კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (104)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

ერთი „ულუფა” ბედნიერება


ის, ვისაც ბედნიერება ძნელად მისაღწევი ჰგონია, ძალიან ცდება. უბრალოდ, უნდა იცოდეთ, რა „ინგრედიენტებს” შეიცავს ერთი „ულუფა”, თქვენთვის განკუთვნილი ბედნიერება და გვერწმუნეთ, იმაზე ხშირად იქნებით ბედნიერი, ვიდრე ეს შესაძლებლად მიგაჩნიათ. უპირველესად, ისწავლეთ სიხარულის განცდა. არ შეიძლება, დღემ ისე ჩაიაროს, ვერაფერმა გაგახაროთ. სიხარულისთვისაც ისევე უნდა იყოთ განწყობილი და „გახსნილი,” როგორც სიყვარულისთვის. დააკვირდით, როგორი ქალები იზიდავთ მამაკაცებს. უმეტეს შემთხვევაში, შუბლგახსნილი და მხიარული. ასეთებს ხშირად ჭკუამხიარულობასაც კი ჰპატიობენ. ყოველდღიურობის მეტისმეტად მუქ ფერებში აღქმა, სიკეთეს არ მოგიტანთ. პრობლემები ყველას აქვს. საფიქრალ-საზრუნავიც არასდროს გამოილევა, მაგრამ მთავარი ხომ ეს არ არის. მაგალითად, უნდა გიხაროდეთ თქვენი და თქვენი ახლობლების კარგად ყოფნა; მზიანი ამინდი და თბილი, ზაფხულის წვიმა... ბავშვის ღიმილი, საყვარელი ადამიანის სითბოთი სავსე მზერა, მისგან მოძღვნილი ყვავილი და იმის განცდა, რომ მარტო არ ხართ... ერთი სიტყვით, თუ მოინდომებთ, სიხარულისთვის მიზეზებს საკმარისზე მეტს იპოვით. აქედან ბედნიერებამდე კი, ნახევარი ნაბიჯიც აღარ რჩება. ბედნიერებისთვის სულაც არ არის აუცილებელი „ჯეკ-პოტი” მოიგოთ. რამდენი მდიდარი იცით, ბედნიერება რომ ვერ უპოვია. ესე იგი, საქმე მარტო ფულში არ ყოფილა. ბედნიერებას, ისევე, როგორც სიყვარულს სწავლა სჭირდება, ისწავლეთ ის და ასწავლეთ თქვენს ახლობლებსაც... და, კიდევ – ბედნიერება გადამდებია, თუ წინასწარ, მისი პრევენციისთვის არ აიცრებით! ანუ ყველაფერი, ესე იგი მიიღებთ თუ არა, თქვენს კუთვნილ თითო „ულუფა“ ბედნიერებას, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული!


скачать dle 11.3