კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი მძღოლების მიმართ გამკაცრდება კანონი 1 აგვისტოდან და ვის ემუქრება 90-დღიანი პატიმრობა


ადმინისტრაციულ კანონდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 1 აგვისტოდან საგზაო მოძრაობის დამრღვევი მძღოლები გაორმაგებულ ჯარიმებს გადაიხდიან. განსაკუთრებით გამკაცრდა საჯარიმო სანქციები ნასვამი მძღოლების მიმართ და იმ დარღვევების დროს, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევების საბაბი ხდება. საკანონმდებლო ცვლილებებში აქტიურად იყო ჩართული არასამთავრობო სექტორიც. რატომ გახდა საჭირო ჯარიმების გაორმაგება და რა სანქციები დაწესდა დამრღვევი მძღოლებისთვის, ამის შესახებ „დაცული მოძრაობის” წარმომადგენელს, დათო მესხიშვილს გავესაუბრეთ.


დათო მესხიშვილი: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანა ბოლო წლების სტატისტიკამ გამოიწვია – ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ უპრეცედენტო მაჩვენებელს მიაღწია. ამის მიზეზი, ალბათ, ის იყო, რომ წინა წლებში არც დედაქალაქში და არც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამდენი ავტომანქანა არ ყოფილა, ამას გარდა, ეტყობა, ეს ჩვენს, ქართველების ხასიათშია – როდესაც დარღვევაზე პასუხს არავინ გვთხოვს, ჩვენ იმავეს ვიმეორებთ. ჩვენ ჩავატარეთ კვლევები და აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც მოძრაობის წესების დარღვევის გამო მოხდა, დასრულდა ფატალური შედეგით. საერთაშორისო სტატისტიკით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამო დაღუპულთა 40 პროცენტი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, 30 პროცენტი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, 30 პროცენტი კი ზოგადად არღვევდა მოძრაობის წესებს. დაახლოებით იგივე ვითარებაა საქართველოშიც, ბოლო სამი წლის განმავლობაში 16 443 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 1 515 ადამიანი. არსებობს ასეთი მაჩვენებელიც, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთ საათში ერთი ადამიანი იღებს დაზიანებას, ხოლო 18 საათში იღუპება ერთი ადამიანი. იმის მიუხედავად, რომ საპატრულო პოლიციის კარგი და ეფექტური მუშაობის შედეგად გაიზარდა დამრღვევი მძღოლების გამოვლენა, გაიზარდა ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვიც. ყველა დამეთანხმება, რომ ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ასახავს იმ მძიმე სურათს, რაც ქვეყანაშია. გამკაცრებული ჯარიმები ნამდვილად შეცვლის სიტუაციას, რადგან ადამიანი საკუთარ სახსრებს უფრთხილდება და თუ ვინმეს აქვს იმდენი ფული, რომ ყოველდღე იხადოს ჯარიმები, ეს უკვე მისი საქმეა.

– კონკრეტულად რომელ დარღვევებს შეეხო ცვლილებები და როგორ გამკაცრდა საჯარიმო სანქციები?

– ცვლილებები შეეხო საკმაოდ ბევრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელთა უმეტესობა ის დარღვევებია, რომლებიც ყველაზე მასობრივად ვლინდება. ყველაზე მეტად გამკაცრდა სანქცია ნასვამი მძღოლების მიმართ. თუ ცვლილებებამდე ნასვამ მძღოლს პირველი დარღვევისას უნდა გადაეხადა 150, ხოლო მეორე მსგავსი შემთხვევისთვის – 300 ლარი, ახლა მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვისთვის პირველივე შემთხვევაში ჯარიმდება ორასი ლარით, მეორე შემთხვევაში კი მას მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოერთმევა. კანონი მკაცრდება ესკორტის მოძრაობის ხელის შეშლისთვის. აქამდე მოქმედი ნორმით, იმ სატრანსპორტო საშუალებათა ხელის შეშლა და მოძრაობის შეფერხება, რომლებზეც ჩართულია სპეციალური სიგნალები და რომლებიც ახორციელებენ ესკორტს, იწვევდა მართვის უფლების ჩამორთმევას 6 თვის ვადით, ხოლო უცხოელი მოქალაქეები 300 ლარით ჯარიმდებოდნენ. კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას ერთი წლის ვადით, ხოლო უცხოელი მოქალაქეები დაჯარიმდებიან 500 ლარით.

