კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2019 (155)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)

რატომ მოაჭრა ნარკორეალიზატორმა ბავშვობის მეგობარს ყური და როგორ გამოუტანა მას სასტიკი განაჩენი


48 წლის ჯუმბერ სულაძის გვამი სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში, ¹17-ში აღმოაჩინეს. გარდაცვლილი სასტიკად იყო მოკლული – სამზარეულოში მაგიდის ფეხზე მიბმულს, პირი ქსოვილით ჰქონდა გაკრული, სხეულზე კი უამრავი ნაჭრილობევი ემჩნეოდა. ყველაზე უფრო სასტიკი ნიშანი, რომელიც მკვლელს შემთხვევის ადგილზე დაეტოვებინა, იყო გარდაცვლილის ყურის ბიბილო, რომელიც მოკლულს ხელში ჰქონდა შერჩენილი. იქვე ეგდო დანაშაულის იარაღი, დიდი ზომის სამზარეულოს დანა, რომელსაც საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვისაც კი იშვიათად იყენებენ – 30 სანტიმეტრზე დიდი ზომის დანას სულაძის სხეულზე ღრმა დაზიანებები დაეტოვებინა.

ერთი შეხედვისთანავე ნათელი იყო, რომ გამოძიებას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობასთან ჰქონდა საქმე. ჯუმბერ სულაძის გვამი პირველად მისმა მეზობელმა ლამარა კინწურაშვილმა ნახა. ამონაწერი ლამარა კინწურაშვილის ჩვენებიდან: „ჯუმბერ სულაძე ჩემს ეზოში 30 წელზე მეტია, ცხოვრობს. ერთმანეთთან ნორმალური მეზობლური ურთიერთობა გვქონდა. ახლოს არ ვიყავით, მაგრამ როგორც ეგრეთ წოდებულ იტალიურ ეზოებშია მიღებული, ერთმანეთთან რეგულარული კონტაქტი გვქონდა. ჯუმბერი ცოლს რამდენიმე წლის წინ გაშორდა, მისი მეუღლე უკრაინელი იყო და შვილთან ერთად უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად. მას შემდეგ ჯუმბერი მარტო დარჩა. სახლში იშვიათად მოსდიოდნენ სტუმრები. ეკონომიკურად არ უჭირდა, ყოველთვიურად და უგზავნიდა ფულს საბერძნეთიდან. მკვლელობის წინა დღეს ჯუმბერი სახლში ადრე მოვიდა, ისიც დავინახე, რომ დასაძინებლად დაწვა. არ ვიცი, რა მოხდა მკვლელობის ღამეს, ვინ მოვიდა მასთან სტუმრად. მისი სამზარეულო ჩვენს დიდ ეზოში განცალკევებით და მოშორებითაა, მაგრამ ხმაური და ჩხუბი რომ ყოფილიყო, გავიგებდით. დილით ეზოს ბოლოში მწვანილის მოსაკრეფად გავედი. სამზარეულოს კარი ღია იყო. რამდენჯერმე დავუძახე ჯუმბერს, მაგრამ არ გამომეხმაურა. კარი შევხსენი და საზარელი სურათი დავინახე.”

სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, მკვლელის პოვნა იოლი არ იყო. იმის მიუხედავად, რომ მარტოხელა ჯუმბერ სულაძე უბანში კარგი რეპუტაციით არ სარგებლობდა, მკვლელობაში ვინმეს დადანაშაულება რთული იყო. მეზობლები ჯუმბერ სულაძის წარსულს ვერ ივიწყებდნენ – ის წლების წინ ნარკოტიკების მოხმარებისა და რეალიზაციისთვის იყო დაკავებული. ამ დანაშაულისთვის მან გისოსებს მიღმა 5 წელი გაატარა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ჯუმბერ სულაძე კიდევ მოხვდა საპატიმროში, თუმცა მისი მეორე პატიმრობა ხანმოკლე აღმოჩნდა. მას შემდეგ, ყველას გასაკვირად, ჯუმბერ სულაძემ ცხოვრების წესი შეიცვალა – აღმოსავლურმა ფილოსოფიამ და ნათელმხილველობამ გაიტაცა. ნარკოტიკებს ჩამოშორდა და კარჩაკეტილი ცხოვრება დაიწყო. ასეთი რთული წარსულის მიუხედავად, სამართალდამცველებმა ჯუმბერ სულაძის დანაშაულებრივი კავშირები ვერ დაადგინეს. ერთადერთი საეჭვო გარემოება, რაც მათთვის ყველაზე ხელმოსაჭიდი იყო, აღმოჩნდა ჯუმბერ სულაძის მეზობელი და ბავშვობის მეგობარი, იოსებ ნადარაია, რომელთანაც გარდაცვლილს წარსულში კონფლიქტი და დაპირისპირება ჰქონდა.

