კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„უძვირფასესო, უნეტარესო და სულზე უტკბესო“


ანუ „რა ქალს ვყვარებივართ… “

რაკი ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც „იგი წავა და სხვა მოვაო“, მართალია, წავიდა, მაგრამ მისი მოსვლით გამოწვეული სიხარული კიდევ დიდხანს გაგვყვება (თუმცა, ჩვენ რა, ჩვენს პოლიტიკურ ელიტას გაჰყვება), მაშინაც, როდესაც შუშის ხიდზე ვისეირნებთ და მაშინაც, როდესაც ბათუმის ჯერარაშენებულ შენობებს გადავხედავთ (რომელთა მაკეტებს მანაც შეავლო მზერა პრეზიდენტის სასახლეში სტუმრობისას). მით უფრო, რომ ზოგმა ხელიც ჩამოართვა, ზოგიც მასთან ერთად მაგიდას მიუჯდა, ზოგმაც შეკითხვა დაუსვა, ზოგმაც თავისი გასაჭირი გაუზიარა. ისიც აღფრთოვანდა, ჯერ ერთი, ამერიკულად და, რაც მთავარია, როგორც პატიოსან სტუმარს შეშვენოდა.

ერთი სიტყვით, მართალია, აშშ-ის სახმდივანმა ჩვენს სამშობლოში მხოლოდ ექვსი საათი დაყო, მაგრამ ამ ექვსმა საათმა შეძრა მსოფლიო. ყოველ შემთხვევაში, ეს პათოსი იგრძნობოდა, რაღა იგრძნობოდა, ახლაც იგრძნობა, ქართული როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიხვრა-მოხვრაშიც. გრძნობების ასეთ კორიანტელს კი მართლაც აქვს არსებობის უფლება: ქ-ნი ქლინთონი აღფრთოვანდა საქართველოში დემოკრატიის განვითარებით. შესაძლოა, გულღრძო ოპონენტმა იკითხოს, როდის მოასწრო ქართული დემოკრატიის ასე შეყვარებაო, რასაც ამომწურავად პასუხობს პასაჟი „მე ბებია, ილიკო და ილარიონიდან“: „რასაც მაგას ზურიკელას საქმეზე სკოლაში იბარებენ, ამდენ სიარულში შეაყვარა ადამიანს თავი.“

ასეა თუ ისე, ქ-ნმა ქლინთონმა ბრძანა: „ბოლო ათეულ წელზე მეტია, ვხედავთ, როგორ ცდილობენ მსოფლიოში, ბალტიისპირეთიდან დაწყებული და აფრიკით დამთავრებული (რაც იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ სადღაც შუაში ვართ), გაუმკლავდნენ სიძნელეებს, რომლებიც ამ ქვეყნების წინაშე დგას. ის, რასაც მე საქართველოში ვხედავ, ჩემს თვალს ძალიან ხვდება, უპირველესად, ეს არის ცვლილებებისთვის მზაობა.“ სწორედ ზემოჩამოთვლილი მიზეზებით, აშშ-ის სახმდივანმა დაგვარწმუნა, რომ „აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თქვენ გეთაყვანებათ, თქვენს საზოგადოებას ეთაყვანება.“

აშკარაა, კომენტარიც ზედმეტია, ისევე, როგორც ტაში და „ტუში“, ოღონდ ერთი, ნებისმიერ შემთხვევაში, ცხადია: მტრების ჯინაზე „რა ქალს ვყვარებივართ“!


скачать dle 11.3