– უცხოელ მოქალაქეებს ასე ლიბერალურად რატომ ვექცევით?

– საერთაშორისო მართვის უფლების ჩამორთმევა პროცედურულად უფრო რთულია. დაჯარიმება საერთოდ არ შეეხება უცხო ქვეყნის ისეთ მოქალაქეს, რომელიც, საქართველოს კანონებისა და საერთაშორისო შეთანხმებისა და ხელშეკრულების თანახმად, იმუნიტეტით სარგებლობს.

– ალბათ, ამიტომაცაა, რომ უცხოელი მძღოლები ჩვენზე ნაკლებად არ არღვევენ მოძრაობის წესებს. თუ არის კანონში რაიმე სანქცია იმ დამრღვევ მძღოლებზე, რომლებიც სახანძრო, სასწრაფო, საპატრულო ავტომანქანებს მართავენ დარღვევით ისე, რომ სპეციალური სიგნალი არ აქვთ ჩართული?

– ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოძრაობის წესებს არღვევს სპეცავტომანქანა, რომელსაც არ აქვს ჩართული ციმციმა, მძღოლის ქმედებას იკვლევს იმ სტრუქტურის გენერალური ინსპექცია, რომელსაც ეს ავტომანქანა ეკუთვნის. თუ ასეთ დარღვევას ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა, გამოძიებაში ერთვება სამართალდამცავი ორგანოც.

ჯარიმები გაიზარდა საგზაო მოძრაობის იმ ამკრძალავი ნიშნების დაუმორჩილებლობისთვის, რომლებიც იწვევდა დედაქალაქში საცობებს, თუმცა, გზაჯვარედინების მოწესრიგებას ბოლო პერიოდში საცობების შემცირებაც ბუნებრივად მოჰყვა. აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების „დაუთმე გზას“, „მოძრაობა აკრძალულიას“ ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისთვის დაბრკოლების შექმნა, ჯარიმდებოდა 20 ლარით. ახლა ეს სამართალდარღვევები 50 ლარით ჯარიმდება. ამასთან, ჯარიმა ორმაგდება დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამო ავტომანქანის მართვაზეც – ანუ, იმ სატრანსპორტო საშუალებების მართვა, რომლებიც თვითნებურად არის გადაკეთებული და სხვაგვარადაა შეცვლილი სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია, 50 ლარის ნაცვლად ისჯება 100 ლარით.

– შევიდა თუ არა ცვლილებები ღვედებთან მიმართებაში? საზოგადოებაში ამ თემასთან დაკავშირებით ერთგვარი გაურკვევლობაა.

– თბილისში ღვედებით მოძრაობის აუცილებლობა ჯერჯერობით არ შემოვა. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით, ვაწარმოებთ კონსულტაციებს სხვადასხვა არასამთავრობო სექტორთან და, ადრე თუ გვიან, დედაქალაქში აუცილებლად დაწესდება ჯარიმები უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობისთვის. ამასთან დაკავშირებითაც არსებობს საკმაოდ დასაფიქრებელი სტატისტიკა: ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპული 1 515 ადამიანიდან მეტ-ნაკლები დაზიანებით გადარჩებოდა 70 პროცენტი, ამ ადამიანებს ღვედი რომ გამოეყენებინათ. ჩვენ გამოვკითხეთ მძღოლების დიდი ნაწილი. აღმოჩნდა მათ არ აქვთ გაცნობიერებული დედაქალაქში ღვედის აუცილებლობა და ამბობენ, რა საჭიროა ღვედი, როცა მაღალი სიჩქარით არ გადაადგილდებიო. ეს არის მცდარი მოსაზრება, ღვედი სწორედაც რომ დაბალ სიჩქარეზეა გათვლილი, თორემ, თუ ავტომობილი 160 კილომეტრ-საათი სიჩქარით მოძრაობს და მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, მგზავრი ღვედმაც კი შეიძლება ვერ დაიცვას. 1 სექტემბრიდან საავტომობილო ტრასებზე უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის ჯარიმა ორმაგდება: ახალი კანონის მიხედვით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას, მძღოლის ან მისგან მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა საავტომობილო გზაზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია 80 კილომეტრ-საათი სიჩქარით, 20 ლარის ნაცვლად გამოიწვევს 40 ლარით დაჯარიმებას.

