კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტატუ – იმქვეყნად წასულ ახლობლებთან სხეულებრივად შეერთების საშუალება


ინგლისელმა ქალმა, რომელმაც 20 წლის ვაჟი დაკარგა, ორიგინალური მეთოდი მოიგონა, როგორ უკვდავეყო შვილი და ერთდროულად სხეულებრივად შეერთებოდა მას. მისი ხსოვნის აღსანიშნავად, მან მელანში შეურია მისი ფერფლი და წელზე ტატუირება გაიკეთა.

„ლოიდი დაბრუნდა იქ, საიდანაც მოვიდა, – ახლა იგი ხელახლა გახდა ჩემი სხეულის ნაწილი“, – თქვა 50 წლის კიმ მორდიუმ. მისი სიტყვებით, იგი ხანგრძლივად და სკურპულოზურად არჩევდა შესაბამის ნახატს და, როგორც კი გაიგო, რომ შეიძლება მისი ფერფლის გამოყენება, მაშინვე დათანხმდა პროცედურაზე.

ტატუ კაბალური ცხოვრების ხეს გამოსახავს, ანგელოზს, რომელიც პეპელას ათავისუფლებს და ლექსს, რომელიც მიძღვნილია შვილისადმი. ქალბატონს ეს ნახატი მისმა ქმარმა, დევიდმა გაუკეთა, რომელიც სამხრეთ უელსში ტატუ-სალონის მფლობელია.

როგორც მისის მორდიუ ამბობს, მისი იდეა ოჯახის ყველა წევრმა და მეგობრებმაც მოიწონეს. უფრო მეტიც, ზოგიერთმა სურვილი გამოთქვა, ამგვარადვე შერწყმოდნენ წასულ ახლობლებს. ტატუ-სალონში მალე, შეიძლება, ამ სახის ცალკეული მომსახურებაც გაჩნდეს.

მისი შვილი – ნიჭიერი რაგბისტი – ნარკოტიკების ჭარბი მიღებით გარდაიცვალა.


скачать dle 11.3