კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

დამსხვრეული მითები


„სინათლე ხარ თვალისაო“

ჩვენს ქვეყანასა თუ მის გარშემო დიდი მოძრაობაა: აშშ-ის სახმდივანი გავაცილეთ თუ არა, ჩვენი პრეზიდენტი უკრაინას ესტუმრა; ამ კვირას კი ნამდვილი ვარსკვლავთცვენა გველის (მათ შორის, ვარსკვლავი, სახელად, ბ-ნი ბერნარ კუშნერიც). შესაბამისად, ხარობს ჩვენი პოლიტელიტაც, რა თქმა უნდა, ჩვენებურ პოლიტოლოგებთან ხმაშეწყობილად – მითი საქართველოს იზოლაციის შესახებ დამსხვრეულიაო. ხოლო, თუ ამას რუსული დიპლომატიის შემონათვლებსაც დავამატებთ (მზად ვართ, საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა დავამყაროთო), ზედაც, ბ-ნი მალაშხიას კომენტარსაც: რუსეთი, რაც წაგვართვა იმასაც დაგვიბრუნებს და კონტრიბუციასაც მოაყოლებსო, – შეიძლება, ითქვას, რომ „შავ დედლობამდე“ არაფერი გვიკლია. შესაძლოა, იმიტომაც, რომ არაფერი გვიკლია, ძველებურად დარდიმანდულია ჩვენი მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში. კერძოდ, ბ-ნმა იაკობაშვილმა ახლა უკვე იქით შეუთვალა რფ-ის ხელისუფლებას, ჩამოყალიბდით, გსურთ თუ არა საქართველოსთან ურთიერთობაო. მომყავს ციტატა: „ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის. რუსეთის ხელისუფლება იპრანჭება, ხან უნდა სააკაშვილთან ურთიერთობა, ხან – არ უნდა. მათ იციან, სად ვართ და როგორ გვიპოვონ. ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ და მხოლოდ ამის შემდეგ დაგვიკავშირდნენ“ (როგორც ოკუპანტები იტყოდნენ: „ზოლოტიე სლოვა!“). მეორე მხრივ, შესაძლოა, იმიტომაც, რომ „იციან, რა უნდათ“, პრეზიდენტი სააკაშვილი კიევშია. ქართულმა ელმედიამ გვაცნობა, რომ, ჩვენი პირველი პირი უკრაინის დედაქალაქში პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიწვევითაა (ამ უკანასკნელს დღეობა ჰქონდა – 60 წელი შეუსრულდა ), თუმცა, კიევის აეროპორტში დამხვდურებს შორის მხოლოდ გრიგოლ ქათამაძეს თუ ამოიცნობდით. ამის და იმის მიუხედავადაც, რომ უკრაინის საპარლამენტო არჩევნებისას მხარეებმა „ისეთი რამეებიც აკადრეს ერთმანეთს, დამოყვრების შემდეგ რომ უნდა რცხვენოდეთ“, ქართველმა პოლიტოლოგებმა დაგვაიმედეს, რომ უკრაინას სჭირდება საქართველო; მეტიც, უკრაინის ეროვნული ინტერესია საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა. შესაძლოა, ეს მართლაც ასეა, თუნდაც, პრინციპით, „მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო“, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, ეს ჩვენი ხელისუფლება სწორედ ბ-ნი იანუკოვიჩით ეძიებდეს გზას ფანჯრის ჩრდილოეთით გასაჭრელად, მით უფრო, რომ ოკეანის გაღმიდან მწვანე შუქიც ანთებულია.


скачать dle 11.3