კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვიზიდოთ ფული ოჯახში და რატომ არ უნდა გავცეთ ის მზის ჩასვლის შემდეგ ვალში



ადამიანები დიდი სიფრთხილითა და სიყვარულით ინახავენ და უფრთხილდებიან ახლობელთა ნაჩუქარ, ან, თუნდაც, ნაქონ ნივთებს. ალბათ, ზოგი არც კი დაკვირვებია, რომ მათ მიმართ, უცნაური ლტოლვა ჩნდება. ასეთ ნივთებს კი, როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ადამიანის დაცვა შეუძლიათ. კერძოდ, ტანსაცმელი ან სამკაული, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვატარებთ, ერთ დღესაც, შესაძლოა, აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ერთგვარი დამცველია. ასევე, ავი მზერისა და თვალისგანაც გვიცავს და წარმატებაზეც აგებს გარკვეულ პასუხს. რაც შეეხება ფინანსურ პრობლემას, ეს კი შეგვიძლია, თავადვე გადავჭრათ, სხვების დახმარების გარეშე. როგორც დღევანდელი ჩვენი რუბრიკის რესპონდენტი, ქალბატონი დალი ამბობს, ყველა ადამიანი კარგად უნდა დააკვირდეს, რა აცვია იმ დღეებში, როცა შედარებით წარმატებულია, ხელი ემართება შეხვედრებზე თუ კარიერაში. ასე რომ, ტანსაცმელი, რომელშიც თავს კომფორტულად ვგრძნობთ, შესაძლოა, ჩვენი ერთგვარი თილისმაა და დამცავი ძალაც გააჩნია.



დალი: დღეს ჩვენ გვერდით უამრავი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს. დამიჯერეთ, ეს ჩემზე ძალიან მოქმედებს. დავჯდები და ვფიქრობ ხოლმე, ნეტავ იმდენი ფული მომცა, ყველას დავეხმარო და ხელი გავუმართო-მეთქი. სამწუხაროდ, ეს ჩემს ძალებს აღემატება, ერთადერთი, რითაც შემიძლია, მათ დახმარება გავუწიო, ეს არის ის, რომ მათ გავანდო რჩევები და ხერხები, რომლებიც მე წინაპრებისგან მერგო და რაც უიღბლობისა და უფულობისაგან იხსნის ადამიანს. ეს ტრაფარეტული სიტყვები არ გეგონოთ. ბებიაჩემი რაიონში ცნობილი ქალი გახლდათ და მას ტრადიციულად ერგო ის წიგნი, რომლითაც მისი წინაპარი ხელმძღვანელობდა. მასში ის რჩევები იყო აღწერილი, რომლებიც ადამიანს, მით უმეტეს, უიღბლოს, დაეხმარებოდა. ერთი სიტყვით, ახლა ეს განძი ჩემს ოჯახში ინახება.

– კერძოდ, რა რჩევებზე საუბრობთ და რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა, რომ მატერიალური გაჭირვების წინაშე არ აღმოჩნდეს?

– იმისთვის, რომ ოჯახი არასდროს დადგეს მატერიალური გაჭირვების წინაშე, ადამიანმა აუცილებელია, საცხოვრებელი ბინის კუთხეებში დაალაგოს ხურდა ფული. უმჯობესია, თუ ის ოჯახის რომელიმე წევრის პირველი ხელფასიდან იქნება და მას არასდროს დახარჯავთ. ასევე, პირველი ხელფასიდან აუცილებლად შეიძინეთ სარკე და ის ატარეთ ჩანთით. მასში ყოველ დილას და საღამოს ჩაიხედეთ. ცნობილია, რომ საფულეში ჩალაგებული ერთნაირი კუპიურები ერთმანეთის ენერგეტიკას ძალიან აძლიერებს. ხშირად ამოიღეთ ფული საფულიდან, დაითვალეთ, თავზე შემოიტარეთ და ისევ თავის ადგილას დააბრუნეთ. ამით მას თქვენს ენერგეტიკას გადასცემთ და ეს ხერხი უფრო მეტი სახსრების მოპოვებაში დაგეხმარებათ. როცა ხელფასს აიღებთ, სახლში მისულმა, საღამოს აანთეთ წითელი სანთელი, მის ალზე შემოატარეთ ფული და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მის ქვეშ დადეთ. გონებაში იფიქრეთ, რომ ხართ ბედნიერი, არასოდეს შეგაწუხებთ უფულობა და სიდუხჭირე. შემდეგ ფულის კუპიურები ისევ საფულეში ჩადეთ და, მერწმუნეთ, დროთა განმავლობაში ის უფრო მეტ სახსრებს მოიძიებს. ნებისმიერმა ჩვენგანმა უნდა გაითვალისწინოს ჩვენი წინაპრების რჩევები, კერძოდ, ნურასოდეს ისესხებთ ფულს სხვისთვის, არასდროს გაასესხოთ ფული ორშაბათს, არ დააბრუნოთ ვალი შაბათს და ორშაბათს და არც ისეთ ადგილას დადოთ ფული, რომ მას სხვა ადამიანის მზერა მოხვდეს.

– ამბობენ, ნაწილ-ნაწილ დაბრუნებული ვალი ბარაქას არ მოგიტანთო. ეს სიმართლეა?

