კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი


დედოფალი ელიზაბეტ მეორე „ბლექბერის“ მფლობელი გახდა

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე კანადაში ვიზიტის დროს „რიზერჩ ინ მოუშენის“ საწარმოს ეწვია, სადაც მას „ბლექბერის“ უახლესი მოდელის სმარტფონი აჩუქეს. ცნობილია, რომ სმარტფონებით დედოფალი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა, როდესაც მისმა შვილმა, პრინცმა ენდრიუმ მას თავისი სმარტფონი აჩვენა.

კანადაში მყოფმა მონარქმა პრემიერ-მინისტრ სტივენ ჰარპერთან სადილობის შემდეგ ნიუ-იორკში გადაინაცვლა, სადაც სიტყვით გამოვა გაეროს შტაბ-ბინაში.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინის სასახლეში მოილხინა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღე ბაღდადის შემოგარენში არსებულ სადამ ჰუსეინის სასახლეში აღნიშნა კოალიციური ჯარების წარმომადგენლებთან ერთად. ამ სასახლეს, რომელსაც ადგილობრივები „ალ-ფაუს“ უწოდებენ, ერაყის ყოფილი დიქტატორი მხოლოდ ნადირობისას აკითხავდა. ბაიდენის სტუმრობას სასახლეში 600 ამერიკელი ჯარისკაცი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენმა წინა წლის დამოუკიდებლობის დღეც ბაღდადში აღნიშნა.

ბერლუსკონიმ ბრაზილიელი სტრიპტიზიორი ქალები „დააგემოვნა“

იტალიის პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის ვიზიტი ბრაზილიაში, ახალი სკანდალის საფუძველი გახდა. ბრაზილიური გაზეთ „ლე’სტადაოს“ ჟურნალისტის მტკიცებით, ბრაზილიის სახელისუფლებო სტრუქტურებთან შეხვედრების დასრულების შემდეგ, იტალიის პრემიერი სასტუმროს ნომერში სტრიპტიზის მოცეკვავე ექვს ბრაზილიელ ლამაზმანთან განცალკევდა. ამის შესახებ ჟურნალისტს ერთ-ერთმა სტრიპტიზიორმა უამბო. 28 წლის ალეხანდრა ვალენსას თქმით, თითოეულ მოცეკვავეს ბერლუსკონიმ 1 300 დოლარი გადაუხადა და მთელი ღამით შეუკვეთა ცეკვა, რომელიც დილამდე გაგრძელდა. ოფიციალურმა რომმა ბერლუსკონის ქმედება იმით ახსნა, რომ მავანმა ბრაზილიელმა ბიზნესმენმა იტალიის პრემიერს „ადგილობრივი ცეკვების ტრადიციების“ გაცნობა შესთავაზა, რაზეც ბერლუსკონიმ უარი ვერ უთხრა.

ბარაკ ობამა წელიწადში 400 000 დოლარს გამოიმუშავებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თეთრი სახლის თანამშრომელთა ხელფასების შესახებ ცნობა გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ წლის განმავლობაში თეთრი სახლის 469 თანამშრომელმა საერთო ჯამში, ხელფასის სახით, 38,8 მილიონი დოლარი მიიღო. პრეზიდენტ ბარაკ ობამას წლიურმა ხელფასმა კი 400 000 დოლარი შეადგინა, რაც ოთხჯერ მეტია, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის გასული წლის შემოსავალი. სახელფასო დეკლარაციიდან ცნობილი გახდა, რომ ობამა თეთრი სახლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამშრომელია.

დიმიტრი მედვედევი სამი ქორწინების მოწმე გახდა

დიმიტრი მედვედევი ბირობიჯანში ვიზიტის დროს, ადგილობრივ ქორწინების სახლს ესტუმრა, სადაც სამი წყვილის ქორწინების რეგისტრირების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. პრეზიდენტმა ახალდაქორწინებულებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო, დალოცა შამპანურით და თითოეულ წყვილს ახალ ბინას დაჰპირდა. ტელევიზიით გადმოცემულ კადრებში ქორწინების სახლში მედვედევი ჰალსტუხის გარეშე, მხოლოდ მუქი ფერის პიჯაკში იყო გამოწყობილი.


скачать dle 11.3