კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის აღენიშნება ძაღლს თვალის გუგების გაფართოება, უნებლიე შარდვა, დეფეკაცია და რა საფრთხეს უქმნის ეს ცხოველს


ეპილეფსია დაავადებაა, რომელიც არა მხოლოდ ადამიანებში იჩენს თავს, ცხოველებში ხშირად გვხვდება. საკმაოდ საფრთხილო დაავადებაა და ცხოველი აუცილებლად ყოველთვის კონტროლის ქვეშ უნდა გყავდეთ. ეპილეფსია ყველაზე ხშირად, სხვა ცხოველებთან შედარებით, ძაღლებს ემართება. ამ თემასთან დაკავშირებით კი ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი გიამბობთ, რომელიც საჭირო ინფორმაციასაც მოგაწვდით.

ზაქრო ბაჯიაშვილი: ეპილეფსია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ტონური და კლონური კრუნჩხვითი მოვლენებით, ასევე ცნობიერებისა და რეფლექსების სრული, ან ნაწილობრივი დაკარგვით.

– რომელი ცხოველები ავადდებიან უმეტესად ეპილეფსიით?

– ეპილეფსიით უფრო ხშირად ავადდებიან ძაღლები, იშვიათად, სხვა სახის შინაური ცხოველები.

– რა და რა სახის ეპილეფსია არსებობს?

– ეპილეფსიას ყოფენ სიმპტომების მიხედვით შემდეგ ჯგუფებად: წამიერი, ცრუ და შეძენილი. ნამდვილი კი იყოფა პირველად, მეორად და მემკვიდრეობითად.

– ხშირია ძაღლებში ეს დაავადება?

– სინამდვილეა ის ფაქტი, რომ ჭეშმარიტი ეპილეფსია ძაღლებში გვხვდება ძალიან იშვიათად (2,5 პროცენტზე ნაკლებ შემთხვევაში), უფრო ხშირია სიმპტომატური ეპილეფსიური გამოვლინება. ნამდვილი ეპილეფსიის დიაგნოსტირების სირთულე დამოკიდებულია იმაზე, რომ უცნობია გამომწვევი მიზეზები, რომლებიც თავის ტვინში ნივთიერებათა ცვლის მოშლას განაპირობებს მისი ქსოვილის ჰისტომორფოლოგიის გარღვევის გარეშე. ჭეშმარიტი ეპილეფსიის გამომწვევი მიზეზი დღემდე უცნობია. ზოგიერთი მონაცემებით ძაღლებს ემართებათ ტემპორალურ-დიენცეფალური სისტემის სინქრონიზაციის დარღვევა. ასევე გარკვეული მნიშვნელობა აქვს ენდოკრინულ და ჰუმორალურ რეგულაციას, წყლისა და მარილის ცვლის დარღვევას, ისევე როგორც მემკვიდრეობით განწყობას.

– რაც შეეხება შეძენილი ეპილეფსიის მიზეზს?

– შეძენილი, ანუ მეორადი ეპილეფსიის მიზეზი თავის ტვინის დაზიანებაა, ინფექციური დაავადებებით (ძაღლის ჭირი) გამოწვეული, ასევე ტრავმები, შერყევები და ტვინის სიმსივნეები, ისევე როგორც ინტოქსიკაციები, ჰელმინთებით დასნებოვნება და ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობა. უმეტესი მონაცემებით კი, ნამდვილი ეპილეფსია არის გენეტიკური ფაქტორით განპირობებული.

– გამოვლინებას რაც შეეხება, რომელ ასაკში ხდება ეს ძირითადად?

– ნამდვილი ეპილეფსიის გამოვლინება ხდება 6 თვიდან 5 წლის ასაკამდე. ამ ასაკში უფრო აშკარაა გენეტიკური ფაქტორის გათვალისწინება.

– როგორია მისი კლინიკური ნიშნები?

– დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებია ტონური და კლონური კრუნჩხვების გამოვლინების სიხშირე, რომლის ხანგრძლივობა ყველა ინდივიდში სხვადასხვაა. ეპილეფსიურ მოვლენებამდე რამდენიმე წუთით ადრე ცხოველს აღენიშნება მოუსვენრობა, ასევე შიში, ხანდახან წრიული მოძრაობა. ამავდროულად, იწყება რამდენიმე წამის განმავლობაში ტონური და კლონური კრუნჩხვები კიდურების, წელის, კისრისა და ყბების კუნთების. შემდეგ რამდენიმე წუთის (2-5) განმავლობაში აღინიშნება კიდურების კლონური და ღეჭვითი მოძრაობა, რომელსაც ახასიათებს ქაფისებული ნერწყვდენა. ეპილეფსიის დროს თვალის გუგები გაფართოებულია, აღინიშნება უნებლიე შარდვა და დეფეკაცია. რამდენიმე წუთის განმავლობაში ხანდახან ხშირდება სუნთქვითი მოძრაობები. ეპილეფსიის შემდეგ აღინიშნება ცხოველის ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, დათრგუნვა და სისუსტე. რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ მდგომარეობა ნორმას უბრუნდება.

რაც შეეხება ინტოქსიკაციის შემდგომ განვითარებულ ეპილეფსიას, ხასიათდება ხშირი ეპილეფსიური მოვლენებით, რაც იწვევს ასფიქსიას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის მოშლას. ეპილეფსიური მოვლენების გენერალიზებული ფორმის დროს არსებობს ძირითადი ოთხი ფენომენი: პარციალური, ანუ მიმიკური და საღეჭი კუნთების კანკალი, გენერალიზებული ტონიკო-კლონური კრუნჩხვები, სირბილით მოძრაობა და დასვენების ფაზა.

ეპილეფსიური შეტევები, რომლებსაც აქვს იგივე ნიშნები ფსიქოემოციური შეტევების სახით, რა თქმა უნდა, აუცილებლად სიკვდილის გამომწვევი არ არის, მაგრამ მაინც საშიშია ცხოველის ჯანმრთელობისთვის. თუ თქვენს ცხოველს დასახელებული ნიშნები და ეპილეფსიური მოვლენები გამოაჩნდა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ვეტერინარს, რომელიც ცხოველს დაუნიშნავს მკურნალობას.

ხშირად პირველადი ეპილეფსიის მკურნალობა უშედეგოა და გამოსავალი ლეტალურია.


скачать dle 11.3