კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გამოაგდო სახლიდან „მის თიკა“ ნუნუ გაბუნიამ და რის გაკეთებას აპირებს ის პოპულარობის მოსაპოვებლად


მომხიბვლელობისა და სექსუალური იმიჯის წყალობით, ახალბედა მომღერალს, „მის თიკას“ არ გასჭირვებია თინეიჯერთა გულების მოგება. იგი თავისი არაორდინარულობით უცებ მოექცა ყურადღების ცენტრში. მის თიკა ყველაზე ბედნიერად სწორედ მაშინ გრძნობს თავს, როცა მღერის, ამიტომაც, იგი გაჩერებას არ აპირებს და წარმატების მისაღწევად არაფერზე იხევს უკან.


„მის თიკა“: მოსკოვში დავიბადე, იქ ვცხოვრობდით. 5 წლის ასაკში ჩამომიყვანეს მშობლებმა თბილისში, მას მერე ავმღერდი და დღემდე არ გავჩერებულვარ (იცინის).

– ძირითადად რომელი მიმდინარეობის მუსიკას ანიჭებ უპირატესობას?

– მე ბევრ სტილში ვმღერი, ეს არის პაპსა, როკი, ჰიპ-ჰოპი, სოული, ჯაზი, ახლა კი არენბის სტილში დავიწყე სიმღერა, რაც ქართველი მსმენელისთვის უცხოა და, ამავდროულად, საინტერესოც. არც ერთი სტილის მუსიკას არ ვანიჭებ უპირატესობას, ყველანაირი მიმდინარეობა მისაღებია ჩემთვის, მთავარია, მომეწონოს. ერთნაირი სიამოვნებით ვუსმენ ჯაზს და, თქვენ წარმოიდგინეთ, კლასიკასაც კი (იცინის).

– მართლა უცნაური გემოვნება გქონია. ისე, რამდენი ხანია, რაც შოუ-ბიზნესში თავის დამკვიდრებას ცდილობ?

– პირველი სიმღერა, რომელიც ჩავწერე – „არ ვემორჩილები წესებს“ – არენბის სტილის მუსიკაა. მივიტანე რადიო „ფორტუნა პლუსში“ და ისეთი პოპულარობა მოიპოვა, ექვსი თვის განმავლობაში იყო ჰიტი. იმის გამო, რომ პოპულარული სიმღერა გახდა, გადავწყვიტე, მასზე კლიპი გადამეღო. მეორე კი ინგლისურენოვანი კლიპია – „ლავ იუ“ ჯგუფ „გოლდასთან“ ერთად. ძალიან ნიჭიერი ხალხია. ამ სიმღერამაც, პირველის მსგავსად, მოწონება დაიმსახურა და ეს მაფიქრებინებს იმას, რომ არ გავჩერდე, „არ დავემორჩილო წესებს“ და წარმატების მისაღწევად ვიღვაწო.

– რა წესებს არ ემორჩილები?

– საერთოდ, მე ასეთი ტიპაჟი ვარ: ის, რაც მასას მოსწონს ზოგადად, მე, შეიძლება, სულაც არ მომწონდეს. ერთხელ კი, დაბარებული ვიყავი ჟურნალისტთან ინტერვიუზე, შუა ჩაწერის დროს უცებ მომინდა წასვლა, ავდექი და წავედი.

– ახლა როგორ ხარ, მეც ხომ არ გამექცევი?

– ახლა – არა (იცინის). მე კარგი იუმორი მაქვს, თან, ამავდროულად, მისტიკურ განზომილებებში ვიმყოფები. შინაგანად მშვიდი ადამიანი ვარ. ბოროტება და ინტრიგნობა ჩემგან ძალიან შორსაა. მხიარული და თავმდაბალი ადამიანი ვარ და, ალბათ, ამიტომაც ვუყვარვარ ხალხს. შემიძლია, ნებისმიერი კატეგორიის ადამიანთან გამოვნახო საერთო ენა.

– უკვე გასაგებია, რომ ინტრიგნობა არ გიზიდავს, მაგრამ, შოუ-ბიზნესში თუ გინდა ფეხის მოკიდება, ინტრიგნობას მაინც ვერ ასცდები...

– კი. მაგასაც ვითვალისწინებ და, თუ დამჭირდა, თავს აუცილებლად დავიცავ. ისე, ყველამ კარგად ვიცით, რომ კლიპის გადაღება დღეს ყველას არ შეუძლია, რადგან ამას ფინანსები სჭირდება. თუმცა, რომც გადაიღო კლიპი, მომგებიანი მაინც ვერ გახდება ეს საქმე. მაგრამ, ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩემში დევს ნიჭი და მინდა, ჩემი შესაძლებლობები გამოვამჟღავნო. დედაჩემი საბერძნეთში ცხოვრობს, თავისუფლად შემეძლო იქაურ ესტრადაზე ფეხის მოკიდება, მაგრამ ეს არ გავაკეთე. როცა ქართველი უცხო ქვეყანაში აღწევს წარმატებას, მას კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ – რატომ წავიდა სამშობლოდანო. ამიტომ, მირჩევნია, საქართველოში გავხდე პოპულარული და უცხოეთის ბაზარზე გასვლას მერეც მოვასწრებ.

– რაც შეეხება კლიპის გადაღებას, ვინმე გაფინანსებდა თუ საკუთარი ჯიბე აზარალე?