– ჩვენს ავტობანზე დაწესდა მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე, 110 კილომეტრ-საათი, ეს იმაზე ბევრად ნაკლებია, რაც უცხოეთის ავტობანებზეა დაშვებული. თუ ჩვენი ავტობანი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, რატომ გახდა საჭირო სიჩქარის ასეთი შეზღუდვა?

– სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა უცვლელია, მაგრამ გამკაცრდა კონტროლი. ავტობანზე დამონტაჟდა რადარები, რომლებიც აფიქსირებს სიჩქარეს, იღებს ფოტოებს და მძღოლს სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა სახლში მიუვა. რაც შეეხება ავტობანზე დაშვებულ სიჩქარეს, რომელიც 110 კილომეტრ-საათია და, ეს, მერწმუნეთ, დასაშვები სიჩქარეა. უცხოეთის ავტობანზე მაღალი სიჩქარე დასაშვებია მაშინ, როცა ავტობანი სამ-ოთხზოლიანია, მე მინახავს ავტობანები, სადაც სიჩქარე 100 კილომეტრ-საათია, ჩვენი ექსპერტების გამოთვლებით, ჩვენს ავტობანზე დასაშვები გახდა სიჩქარე – 110 კილომეტრ-საათში. ჩვენს მძღოლებს, ეს, სამწუხაროდ, არ ესმით, რადგან ბევრმა იფიქრა, რომ, რადგან ავტობანზე მოძრაობს, უნდა იაროს 200 კილომეტრ-საათი სიჩქარით, რაც დაუშვებლად მიმაჩნია.

– ოპონენტები გადანაშაულებენ, რომ კანონში ცვლილებები ბიუჯეტის გაზრდის მიზნით შევიდა. იმ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, როგორ შეძლებენ მძღოლები გაზრდილი ჯარიმების გადახდას, მაშინ, როცა ამ ჯარიმების გადახდა დღესაც კი უჭირთ?

– ეს მეც მოვისმინე, თუმცა, ამ ცვლილებებს ბიუჯეტის შევსებასთან არაფერი აქვს საერთო. ადამიანს, რომელიც ყოველდღე გადაადგილდება საკუთარი ავტომანქანით, ყიდულობს საწვავს, ჯარიმის გადახდის საშუალებაც აქვს. ბოლოს და ბოლოს, ეს არაა სოციალური გადასახადი – შუქის, გაზის, წყლის, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიხადო. მძღოლი თუ მოძრაობის წესებს არ დაარღვევს, მას გადასახდელიც არაფერი ექნება. ოპონენტებთან დებატების დროს მე მოვიყვანე ლიტვის მაგალითი – იქ ნასვამი მძღოლების მიმართ ჯარიმა არის თანხა, რომელიც დაახლოებით 1 300 ლარს უტოლდება. დამერწმუნეთ, რომ ლიტვაში არც პენსია აქვთ ისე მაღალი და არც ხელფასი, რომ ასეთი ჯარიმების გადახდა ვინმემ იოლად შეძლოს. როდესაც საუბარი იყო ბიუჯეტის შევსებაზე, როგორც უკვე გითხარით, თუ მძღოლის ნასვამობის მეორედ გამოვლენის შემთხვევაში ჯარიმა იყო 300 ლარი, ახლა მეორე შემთხვევაში ჯარიმა საერთოდ აღარ არსებობს და მძღოლს მართვის უფლების მოწმობა ჩამოერთმევა; თუ ის მართვის მოწმობის გარეშე კიდევ დაჯდება ნასვამი საჭესთან, მას 90-დღიანი პატიმრობა ემუქრება. ბიუჯეტის შევსებაზე რომ ყოფილიყო საქმე, მართვის უფლების ჩამორთმევის ნაცვლად, უფრო დიდ ფულად ჯარიმას დავაწესებდით.


скачать dle 11.3