კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

იდეალური სექსი 10 წუთს გრძელდება


გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სექსით დაკავება 10 წუთის განმავლობაში არის ყველაზე ოპტიმალური ხანგრძლივობა, რომ ორივე პარტნიორი დაკმაყოფილდეს.

დასკვნები სამეცნიერო კვლევებისა და გამოკითხვების საფუძველზე გაკეთდა. ადამიანთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სავსებით საკმარისია სექსი 7 წუთის განმავლობაში. გარკვეული ნაწილი იდეალურად 7-13 წუთს მიიჩნევს, 13 წუთის ზემოთ კი გამოკითხულთა უმრავლესობას „ზედმეტად ხანგრძლივად“ მიაჩნია. უმრავლესობა, ასევე, შეთანხმდა იმაზე, რომ სექსი 1-დან 2 წუთამდე „ძალზე სწრაფია“ და ვერ უზრუნველყოფს დაკმაყოფილებას.

„ბევრ ქალსა და მამაკაცს, როგორც ჩანს, სჯერა სქესობრივი აქტისა, რომელიც მთელი ღამე გრძელდება“, – განაცხადა პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დოცენტმა მისტერ კორტიმ. მისი სიტყვებით, ეს ხშირად იწვევს ადამიანებში უკმაყოფილებას და განხიბვლის გრძნობას. „ვიმედოვნებთ, რომ ეს გამოკვლევები საშუალებას მისცემს ადამიანებს, გაეფანტოთ ფანტაზიები და რეალურად შეხედონ ცხოვრებას“, – განაცხადა კორტიმ.

აღსანიშნავია, რომ, სწავლულთა მონაცემებით, სექსი რეალური სიკეთის მოტანას ადამიანის ორგანიზმისთვის მხოლოდ 30 წუთის შემდეგ იწყებს. აღმოჩნდა, რომ ორგანიზმში მიმდინარეობს თავისუფალი რადიკალების სინთეზი, რომლებიც წარმოადგენენ ჟანგბადის მოლეკულების „ჩამჭერებს“. თუ რადიკალების სიჭარბე წარმოიქმნება, შესაძლოა, ეს დაავადების მიზეზიც კი გახდეს. სექსი კი მათ ანეიტრალებს, მაგრამ, მხოლოდ 31-ე წუთიდან.

მედიკოსები ურჩევენ მათ, ვინც დაავადებულია პიელონეფრიტით, დაკავდნენ სექსით, მინიმუმ 40 წუთის განმავლობაში; თუკი თქვენ იტანჯებით წყლულით, მაშინ, ეს დრო 1 საათამდე უნდა გაგრძელდეს; ვისაც აქვს გასტრიტი – 1 საათითა და 10 წუთით გაახანგრძლივოს, ანგინის შემთხვევაში კი – 1 საათი და 20 წუთია საჭირო.


скачать dle 11.3