კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეგვიძლია თუ არა ინტუიციის საკუთარი ძალებით გაწვრთნა და როდის გვეხმარება ის პრობლემის ადვილად მოგვარებაში


ინტუიციას მეცნიერები მეექვსე გრძნობას უწოდებენ, თუმცა მას უკავშირებენ ადამიანები ალღოს, გუმანს, შინაგან ხმას, მფარველ ანგელოზს, მოლაპარაკე სულს და ასე შემდეგ. ინტუიცია რეალურად ჭვრეტას ნიშნავს და მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანშია.

ინტუიცია არ არის გრძნობა და არც შეგრძნება. ის სწორი აზროვნების საფუძველია და თუ დააკვირდებით, მეცნიერული თეორიები სწორედ ინტუიციის გზით დაიბადა და არა ლოგიკური მსჯელობის შედეგად.

ინტუიცია ყველა გრძნობის შეტყობინებაა, ოღონდ შეუმჩნეველი და შეუცნობელი. ის მომავლის მოვლენების განჭვრეტის თანდაყოლილი უნარია ადამიანში, რომელიც ზოგს მეტად აქვს განვითარებული, ზოგს – ნაკლებად, ზოგიც საერთოდ არ აქცევს მის კარნახს ყურადღებას. მამაკაცები უმეტეს შემთხვევაში იშვიათად ენდობიან ინტუიციას, ქალები კი ხშირად უსმენენ მეექვსე გრძნობას და მას მიჰყვებიან.

ცხოვრების უკეთ შეცნობაში ინტუიცია ძალიან ეხმარება ადამიანებს. მისი იგნორირება ცხოვრების 80 პროცენტის იგნორირებას ნიშნავს. ეს ჩვენი ქცევების ჭეშმარიტი მამოძრავებელი ძალის, ჩვენი გრძნობების წყაროს, ჩვენი სურვილების უარყოფაა. მაგალითად, ვისაც ინტუიცია ძლიერად აქვს განვითარებული, ის შეძლებს სწორად აირჩიოს პროფესია, ჰყავდეს გარშემო ერთგული მეგობრები, მოიწყოს წარმატებული კარიერა, დააგროვოს კაპიტალი, სწორად აირჩიოს ცხოვრების თანამგზავრი და გახდეს წარმატებული.

აუცილებელია ადამიანმა საკუთარი შინაგანი ხმა, თავადვე გაწვრთნას. ამისთვის, კი საჭიროა ავარჯიშოს გრძნობის ორგანოები, კერძოდ, მხედველობა, გემო, ხმა, შეხება და ყნოსვა. ნათქვამია, რომ კარგად განვითარებული გრძნობათა ეს ხუთი ორგანო მეექვსე გრძნობას, ინტუიციას ჰბადებსო.

ასევე, არსებობს ინტუიციის გაწვრთნის მეთოდებიც, მაგალითად, წამოწექით კომფორტულად, ჩაისუნთქეთ და შემდეგ, ნელ-ნელა ამოისუნთქეთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინ იღება თვალუწვდენელი სივრცე. გაღვიძებისას შეიცანით საკუთარი სხეულის პოზიცია, ყოველი ჟესტი და შეგრძნება. დაძაბეთ გონება. დროდადრო ლექსიკონიდან უცხო სიტყვები ამოიწერეთ. მოდუნდით და დააკვირდით, რა გრძნობა გაგიჩნდათ. თან შეეცადეთ, გაარკვიოთ რა შეიძლება ხდებოდეს იქ, სადაც თქვენ არ ხართ.

ასევე, ყოველდღიურად იფიქრეთ არაჩვეულებრივზე, რაც რუტინასთან არ არის დაკავშირებული.

ძნელ ამოცანასთან ან გადაუჭრელ პრობლემასთან შეჯახების დროს თავს ვარაუდებით ნუ დაიტანჯავთ, სხვა რამეზე გადართეთ გონება, მოუსმინეთ მუსიკას, ხატეთ, ურთიერთობა გქონდეთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან. ასე, პასუხი აუცილებლად მოვა და პრობლემებსაც ადვილად დააღწევთ თავს. მიუდექით ყველა საქმეს შემოქმედებითად და უსმინეთ, რას გკარნახობთ ინტუიცია. ის არასდროს გიღალატებთ.


скачать dle 11.3