კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მილიარდერი მამების საქმეებს ქალიშვილები განაგრძობენ


ჟურნალმა „ფორბსმა“ მილიარდერი მამების ქალიშვილების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც უმდიდრესი მემკვიდრეების როლი არ იკმარეს და თავადაც მოიხვეჭეს სახელი ბიზნესსა თუ საზოგადოებრივ ასპარეზზე. მილიარდერი დეველოპერის, დონალდ ტრამპის ქალიშვილი, ივანკა, გარდა იმისა, რომ ოჯახური ბიზნესის სარიელტორო მიმართულებას კურირებს, საკუთარი საიუველირო ბრენდიც აქვს და გაეროს სოციალურ პროექტებშიც მონაწილეობს. ამ სიაში შედის მედია-ფინანსური მაგნატისა და ნიუ-იორკის მერის, მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგის უფროსი ქალიშვილი ემაც. იგი ფონდ „რობინ ჰუდის“ ხელმძღვანელია, რომელიც შემოწირულობებს აგროვებს ნიუ-იორკის უღარიბეს მცხოვრებთათვის. ასევე საქველმოქმედო სფეროთია გატაცებული ჯორჯ სოროსის ქალიშვილი ანდრეა, რომლის მამის სიმდიდრეც 14 მილიარდს აღწევს. ანდრეა იმ ფონდის შემქმნელი და პრეზიდენტია, რომელმაც ტიბეტელთა კულტურის, განათლებისა და ეკონომიკური სფეროების განვითარებაში 60 მილიონამდე ჩადო. „ფორბსის“ სიაში ასევე მოხვდნენ ჯორჯო არმანის იმპერიის მემკვიდრეები – დები სილვანა და რობერტა, რომლებიც არა მხოლოდ ზეპური საზოგადოების თვალსაჩინო წევრები არიან, არამედ აქტიური ბიზნესქალბატონები და ქველმოქმედებიც. „ფორბსის“ ათეულში საპატიო ადგილი მილიარდერთა სხვა მემკვიდრეებმაც – დილენ ლორენმა, ჰოლი ბრენსონმა, ნისა გოდრეიმ, ჯენიფერ ვუმ, როშნი ნადარმა და აერინ ლაუდერმა მოიპოვეს.


скачать dle 11.3