეს როგორ მომივიდა-მეთქი. თუმცა, ხშირად, პირიქით ძალიან მიხვედრილი ვარ.

– როგორი ხასიათი გაქვს?

– ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს, ამინდივით ვარ, მაგრამ, სულ ვცდილობ, სხვა არ დავამძიმო.

– საკუთარ თავში იკეტები ხოლმე?

– ხანდახან. ამ დროს ისეთი გათიშული ვარ, თვალების წინ ხელს მიქნევენ, მაგრამ მე სხვაგან ვარ. ამ ბოლო დროს ეს ხშირად მემართება. ემოციურად ძალიან გადავიღალე, ამიტომ, ხანდახან გათიშვები მჭირს. ასეთ დროს ყოველთვის დასვენებას ვამჯობინებ, ვცდილობ, თუნდაც 15 წუთით მოვწყდე ყველაფერს, გამოვეთიშო და მერე ისევ ჩავერთვები საქმეში.

– როგორი ბავშვი იყავი?

– ძალიან ცელქი და ხანდახან აუტანელი. რომ ვიტყოდი, მინდა-მეთქი, აუცილებლად უნდა შეესრულებინათ. ჩემს ეზოში ჩემთან ერთად ჩემი მეგობარი გოგონა იზრდებოდა, რომელიც მერე სხვაგან გადავიდა, ამიტომ, ჩემი ასაკის მარტო ერთი გოგონა დავრჩი, სულ ბიჭები იყვნენ და რასაც ისინი აკეთებდნენ, მეც იმას ვაკეთებდი, ამიტომაც, ძალიან ხიფათიანი ვიყავი, „შრამები” არ მაკლდა. ხანდახან ჩემს თავს „ფეთხუმს” ვეძახი, იმიტომ, რომ, შეიძლება, მეც ამისრიალდეს ფეხი და სხვასაც, მაგრამ, მე რაღაც დამემართება, სხვას კი – არა. საბედნიეროდ, ეს ძალიან ხშირად არ ხდება. ბავშვობიდან არ მიყვარდა იმის ყურება, სხვას რომ ჩაგრავდნენ. ერთხელ, ერთი ბავშვი, რომელსაც მშობლები არ ჰყავდა, მეორე ბავშვმა დაჩაგრა, მე ის ბიჭი დავიცავი და დამჩაგვრელი სასტიკად, ვცემე, თან, ეს იმით ავხსენი, მშობლები არ ჰყავს და, როგორ შეიძლება დაჩაგვრა-მეთქი. სულ მინდოდა, ყველას მიმართ კეთილი ვყოფილიყავი. სამართლიანობის გრძნობა ახლაც გამომყვა – უსამართლობას ვერ ვეგუებოდი და ვერც შევეგუები.

– ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცების მიმართ მოთხოვნები არ გეცვლება?

– 17-18 წლის რომ ვიყავი, სულ ვფიქრობდი, რომ ამ საკითხზე იგივე აზრი მექნებოდა, მაგრამ ახლა ბევრი რამის მიმართ აზრი რადიკალურად შემეცვალა. თუნდაც, მამაკაცების მიმართ. ბავშვობაში მქონდა რაღაც ჩამოყალიბებული სტერეოტიპები. ასეთი მომწონს, ან ისეთი არ მომწონს. ახლა ამას ვერ ვიტყვი. ვაღიარებ რომ გარეგნობას ჩემთვის მნიშვნელობა აქვს – რომ შეხედავ ადამიანს, უნდა გესიამოვნოს. თუმცა, შეიძლება, ადამიანი ნაკლებ შესახედავი იყოს, მაგრამ იმდენი დადებითი თვისება ჰქონდეს, რომ ყველაფერს ავსებდეს და ის გახდეს ჩემი რჩეული. უჟმური და დაღონებული არავის უნდა და არც მე მენდომება. იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს, პატივს უნდა მცემდეს. შეიძლება, ადამიანს ჰყავდეს მიჯნური, მაგრამ ხანდახან ერთმანეთს რაღაცეები წამოაძახონ, მე არ მინდა ასეთი ურთიერთობა, მინდა, რომ ჩვენ შორის იყოს პატივისცემა, ურთიერთგაგება, ნაკლები ეჭვიანობა და დაფასება.

– ალბათ, დამეთანხმები, რომ, როდესაც ადამიანი შეყვარებულია, ეს მას დიდ სტიმულს აძლევს.

– ჩემი აზრით, სიყვარული ყველასთვის სტიმულის მიმცემია, უბრალოდ, გააჩნია, როგორი ურთიერთობაა და ეს ურთიერთობა მას რას ჰმატებს. მჯერა, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც სიყვარულმა რამე არ შეჰმატოს და ეს მის სახეზე, საქმეზე, სამსახურზე არ აისახოს. სიყვარული ძირითადად დადებითად აისახება ადამიანზე, თუ ასე არ არის, ესე იგი, ეს სიყვარული არ ყოფილა.


скачать dle 11.3