კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

***

– ნახე‚ ეს ვერტმფრენი უკვე ათი წუთია‚ ერთ ადგილზე არის გამოკიდებული.

– ალბათ‚ ბენზინი გაუთავდა.

***

ორი გლეხი ერთმანეთს შეხვდა:

– შენი პირუტყვი უკვე დანიშნე?

– კი. ძროხებზე არ გაგვჭირვებია‚ აი‚ ფუტკრებზე კი მაგრა გავწვალდით.

***

სოფელში მოხუცი ქალები ბირჟაზე სხედან:

– გოგოებო‚ ნახეთ გუშინ ტელევიზორში ბრიჯიტ ბარდო? როცა ახალგაზრდები ვიყავით‚ რამდენს ვნატრობდით, მისნაირები ვყოფილიყავით‚ არა?

– მერე?

– მერე‚ გაიხარეთ‚ აგვიხდა ოცნება!

***

პატარა კოკა ეზოში ორმოს თხრის.

– რას აკეთებ? – დაინტერესდა მეზობელი.

– ჩემი ოქროს თევზი მოკვდა და დავმარხე‚ – თავის აუწევლად უპასუხა ბიჭმა.

– მერე ამხელა ორმო რად გინდოდა?

– ჩემი ოქროს თევზი თქვენი კატის მუცელშია!

***

მეზღვაურებთან კითხულობენ ლექციას ოჯახის შესახებ:

– ოჯახური ღალატი‚ სამწუხაროდ‚ იშვიათი არ არის. სოციოლოგები ამტკიცებენ‚ რომ ყველაზე მეტად ღალატობენ მსახიობები‚ მერე სპორტსმენები‚ შემდეგ მეზღვაურები. მიზეზი დიდი ხნით განშორებაა.

– ბოდიში‚ მაგრამ, 30 წელია, დავცურავ და ცოლისთვის არ მიღალატია.

– აი‚ ამისთანების წყალობითაა‚ რომ მხოლოდ მესამე ადგილზე გავედით. ზუსტად შენისთანები არცხვენენ ფლოტს!

***

თვითმფრინავში მგზავრები ერთმანეთს ესაუბრებიან... რა თქმა უნდა, ყველაფერზე და სპორტზეც...

– კრივი‚ პირადად ჩემთვის‚ სპორტის საუკეთესო სახეობაა. მაგით ვშოულობ ფულს.

– ალბათ‚ მოკრივე ხართ?

– არა‚ ღმერთმა დამიფაროს! კბილის ექიმი ვარ.


скачать dle 11.3