როგორც სამართალდამცველებისთვის გახდა ცნობილი, იოსებ ნადარაია და გარდაცვლილი ძველი მეგობრები იყვნენ. ერთხანს ერთმანეთის „კოლეგებადაც” კი ითვლებოდნენ – ნადარაია მეგობართან ერთად ყიდდა ნარკოტიკს და თავადაც ნარკოტიკის მომხმარებელი გახლდათ. მათი ახლო მეგობრობის შესახებ უბანში ყველამ იცოდა, მაგრამ ერთ დღესაც სულაძე და ნადარაია ერთმანეთს სასტიკად დაუპირისპირდნენ. კონფლიქტის მიზეზი ნარკორეალიზატორების ცხოვრების წესი გახდა. პოლიციამ ნარკოტიკების მოხმარებისა და გასაღების ბრალდებით, ჯერ ჯუმბერ სულაძე დააკავა, რომელიც ციხიდან მალე გათავისუფლდა. მისი დაკავებიდან რამდენიმე დღეში, ციხეში აღმოჩნდა იოსებ ნადარაიაც, რომელიც, როგორც გაირკვა, ბავშვობის მეგობრის „ჩაშვებული” იყო. ამ თემას ნადარაიას გათავისუფლების შემდეგ ყოფილ მეგობრებს შორის საქმის გარჩევა მოჰყვა. ეს საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, საქმეში უამრავი ადამიანი ჩაერთო და ბოლოს მეგობრებიც შერიგდნენ. სულაძემ მეგობრის „ჩაშვება” არ აღიარა, თუმცა ნადარაიას ვერავინ არწმუნებდა, რომ მისი მეგობარი უდანაშაულო იყო. ამის შემდეგ ნადარაიასა და სულაძეს ერთმანეთთან ძველებურად დიდი მეგობრობა აღარ აკავშირებდათ. თუმცა, არც მტრობა აღარ ჰქონდათ, ალბათ, ამიტომაც ნადარაიაზე ეჭვის მიტანა არც ერთ მეზობელს არ უფიქრია. მოტივაციად ძველი მტრობა არ გამოდგებოდა, მით უმეტეს, რომ ნადარაიას მყარი ალიბი ჰქონდა – მისმა ცოლმა ნონა იჩქიტიძემ სამართალდამცველებთან განაცხადა, რომ ქმარი მკვლელობის საღამოს სახლიდან არ გასულა და მის გვერდით ეძინა. ნონა იჩქიტიძის თქმით, მის მეუღლეს გარდაცვლილის მიმართ დაპირისპირება აღარ ჰქონდა და შესაბამისად, არც მოტივაცია გააჩნდა, რომ ბავშვობის მეგობარი სასტიკად მოეკლა. იმის მიუხედავად, რომ ნონა იჩქიტიძემ სამართალდამცველებთან საკმაოდ დამაჯერებლად ისაუბრა, გამოძიებას მის მიმართ დამატებით კიდევ გაუჩნდა კითხვები. იჩქიტიძე ძალიან განიცდიდა მეზობლის გარდაცვალების ფაქტს, ის იმდენად ემოციური იყო, რომ მისი ქმედებები მეზობლებში ეჭვს ბადებდა...

საქმესთან დაკავშირებით კიდევ ბევრი ადამიანი დაიკითხა, მაგრამ უშედეგოდ. ამ ბურუსით მოცულ მკვლელობას, ალბათ, დიდხანს არ მოეფინებოდა დღის სინათლე, რომ არა ერთი გარემოება – მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ერთ-ერთმა მეზობელმა გვიან საღამოს ნონა იჩქიტიძე გარდაცვლილის საფლავზე ნახა. ეს ფაქტი სამართალდამცველებისთვისაც გახდა ცნობილი. მათ კიდევ ერთხელ დაკითხეს იოსებ ნადარაიას მეუღლე, რომელმაც კვლავ იგივე გაიმეორა, რაც პირველი ჩვენების დროს თქვა. მეზობლის საფლავზე ყოფნა კი იმით ახსნა, რომ იქ შემთხვევით მოხვდა. თუმცა, ამ ამბიდან რამდენიმე დღეში ნონა იჩქიტიძეს აღიარების სურვილი გაუჩნდა. მან სამართალდამცველებთან განაცხადა, რომ ჯუმბერ სულაძესთან ინტიმური კავშირი ჰქონდა და მკვლელობა მისმა მეუღლემ ჩაიდინა.