– ზოგი ამბობს, კლიპის გადაღებას ათასობით დოლარი უნდაო. მეც დამეხარჯა ფული, ოღონდ, ეკონომიურად, ბევრი არა. სპონსორი არ მყავს. ნამდვილად. რაც მთავარია, მიყვარს ჩემი საქმე, გამიხარდა, როცა ჩემი კლიპი ლამაზად „შეიფუთა“.

– როგორც ვიცი, მოდელი არ ხარ და „მის თიკა“ რატომ დაირქვი, მართლა ხომ არ გინდა, „მისი“ გახდე?

– მე უკვე ვახსენე, რომ მისტიკური ადამიანი ვარ და ამის გამო შევირქვი „მისი“, სამოდელო სააგენტო „გრან-პრის“ დიზაინერი ვარ, მაგრამ მოდელობა არ მიცდია. ისე კი, ამ სფეროსთან მაქვს შეხება – 1997 წელს „მის ფოტომოდელი“ გავხდი, თუმცა, იმის მერე არ მქონია მცდელობა, სამოდელო სფეროში გამეგრძელებინა მოღვაწეობა. ყველაზე ბედნიერად მაშინ მივიჩნევ თავს, როცა ვმღერი და სხვა პროფესიის დაუფლება აღარ მინდა. როცა ნუნუ გაბუნიასთან მივედი თხოვნით, ხმის დიაპაზონის გაზრდაში დამეხმარეთ-მეთქი. არ გჭირდებაო და სახლიდან გამომაგდო.

– თიკა, მოდი, ახლა შენს ვიზუალურ მხარეზე გადავიდეთ: შენი გარეგნობის, წყალობით, ალბათ, პოპულარობის მოპოვებაც არ გიჭირს.

– ალბათ, გარეგნობა მეხმარება წარმატების მიღწევაში. თან, სექსუალური იმიჯი მაქვს. ვინც ჩემი კლიპი ნახა, დარწმუნდა, რომ ვარ მიმზიდველი და გიჟი გოგო, რომელიც არავითარ წინააღმდეგობას არ ერიდება. იმ კლიპში არის ეროტიკული სცენები, რის გამოც ნათესავებმა გამაკრიტიკეს, მაგრამ, ეს არაფერია. თუ გინდა, წარმატებული იყო, სითამამე და არაორდინარულობა უნდა გამოამჟღავნო.

– მაგაში გეთანხმები, მაგრამ, როგორც ვიცი, გათხოვილი ხარ და ეროტიკული სცენების გადაღების ნებართვა ქმარმა როგორ მოგცა?

– ჩემი მეუღლე, ბაკურ საჯაია, მუდამ გვერდში მიდგას, ის ჩემი მენეჯერია. წარმატება იქნება თუ წარუმატებლობა, ყველაფერს ერთად ვიზიარებთ. მოკლედ, ჩემი მეორე ნახევარი აჩრდილივით სულ თან დამდევს. გვყავს, ასევე, ორი შვილი. მოგეხსენებათ, ქართველი კაცების დიდ ნაწილს ის ურჩევნია, ცოლს სამზარეულოში რომ ხედავს, მაგრამ მე გამიმართლა, ბაკური ევროპულად აზროვნებს და ჩემზე მეტად უნდა, რომ ჩემი ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩეს.

– თიკა, შენ საკმაოდ სექსუალური და ბევრისთვის სასურველი ქალი ხარ. იმის გამო, რომ გათხოვილი ხარ, ეს თაყვანისმცემლების რიცხვს არ შეამცირებს?

– მე ბევრისთვის მართლა ვარ სასურველი ქალი და ეს მართლა მისასალმებელი ფაქტია. თუმცა, ჩემი გული მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნის. არ მგონია, გათხოვების გამო თაყვანისმცემლები დავკარგო. ისედაც, ყველასთან რომანს ხომ არ გავაბამ?! მათ უნდა მოვწონდე, როგორც მომღერალი.

– მოდი, შენი სიყვარულის ისტორიაც გვიამბე.

– ახლა 22 წლის ვარ, ბაკურს რომ გავყევი ცოლად, მხოლოდ 16 წლის ვიყავი, მეზობლად ვცხოვრობდით და სიმპათიები თავისთავად გაჩნდა. როცა სიყვარულის ახსნა დამიპირა, არაფერი უთქვამს, უბრალოდ, მეცა და ტუჩებში მაკოცა, ასე ამიხსნა სიყვარული (იცინის). ისედაც სულ ცდილობდა, სიურპრიზები მოეწყო ჩემთვის. ვიყავით გიჟი შეყვარებულები და კარგად ვუგებდით ერთმანეთს. ერთხელ, მე ველოდებოდი 6 ნომერ ავტობუსს, ბაკური კი – 8 ნომერს, ჰოდა, ორივე ერთად აღმოვჩნდით 68 ნომერში (იცინის).

– თიკა, რას აპირებ მომავალში და რა სიურპრიზებს შესთავაზებ შენს თაყვანისმცემლებს?

– ვმუშაობ ახალ სიმღერებზე, ვწერ სიმღერას ჯგუფ „გოლდასთან “ და სასექტემბროდ კლიპის გადაღებას ვაპირებთ. იმედია, დასახულ მიზანს ერთად მივაღწევთ.


скачать dle 11.3