კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გია მურღულიას კოლექციიდან



მიხოს და მაროს შვილი არ უჩნდებათ. მკითხავმა ურჩია, მიტო იერუსალიმში უნდა წავიდეს, დიდი სანთელი დაანთოს და გეშველებათო. წავიდა და დაანთო. ათი წლის შემდეგ მიხოს ძმაკაცი მიადგა სახლში და ხედავს 8 ბავშვი დარბის.

– მიხოსები ხართ? – ეკითხება.

– ჰო.

– დედა სად არის?

დაუძახეს. გამოვიდა ძაან ფეხმძიმე ქალი.

– გამარჯობა, მარო, მიხო სად არის?

– იერუსალიმში წავიდა სანთლის ჩასაქრობად.

***

ნარკომანები მოხვდნენ ომში. სხედან სანგარში. ერთი ამბობს:

– არც მოსაწევი, არც გასაკეთებელი.

კანტუზია მაინც მივიღოთ...

***

სვანს ეკითხებიან:

– თქვენთან, სვანეთში, დიდი ადამიანი თუ დაბადებულა?

– არა, ჩვენთან მარტო ბავშვები იბადებიან.

***

ძალიან ძვირი მანქანების გამოფენაა. ეს ღილაკი წვიმის საწინააღმდეგოა.

– რა, სახურავი იხურება?

– არა, წვიმა წყდება.

***

– ბონდოია რაზე ოცნებობ?

– შარაპოვას სიყვარულზე.

– მერე, მაგი ხომ უიღბლო და ცალმხრივი სიყვარული იქნება?

– არაფერია, გოუშვი, დეიტანჯოს.

***

მაღაზიაში:

– ღვეზელი ახალია?

– არა, ძველია, დაობებული, ორი წელია თაროზე დევს.

– და, ნამცხვარი?

– ჯობია, ღვეზელი წაიღოთ.



***

ნარკომანი ვენტილატორს უყურებს:

– რა სწრაფად გარბის დრო...

***

თვითმფრინავი ჰაერში ამოყირავდა და თავდაყირა მიფრინავს.

სტიუარდესა მგზავრებს მიმართავს:

– დამშვიდდით, მფრინავი ცხვირში წამალს ჩაიწვეთებს და ისევ გავსწორდებით.

***

– გუშინ შუა ქორწილში სიძე მთლად გადაირია და პატარძალს ფეხებს შუა წიხლი ჩააზილა!

– მერე?

– რაღა მერე! კინაღამ ხელი მომტეხა მაგ შობელძაღლმა.

***

– მინდოდა, ძაღლისთვის მესწავლებინა რომ მოშივდებოდა, ყეფა დაეწყო. ასი გაკვეთილი ჩავუტარე.

– მერე, ყეფს?

– არა, ახლა, სანამ არ დავიყეფებ, არ ჭამს!

***

აჭარელი მიდის რკინიგზის სადგურზე და მორიგეს ეკითხება:

– ჭოვ, თბილისის მატარებელი ჩამოვიდა?

– არა.

– არც მეექვსე ვაგონი?

***

ნამდვილი მელომანი ისაა, ვინც სააბაზანოდან ქალის სიმღერის გაგონებაზე კარის ჭუჭრუტანას თვალს კი არა, ყურს ადებს.


скачать dle 11.3