ამონაწერი ნონა იჩქიტიძის ჩვენებიდან: უკვე რამდენიმე წელია, რაც მე და ჯუმბერი ერთმანეთის საყვარლები ვართ. ჩვენ ერთ სკოლაში დავდიოდით და ბავშვობაშიც გვიყვარდა ერთმანეთი. მერე ჯუმბერმა ცოლი მოიყვანა, მეც გავთხოვდი და ჩვენი გზები გაიყო. ბედის ირონიით, ჩემი ქმარი და ჯუმბერი დაახლოვდნენ. მათ ერთმანეთი ჩემგან გაიცნეს. თავიდან ჯუმბერთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ჩემი ქმარი დაიჭირეს, ჩვენ ძველი სიყვარული გავიხსენეთ და შეხვედრები დავიწყეთ. ამას ისე ოსტატურად ვმალავდით, რომ უბანში ეჭვი არავის აუღია. ჩემი ქმარი არ მიყვარდა, ჯუმბერთან კი თავს კარგად ვგრძნობდი. ისიც კი შემომთავაზა, უცხოეთში გავიქცეთ და დავქორწინდეთო, მაგრამ ვერ გავბედე. თუმცა, ჯუმბერი ძალიან მიყვარდა. ჩემს ქმარს ჩვენს ურთიერთობაზე არასდროს უეჭვია, ან სად ჰქონდა ამისი თავი, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, ნარკოტიკი ეშოვა. როცა სოსო ჩემთან ჯუმბერს ლანძღავდა, ბოღმით გული მისკდებოდა, მაგრამ რა უნდა მეთქვა.

მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე, ჯუმბერი ჩემთან მოვიდა, ბაზრობაზე ვმუშაობ, ჩანთების გამყიდველი ვარ. ხელი ჰქონდა შემოხვეული წელზე, როცა შემთხვევით ჩემი ქმარი მოვიდა. სამივე ძალიან დავიბენით, მერე მთელი საღამო ვუმტკიცებდი სოსოს, რომ ჯუმბერი ჩანთის საყიდლად იყო მოსული და წელზე ხელის შემოხვევა მოელანდა. ამაზე ძალიან ვიჩხუბეთ. ვერაფრით დავუმტკიცე სოსოს, რომ ჯუმბერთან არაფერი მაკავშირებდა. მკვლელობის დღეს სოსო აფორიაქებული იყო, მერე მითხრა, რომ მეგობართან მიდიოდა სათევზაოდ და ღამე სახლში არ მოვიდოდა. გამთენიისას სახლში ჩუმი ხმა შემომესმა. საწოლიდან ავდექი. სოსო აბაზანაში იყო შესული და სისხლიან სახეს იბანდა. ძალიან შემეშინდა, როცა ვკითხე, რა მოგივიდა-მეთქი, მითხრა ვიჩხუბეო, მაგრამ მერე რაღაცამ წამოუარა. ხელი დამარტყა, სარკეზე მიმახეთქა და მითხრა: შენი საყვარელი მოვკალი, თან ძველი ცოდვებიც გავუხსენე, ყური მოვაჭერი და ხელში ჩავუდე. იმიტომ, რომ ერთხელ აღმოსავლური ლეგენდა მომიყვა, რომელიღაცა ქვეყანაში ასე სჯიან მოღალატე მეგობარსო. შიშით გული გამისკდა, მაგრამ რა უნდა მექნა? სოსო დამემუქრა, თუ პოლიციაში ჩავუშვებდი, მეც მომკლავდა. სისხლიანი პერანგიც კი მე დამაწვევინა ეზოში. პერანგი ჯუმბერის სისხლით იყო მოსვრილი. მერე მეუბნებოდა, შენც დანაშაულის თანამონაწილე ხარო. შემეშინდა და პოლიციაში ვერაფერი ვთქვი, მაგრამ ჯუმბერის სულმა არ მომასვენა და მკვლელობის ბოლომდე დამალვა ვერ შევძელი.

სამართალდამცველებმა ნონა იჩქიტიძის ჩვენების საფუძველზე, მისი მეუღლე – იოსებ ნადარაია დააკავეს. მან ჩადენილი დანაშაული აღიარა და ამაყად ისიც კი განაცხადა, რომ მოღალატე მეგობარს დამსახურებული სასჯელი მიუზღო. სასამართლომ მეგობრის სასტიკი მკვლელობისთვის სისხლის სამართლის 109-ე მუხლით გაასამართლა და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პატიმრობას გადაურჩა მისი მეუღლე – ნონა იჩქიტიძე, რომელსაც ყალბი ჩვენების მიცემისა და დანაშაულის დაფარვაში ედებოდა ბრალი. მაგრამ, სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ის სამი შვილის დედაა და სამართალდამცველებთან თავად აღიარა ყველაფერი. ამის გამო ნონა იჩქიტიძე, რომელმაც ქმარი საყვარლის მკვლელობაში ამხილა, თავისუფლების აღკვეთას გადაურჩა.


скачать dle 11.3