კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

უკვე შესაძლებელია „ღვთიური ნაწილაკის“ მოსმენა


სწავლულებმა შეძლეს იმ ხმების მოდელირება, რომლებსაც გამოსცემენ სუბატომური ნაწილაკები, მსგავსი ლეგენდარული „ღვთიული ნაწილაკისა“, ანდა, სამეცნიერო ტერმინოლოგიით – „ჰიგსის ბოზონისა“, რომლის აღმოჩენის იმედიც „ცერნის“ ექსპერტებს აქვთ კოლაიდერის დახმარებით. ამ სამუშაოს შედეგები ფიზიკოსებს საშუალებას მისცემენ, ხელიდან არ გაუსხლტეთ ჰიგსის ნაწილაკი იმ შემთხვევაში, თუკი ისინი მას აღმოაჩენენ. დოქტორი ლილი ესკვიტი ამ პროექტზე ბგერების ინჟინრებთან ერთად მუშაობდა, რათა „გადაეფორმატებინათ“ მონაცემები, რომლებიც კოლაიდერში ნაწილაკების დაჯახებისას ბგერით ფორმაში მიიღება. „თუ ენერგია ახლოსაა, მაშინ თქვენ გაიგონებთ დაბალ ბგერით ტონებს, ხოლო, თუ შორსაა – მაღალს. თუ ენერგია ბევრია, მაშინ ბგერა ხდება ხმამაღალი, თუ მცირეა, მაშინ ხმადაბალი“, – ახსნა ფიზიკოსმა.

„ატლასი“ – ეს ერთ-ერთი ექსპერიმენტია ადრონული კოლაიდერის მუშაობაში. ძირითადი ინსტრუმენტი ამ ცდებში არის კალორიმეტრი, რომელიც გამოიყენება ნაწილაკების ენერგიის გასაზომად და გაკეთებულია შვიდი კონცენტრირებული პლასტისგან. თითოეული პლასტი თავისებურ ხმას გამოსცემს, ვინაიდან ბგერის ტონი დამოკიდებულია ენერგიის რაოდენობაზე, რომელიც მასშია. ბრიტანული ტელე-რადიოკორპორაციის საიტზე უკვე შესაძლებელია სწავლულების მიერ მოდელირებული ბგერების მოსმენა.

ამგვარად, ფიზიკოსები, რომლებიც ადრონული კოლაიდერით მუშაობენ, მიიღებენ მონაცემთა ანალიზის ახალ მეთოდს. პროექტ „ატლასის“ სწავლულები დარწმუნებულნი არიან, რომ ადამიანის სმენას შეუძლია, გაცილებით უკეთ განასხვაოს პატარა ცვლილებები, ვიდრე მხედველობას. სწორედ ეს დაკვირვებები დაეხმარა ფიზიკოსებს „ღვთიური ნაწილაკის“ იდენტიფიცირებაში.

რიჩარდ დობსონი, კომპოზიტორი, რომელიც ამ პროექტში მონაწილეობს, გაკვირვებულია, თუ როგორი მელოდიური აღმოჩნდა ელემენტარული ნაწილაკების დაჯახებისას წარმოქმნილი ბგერები. „ამ ბგერებში შეიძლება განვასხვავოთ ზუსტი სტრუქტურები, თითქოს ისინი ვინმეს მიერ არიან შექმნილნი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ისინი თავიანთ ისტორიას ყვებიან. ბგერები იმდენად დინამიკური და ცვალებადია, რომ ხშირად თანამედროვე მუსიკალურ ნაწარმოებებს მოგვაგონებს“, – ამბობს აღტაცებული კომპოზიტორი.


скачать dle 11.3