კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაუშვა ციხის წყალგაყვანილობაში ღვინო კოლექციონერ ლუკა ჯაფარიძის წინაპარმა და რამდენი თაობის ნივთებია მის კოლექციაში თავმოყრილი


16 წლის ლუკა ჯაფარიძე რამდენიმე წელია, იმ უნიკალური კოლექციის მფლობელი გახდა, რომელიც მას პაპისგან ერგო. კოლექციაში ძირითადად, თავმოყრილია სხვადასხვა საუკუნის საყოფაცხოვრებო აქსესუარები. თუ რაში ადგება ეს ნივთები ჩვენს რესპონდენტს, რამდენი თაობის ნივთებია ერთად თავმოყრილი და რომელია მათ შორის ყველაზე ძველი, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ლუკა ჯაფარიძე: ეს კოლექცია ჩემი პაპისგან მერგო. მასში წარმოდგენილი ნივთებიდან ყველაზე ახალგაზრდა, მეოცე საუკუნის პირველ ხანებშია შექმნილი. მათ შორისაა რამდენიმე თაობის უთო, საფქვავი, ლამპა, სასწორი და ასე შემდეგ... ყველაზე ძველი კი, მეჩვიდმეტე საუკუნეში შექმნილი, ან კიდევ უფრო ადრინდელია.

უმრავლესობა, ამ კოლექციაში წარმოდგენილი სიძველეებიდან, ჩემი წინაპრის გიორგი ჩხუბიანიშვილის ნაქონია, მაგალითად ეს გიტარა, სამოვარი, ყანწი... გიორგი ჩხუბიანიშვილი იყო ქველმოქმედი. მან თელავის მუზეუმს აუშენა ოთახი. დღეს, თელავის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი გიორგი ჩხუბიანიშვილის სახელობისაა. იგი ეხმარებოდა უპატრონო ბავშვებს, გაჭირვებულებს. გიორგი ჩხუბიანიშვილმა წყალგაყვანილობა გააკეთა ციხეში და პირველად წყლის მაგივრად ღვინო გაუშვა მილებში. ასე ვთქვათ, სიურპრიზი მოუწყო პატიმრებს.

– ლუკა, გიორგი ჩხუბიანიშვილისთვის, მერამდენე თაობა ხარ?

– გიორგი ჩხუბიანიშვილი ჩემი პაპის პაპაა.

გარდა გიორგი ჩხუბიანიშვილის ნივთებისა ამ კოლექციაში სხვა სიძველეებსაც ნახავთ, რომელთაგან ზოგი დაღესტნიდანაა ჩამოტანილი, ზოგი, სხვადასხვა ოჯახიდანაა შეძენილი. ეს ლითონის თუნგები, თითქმის ყველა დაღესტნელებისგანაა შეძენილი.

მე და პაპა ხშირად ვაწყობდით ხოლმე ექსპედიციებს, ძირითადად, კახეთის მასშტაბით. დამეთანხმებით, ყველა ბავშვში არის გატაცება არქეოლოგობისა, რაღაცის აღმოჩენისა. აი, ეს შუბის თავები სწორედ ასეთი გატაცების შედეგად აღმოვაჩინე ალაზნის ველზე. როდინდელია არ ვიცი, მაგრამ ერთი შეხედვით, ცხადია, რომ რამდენიმე საუკუნის წინანდელი უნდა იყოს.

ასეთი დამბაჩებით მეჩვიდმეტე საუკუნეში სარგებლობდნენ. ეს კი, შეიძლება ითქვას, პირველყოფილი პატეფონია, რომელიც სხვათა შორის მე ავაწყე.

– როგორ?

– ზემელზე, ჩვენი ძველი სახლის სხვენზე, იმ სახლისა, რომელშიც ადრე გიორგი ჩხუბიანიშვილი ცხოვრობდა, მოვაგროვე აქა-იქ მიმობნეული დეტალები. გავარემონტე. ყველა ეჭვის თვალით უყურებდა ჩემს წამოწყებას, მაგრამ ფაქტი სახეზეა. დღეს ის ამ კოლექციის ნაწილია. ეს მეორე პატეფონიც ძველია. ის თურმე გერმანელებს დაჰქონდათ თან. ამ პატეფონს თავისნაირი მინიატურული ფირფიტები მოჰყვება. ადვილი სატარებელია, იკეცება. მსგავსი პატეფონები ფაშისტი ჩინოსნების გართობისთვის იყო განკუთვნილი შორეულ წარსულში, მანამ სანამ ჩემი კოლექციის შემადგენელი ნაწილი გახდებოდა.

– ეს რა არის?

– ეს ძველისძველი თითისტარია. მასზე ძაფს ართავდნენ, წინასწარ საჩეჩელზე დამუშავებული მატყლისგან.

ამ კუთხეში კი სხვადასხვა ასაკისა და ზომის ლამპები მაქვს მოთავსებული. სხვათა შორის, ამ უზარმაზარ ლამპასთან დაკავშირებით ერთი ისტორია მაქვს. ადრე, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში, მაშინ როდესაც, ძალიან ხშირად, არც გაზი იყო და არც სინათლე და მე ჩვილი ვიყავი, ამ ლამფაზე, თურმე ჩემი საკვების მოსამზადებლად წყალიც კი აუდუღებიათ. ასე რომ, გარდა იმისა, რომ ანათებდა, ერთ ჭიქა წყალსაც ადუღებდა ჩემთვის.

კიდევ მაქვს სხვადასხვა თაობის როდინი, ანუ სანაყი.

– ეს ზარდახშა ვის ეკუთვნოდა?

– ეს ზარდახშა ოჯახიდან ჰქონდათ გამოტანილი გასაყიდად და დედაჩემმა შეიძინა ამ კოლექციისთვის. როგორც მასზე გაკეთებული დამღა იუწყება, ის 1906 წელსაა შექმნილი.

პირველყოფილი ქალამნებიც მაქვს. როგორ დაწკაპუნებდნენ ამით ძალიან მაინტერესებს... აქვე მაქვს რამდენიმე თაობის სამელნე. მე ძალიან ვუფრთხილდები ამ კოლექციას და იმედი მაქვს, მომავალშიც ბევრ საინტერესო ნივთს შევიძენ.

მხატვრების ოჯახში გავიზარდე. ჩემი დიდი პაპა, კერამიკოსი იყო. ამ კოლექციაში მისი ხელნაკეთი ქოთნებიცაა თავმოყრილი. ამ კოლექციიდან ძალიან ბევრი ნივთი, ჩემი ოჯახის წევრების მიერ ნატურმორტშიც არის შესრულებული.

– თვითონ თუ გაქვს გაკეთებული პროფესიული არჩევანი?

– ალბათ, სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარებ, არქიტექტურულზე, ან თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე. ორ ხელოვნებას შორის ვარ გაჭედილი...

– დღეისთვის რამდენი ნივთია ამ კოლექციაში თავმოყრილი?

– ასამდე უნდა იყოს.

– რას ნიშნავს შენთვის ეს კოლექცია?

– ეს კოლექცია არის ის, რაც მე მიყვარს და მომწონს. ის ჩემთვის ბევრ რამეზე ფასეულია. ჩემს შემდეგ ეს კოლექცია ჩემს მომავალ თაობას გადაეცემა.


скачать dle 11.3