კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (106)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

მწვანე კუთხე


კითხვა: როგორ პირობებში ვამყოფო ბრუგმანსია წელიწადის სხვადასხვა სეზონზე და რამდენად პრეტენზიული მოსავლელია ის ოთახის პირობებში?

პასუხი: ეს მცენარე საკმაოდ დიდი ზომის იზრდება. ამიტომ, თუ თქვენი ბინა პატარაა, მაშინ არ გაახაროთ. მისთვის იდეალური იქნება ზამთრის ბაღი. ამ მცენარეს უყვარს კარგი სინათლე. ზაფხულის მცხუნვარე მზე ვერაფერს ვნებს, თუ მისი მიწა ტენიანი იქნება. მთელი წლის განმავლობაში სასურველია, 16-20 გრადუსი ტემპერატურა. თუმცა, ზამთარში 4-6 გრადუსსაც კი აიტანს. ზაფხულში მოზრდილი ბრუგმანსია ყოველდღიურად უნდა მორწყათ. ზამთარში კი გაცილებით ნაკლები წყალი სჭირდება. გაზაფხულამდე, სანამ მცენარე ზრდას დაიწყებს, შეიძლება მხოლოდ ტენიანი მიწა იკმაროს. გვიან შემოდგომაზე გადაჭერით, მეტისმეტად რომ არ გამაღლდეს. გრილ ოთახში მცენარეს წყალი იშვიათად დაასხით, ხოლო ნათელსა და თბილ ოთახში – რეგულარულად. ასეთ პირობებში ახალი ყლორტები მალე ამოვა. ზაფხულობით ნიადაგი რეგულარულად გაანოყიერეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. ამ მცენარისთვის საუკეთესო ადგილი ნათელი სასტუმრო ოთახი და ზამთრის ბაღია.

კითხვა: რა სიხშირით მოვრწყათ კალადიუმი და სად გვირჩევთ მის დადგმას?

პასუხი: აქტიური ზრდის პერიოდში მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს. რეგულარული დანამვა და სველკენჭებიანი ლანგარი მაღალი ტენიანობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. ზაფხულში ნიადაგი გაზავებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. უმჯობესია, მზის გულზე არ დადგათ, რადგან ფოთლები მალე დაუჭკნება, მისთვის იდეალურია კაშკაშა, გაბნეული ან არეკლილი შუქი. ამიტომ გირჩევთ, მცენარე დადგათ ნათელ სააბაზანოში.

კითხვა: ძალიან მინდა ციმბიდიუმის გახარება, თუმცა არ ვიცი, როგორი პირობები მოსწონს და საერთოდ, როგორ მოვუარო?

პასუხი: ციმბიდიუმი ერთ-ერთი ორქიდეაა და მას ორქიდეებისთვის დამახასიათებელი პირობები სჭირდება. სუსტი განათება ყვავილობას ხელს შეუშლის. ამიტომ, სინათლეში დადგით, მაგრამ მწველ მზეს მოარიდეთ. ზამთრობით 6-7 კვირის განმავლობაში 10 გრადუსზე ამყოფეთ. შემდეგ ოთახის ტემპერატურაზე გადაიტანეთ. ციმბიდიუმს ბევრი წყალი ვნებს, ამიტომ ზამთრობით მხოლოდ ოდნავ დაატენიანეთ. ზაფხულშიც მხოლოდ მაშინ მორწყეთ, როცა მიწის ზედაპირი გაშრება. ფოთლების დანამვისას ეცადეთ, ყვავილები არ დაგისველდეთ, რადგან წყალი ლაქებად დააჩნდება და შეიძლება დალპეს. ამ მცენარეს მაღალი ტენიანობა მოსწონს. რეგულარულად დადგით სველკენჭებიან ლანგარზე და დანამეთ. ზაფხულში შეგიძლიათ გარეთ გაიტანოთ და კარგად განათებულ, გადახურულ ადგილას დადგათ.


скачать dle 11.3