– მართალია. გაცემული ფული არასდროს დაიბრუნოთ ნაწილ-ნაწილ, რადგან ასევე ნაწილ-ნაწილ გაგივათ ხელიდან, ისე, რომ ვერაფერს იხეირებთ. თუ მაინცადამაინც ფულის სესხება დაგჭირდათ, ისესხეთ ის ხუთშაბათ დღეს, რათა მალევე შეძლოთ მისი მევალისთვის დაბრუნება. თუ გსურთ, ოჯახში ბარაქა გააორმაგოთ, მინის ლარნაკში ჩაასხით ახალ მთვარეზე ონკანიდან აღებული სუფთა წყალი და ჩაყარეთ მასში ორი 20-თეთრიანი და ორი 50-თეთრიანი. ყოველ დილით ამ წყლის რამდენიმე წვეთი ყლუპ-ყლუპით დალიეთ და ისე გადით სახლიდან. ასევე, ბარაქის მოსაზიდად, კარგია სახლის კართან, ფეხსაწმენდის ქვეშ ხურდა ფულის დადება. ეს ფული დროდადრო უნდა ცვალოთ და ხარჯოთ. სასურველია, ამ ფულის ხარჯვა პარასკევ ან შაბათ დღეს დაამთხვიოთ. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძინოთ ამ ფულით სანთებელა, ასანთი, სიგარეტი და ცეცხლთან დაკავშირებული ნივთები. საღამოს არც გაასესხოთ ფული და არც ისესხოთ, არც მარცხენა ხელით გამოართვათ ის ვინმეს და არც თავად მისცეთ.

– ადამიანის მატერიალურ მდგომარეობაზე ტანსაცმელი და სამკაულებიც „აგებს პასუხს“?

– რასაკვირველია. სამკაულებსა და ტანსაცმელს მართლაც მაგიური თვისებები აქვს ადამიანის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. თუ მანდილოსანი ხშირად ატარებს ვარდისფერი და წითელი ფერის ტყავის სამაჯურებს, მას მატერიალური მდგომარეობის მხრივ ყველაფერი რიგზე ექნება. ზოგიერთი სამკაული და სამოსი ერთგვარ თილისმად და დამცველადაც მოიაზრება. აქედან გამომდინარე, ალბათ, მიხვდებით, რატომ გვიჭირს ხოლმე ამა თუ იმ სამკაულთან თუ ტანსაცმელთან განშორება თუ გაჩუქება. ძველად ადამიანები ახალ ტანსაცმელს იშვიათად იცვამდნენ. მიაჩნდათ, რომ ძველი ტანსაცმელი ავი თვალის ზემოქმედების, უსახსრობისა და უიღბლობისგან იცავდა მათ. საერთოდ, ძველი ტანსაცმელი, რომელსაც ხშირად იცვამდით, უარყოფით ენერგიას განიზიდავს და, შესაბამისად, ადამიანის დაცვასაც უზრუნველყოფს არასასურველი მოვლენებისგან. ყველა ნივთი თავისი მფლობელის მფარველობისა და უსიამოვნებისგან დაცვის უნიკალურ მეთოდსა და უნარს იძენს, თუ მას დიდხანს და სიყვარულით ატარებთ. ბევრი მინახავს, ვინც ერთი ჭიქით სვამს ყავას, ჩაის თუ წყალს, ერთი და იმავე თეფშიდან მიირთმევს საჭმელს – ერთი სიტყვით, თავისი ჭურჭელი აქვს გამოყოფილი. ასეთი ჭურჭელიც ერთგვარი დამცველი თილისმაა კონკრეტული ადამიანისთვის. კერძოდ, თუ მიეჩვიეთ ერთი ჭიქიდან სმას ან ერთი თეფშიდან ჭამას, უეცრად ის გაგიტყდათ და გამოცვლა მოგიწიათ, შესაძლოა, დროებით იგრძნოთ დამცველი ძალების ნაკლებობა.

– ქალბატონო დალი, არ შემიძლია, არ გკითხოთ: ნათხოვარი ტანსაცმლის ტარების დროს ენერგეტიკა მართლა გადადის დროებით მფლობელზე და, თუ შეიძლება გარდაცვლილი ადამიანის ნივთებისა და ტანსაცმლის ტარება. ხომ არ არის ეს საშიში?

– სხვათა შორის, ამას ბევრი მეკითხება. მე ყველას ვეუბნები, რომ, თუ თქვენ გიყვართ ესა თუ ის სამოსი თუ სამკაული, თავს კომფორტულად გრძნობთ მათთან შეხებისას და დიდხანს ატარებთ, მაშინ, არავითარ შემთხვევაში არ გაანათხოვროთ, მით უმეტეს – არ გააჩუქოთ ისინი. თუ ასე მოიქცევით, მაშინ თქვენი ენერგეტიკა, რომელიც ამ სამოსზე ან ნივთზეა გარკვეულწილად „მიწებებული”, გადადის მის ახალ მფლობელზე და, შესაძლოა, მან დამცველის ფუნქციაც დაკარგოს და აღარც წარმატების მომტანი იყოს თქვენთვის. ისინი თქვენი დამცველები და თილისმებია და თქვენგან სათუთ მოპყრობას იმსახურებენ. რაც შეეხება მიცვალებული ახლობელი ადამიანის ტანსაცმლის ან ნივთის ტარებას, აქ განსხვავებული აზრებია: ზოგს ჰგონია, რომ ასე მისი ყოფილი მფლობელის ბედს იზიარებთ, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ეს მადლია და ასე მის ხსოვნას სცემთ პატივს. იმ წიგნში კი, რომელიც მე წინაპრებისგან დამრჩა, წერია, რომ გარდაცვლილი ადამიანის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ტარება კარგია, მაგრამ არ ვარგა მისი ნივთების, მით უმეტეს – სამკაულების ტარება. ამ შემთხვევაში კონკრეტულად რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ, ფაქტია, რომ იმ წიგნში ეს შავით თეთრზე წერია, ამიტომ ამის გათვალისწინება, მგონი, არც ერთ ჩვენგანს არ აწყენს.



ნონა დათეშიძე


скачать dle 11.3