კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2017 (118)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)

პირველი ნაბიჯებით


მამაკაცთან ურთიერთობა არ შეიძლება ნაბიჯ-ნაბიჯ გათვალოთ და წინასწარ განსაზღვროთ რომელ ნაბიჯს, რა შედეგი მოჰყვება. მაგრამ, შესაძლებელია, ნებისმიერი მოულოდნელობისთვის შეამზადოთ საკუთარი თავი. დავიწყოთ იმით, რომ სიყვარული ვერასოდეს მოგაგნებთ სახლში, ოთახში გამოკეტილს. იქნებ ფიქრობთ, რომ ეს გრძნობა ყოვლისშემძლეა, მაგრამ ჯერ არც ერთი მამაკაცი არ დაბადებულა გულთმისნის ნიჭით. ნაცნობობა ვაკუუმში შეუძლებელია, ნაცნობობის გარეშე კი, სიყვარულიც გამოირიცხება. თუ სახლიდან უკვე გახვედით და სასურველი კანდიდატურაც შეარჩიეთ, მასთან შესახვედრად უნდა მოემზადოთ. განეწყვეთ სასიამოვნო ურთიერთობისთვის, პოზიტივისთვის და იყავით თავისუფლად. ბუნებრიობა, თქვენს კოზირად უნდა იქცეს. თუ თავს კომფორტულად არ იგრძნობთ, შეხვედრა არ გამოვა ისეთი, როგორსაც ელოდებოდით. მიიღეთ სიამოვნება შეხვედრისგან. იმხიარულეთ, იცინეთ, მოუსმინეთ თქვენს პარტნიორს და აგრძნობინეთ, რომ მოხიბლული ხართ მისით. აცადეთ, მეტი იმან ილაპარაკოს. მამაკაცებს ძალიან მოსწონთ, როცა ქალები მათი პერსონის მიმართ ინტერესს გამოხატავენ. არ დამალოთ ემოციები, მაგრამ ზედმეტიც ნუ მოგივათ. შეგიძლიათ, ლაპარაკის მაგივრად გაიღიმოთ. თბილი, ალერსიანი, გულითადი ღიმილი გაცილებით მრავლისმთქმელია, ვიდრე სიტყვები. თქვენ შეგიძლიათ, მამაკაცისთვის საინტერესო იყოთ. დააკვირდით რა აინტერესებს მას და ეს გამოიყენეთ. ნუ დაამყარებთ წარმოუდგენლად დიდ იმედს პირველ შეხვედრაზე. არ თქვათ, „მე ამ შეხვედრისგან გაცილებით მეტს ველოდი.” ხშირად ძალიან ბევრი შეხვედრა და წლებიც კია საჭირო ადამიანში იმ პიროვნების შესაცნობად, რომლის გვერდითაც, დარჩენილი ცხოვრების გატარებას ისურვებდით.


скачать dle 11.3