კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (99)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

აბრამოვიჩი კოლექციონერთა მსოფლიო ათეულშია


ცნობილი რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი ამერიკული ჟურნალის – „არტ ნიუსის“ მიერ შედგენილ მსოფლიოს ხელოვნების ნიმუშთა კოლექციონერების ათეულში შევიდა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსი ოლიგარქი ძირითადად თანამედროვე ხელოვნებით არის დაინტერესებული. მის გარდა კოლექციონერთა პირველ ათეულში ფუფუნების საგნების მწარმოებელი ფრანგი ბიზნესმენები – ფრანსუა პინო, ელენ და ბერნარ არნოები; ამერიკელი მეწარმეები – დებრა და ლეონ ბლეკები, ედიტ და ელი ბროდები, ალექსანდრა და სტივენ კოენები, ემილი და მიჩელ რეიელსები; ჰონკონგელი დეველოპერი ჯოზეფ ლაუ, ლონდონელი ფინანსისტი და გემების მფლობელი ფილიპ ნიარხოსი და ყატარის შეიხი საუდ ბენ მოჰამედ ნებ ალი ტანი შედიან. ხელოვნების ნიმუშთა კოლექციონერების ორას-ეულში, რომან აბრამოვიჩის გარდა, ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებიდან კომპანია „ონექსიმ-დეველოპმენტის“ პრეზიდენტი ოლეგ ბაიბაკოვი და უკრაინელი მაგნატი ვიქტორ პინჩუკი მოხვდნენ. როგორც ჟურნალი „არტ ნიუსი“ აცხადებს, ხელოვნების ნიმუშებში ინვესტირება განსაკუთრებულად მომგებიანია, თუმცა, კრიზისის პერიოდში მათი ფასი ერთბაშად ეცემა. გარდა ამისა, გამოცემა არც ხელოვნების სიყვარულს, სოციალური პრესტიჟისადმი მისწრაფებასა და ინვესტიციებისადმი ლტოლვას გამორიცხავს უმდიდრესი ადამიანების მხრიდან.

скачать dle 11.3