კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს



კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1987 წლის 14 აგვისტოს, საღამოს 6 საათზე. რომელ სფეროში მიაღწევს ის წარმატებას და რომელი ქვეყანაა მისთვის კარმულად მისაღები?

პასუხი: პროფესიებიდან მისთვის კარგია სახელმწიფო ზემაღალი ეშელონის სტრუქტურებში ადმინისტრაციულ-ორგანიზატორული საქმიანობა, მანქანათმშენებლობა, მანქანების ბიზნესი, საინჟინრო სფერო, სამხედრო სტრუქტურა, სამეცნიერო კვლევითი საქმე, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, ფსიქოთერაპია. თუ ბარიერებს გადალახავს, ასევე, წარმატების შანსი აქვს სპორტში და პოლიტიკურ სფეროში. რაც შეეხება უცხოეთს, მას ცოტა პრობლემა აქვს ამ მხრივ. თუ მოთმინებას, შრომისუნარიანობას და ნებისყოფას გამოავლენს, შესაძლოა, გადალახოს ბარიერები და წარმატებას მიაღწიოს უცხოეთში. ქვეყნებიდან კი კარგია და უმჯობესი: ინგლისი, დანია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, შვედეთი, ყაზახეთი, ლაოსი, ვიეტნამი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, რუსეთი და კერძოდ კი, ქალაქი მოსკოვი.

კითხვა: დავიბადე 1981 წლის 8 ნოემბერს. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი ასტროლოგიური ქვა ვატარო, რომ წარმატებებს მივაღწიო?

პასუხი: თქვენთვის კარგია ზურმუხტი, ნეფრიტი, ლაზურიტი, მწვანე ჟადეიტი, ოპალი და ტოპაზი. თქვენი კოსმიურ-კარმული მისია კი უკავშირდება სამშობლოს სამსახურს და პატრიოტიზმს. დაიცავით ადათ-წესები, ტრადიციები, რათა დადგეთ სწორ კოსმიურ, კარმულ გზაზე; აუცილებელია სტაბილური საოჯახო სანათესავო ურთიერთობების დამყარება. სადაც შეხვალთ შეიტანეთ სილამაზე და ჰარმონია. იყავით ზედმეტად დაკვირვებული. დაეყრდენით ინტუიციას. ისწავლეთ საკუთარი საიდუმლოს დაცვა. დაეყრდენით დიპლომატიურ პრინციპებს ურთიერთობებში. ეს თვისებები ხელს შეუწყობს თქვენი კოსმიური მისიის შესრულებას და წარმატებასაც ადვილად მიაღწევთ ცხოვრებაში.

კითხვა: დავიბადე 1990 წლის 19 იანვარს, ღამის საათებში. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები?

პასუხი: პროფესიებიდან კარგია სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, კომპიუტერული ტექნიკა, აუდიო-ვიდეო სისტემების შემოქმედება ან ბიზნესი, სოციოლოგია, ავიაციის ბიზნესი, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმე, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, პედიატრია. ამ სფეროებში წარმატებების შანსი მეტად დიდია.

კითხვა: დავიბადე 1976 წლის 1 სექტემბერს. წარმატებას მივაღწევ თუ არა რუსეთში, რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი პროფესიებია წარმატების მომტანი?

პასუხი: კარმული მისია უცხოეთი ნამდვილად არ არის და არც დიდი წარმატების მომტანი, თუმცა არც აკრძალულია. ის საშუალოა. ამიტომ, რუსეთიც საშუალოა, შეგიძლიათ, საკუთარი ძალები მოსინჯოთ. პროფესიებიდან კარგია და წარმატების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, მედიცინიდან – სასწრაფო დახმარების სამსახური, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, ფსიქიატრია, ქირურგია; ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პედაგოგიკა, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პროფესიონალური დიპლომატია; თქვენი კარმულ მისიაა: იყოთ ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული. გამოავლინეთ მებრძოლი სულისკვეთება, უნდა შეგეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერული თვისებების გამოვლენა, შუამავლის ფუნქციის შესრულება, დაეყრდენით ცოდნის ბაზას, დიპლომატიას.

კითხვა: დავიბადე 1997 წლის 5 ივნისს. მაინტერესებს, ვინ არის ჩემთვის სასურველი სასიყვარულო პარტნიორი, წარმატების მომტანი პროფესიები და რა არის ჩემი კარმული მისია?

პასუხი: სასიყვარულო პარტნიორებიდან კარგია: „ტყუპები“, „კირჩხიბი“, „მერწყული“, „სასწორი“, „ლომი“. კოსმიურ მისიას წარმოადგენს ის, რომ იყოთ გაპიწკინებული, მოწესრიგებული. იყავით მარტოხელა მებრძოლი, საქმეს მიუდექით სერიოზულად, ორგანიზებულობა გამოავლინეთ. ასევე, იყავით მომთმენი, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი და გადამნაწილებელი. დაეყრდენით დემოკრატიულ პრინციპებს. სხვებს დაუტოვეთ არჩევანის უფლება. შეძელით არასტანდარტული მოქმედებები. უანგარობა და ერთგულება კოსმიური მისიის მთავარი პრინციპია. გამოიყენეთ დიპლომატია და ინტუიცია. პროფესიებიდან კარგია მედიცინის ფართო სპექტრი, პედაგოგიკა, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო, კომერციული საქმიანობის ფართო სპექტრი, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობა, სცენარისტობა, დრამატურგია, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, ტექნიკა-მექანიკის სფერო, კომპიუტერული ტექნოლოგიები, საინჟინრო საქმე.


скачать dle 11.3