კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს


კითხვა: ამ მოდელებიდან – „მერსედეს ესელ 55 აემჯი“, „ესელერ-მაკლარენი“, „ბეემვე ემ 6“ და „ემ 5“ – რომელია უფრო სწრაფი? იქნებ თანმიმდევრულად დამიხასიათოთ?
პასუხი: ამ ოთხი მოდელიდან – „ესელ 55“, „ემ 5“ და „ემ 6“ დაახლოებით ერთი კლასის მანქანებია და შეიძლება მათი შედარება. მაგრამ, რაც შეეხება „ესელერ-მაკლარენს“ ეს სულ სხვა კლასის სუპერკარია, რომელიც ბევრად მაღლა დგას აღნიშნულ მოდელებზე. მოკლედ დაგიხასიათებთ თითოეულ მათგანს. „სელ 55 აემჯი“ გახლავთ მაღალი კლასის როდსტერი, რომელსაც აქვს ძლიერი ძრავა და სტანდარტულ მერსედესებთან შედარებით უფრო სპორტული დაკიდების სისტემა. თუმცა, სპორტული ავტომობილი არ არის და ამ თვალსაზრისით, „ემ 5“ და „ემ 6-სთან“ შედარებით მხოლოდ მძლავრ და სწრაფ როდსტერად რჩება. რაც შეეხება „ბეემვე“, „ემ 5-სა“ და „ემ 6-ს“, ესენიც ძლიერი და სწრაფი სედანი და კუპე გახლავთ. თუმცა, მათში უფრო მეტად ჭარბობს სპორტული ხასიათი. ამას განაპირობებს მოდელთა ძრავა, გადაცემათა კოლოფში დაკიდება და ასე შემდეგ. „ესელერ-მაკლარენი“ კი ძალიან ძვირად ღირებული სუპერკარია, რომელშიც მაღალი ტექნოლოგიებია გამოყენებული და პარამეტრებით ბევრად სწრაფია, ვიდრე დანარჩენი სამი მანქანა. თუმცა, აქვე დავძენ, რომ არც „ესელერია“ სუფთა სპორტული მანქანა თუ შევადარებთ, მისი კლასის არსებულ „ფერარის“, „ლამბორჯინის“ თუ სხვა სპორტულ მოდელებს.

კითხვა: რომელი ავტომობილის ყიდვას მირჩევთ საქართველოს გზებზე სატარებლად – „ჯე“ კლასის „მერსედესს“ თუ „ტოიოტას ჯიპ ლენდ კრუიზერ 200-ს“. ორივე მათგანს დიზელის ძრავა აქვს და უფრო გამძლეობის მხრივ მაინტერესებს, ვიდრე სხვა კრიტერიუმებით.

პასუხი: ორივე ავტომობილი იმდენად გამძლეა და ამართლებს „ჯიპის“ სახელს, რომ მათი შედარება ცოტა რთულია. მაგრამ, ორივეს თავისი, განსაკუთრებული ღირსებები აქვს, ანუ რაღაც ასპექტში, ერთი აჯობებს, რაღაცაში კი – მეორე. პირადად, მე რომ ვყიდულობდე, არჩევანს იმის სასარგებლოდ გადავწყვეტდი, რომლის შენახვაც უფრო იაფი დამიჯდებოდა, რადგან გამძლეობა ორივეს არაჩვეულებრივი აქვს. უბრალოდ, სამომავლოდ „ტოიოტას“ შენახვა გაცილებით იოლია, ვიდრე „მერსედესის“. „ლენდ კრუიზერი“ უფრო მარტივი და ნაკლები რაოდენობის დეტალებითაა აწყობილი. განსაკუთრებით, სავალ ნაწილში. თან, ის ნაწილებიც გაცილებით იაფია. მეორე ფაქტორია ის, რომ „ტოიოტას“ სავალი ნაწილის სისტემა ისე აქვს მოწყობილი, თუ ზედმეტად არასტანდარტულ სიტუაციაში არ აღმოჩნდი, მისი გაფუჭება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ანუ, ისეა მოწყობილი, თავს არ იფუჭებს. ელემენტარულ მაგალითს მოვიყვან – ეს არის სავალი ნაწილის სამაგრების დახრა. „მერსედესში“ სწორკუთხოვნად არის განთავსებული და მიუხედავად იმისა, რომ „ტოიოტაზე“ გაცილებით ძლიერი დეტალები აქვს, შედარებით უფრო ადვილად ფუჭდება. წარმოიდგინეთ ჯოხი, რომლის გატეხვასაც შუა ნაწილში ცდილობთ, ის ხომ ძალიან ადვილად გატყდება. „ტოიოტას“ შემთხვევაში კი, ეს ჯოხი ისეა გადებული, მის მხოლოდ ერთ, განაპირა კუთხეზე ხდება დაწოლა, შესაბამისად, მის გასატეხად გაცილებით მეტი ძალაა საჭირო. ეს ძალიან უხეში შედარებაა, მაგრამ კარგი აღსაქმელია. ანუ, „ტოიოტაში“ დეტალების დახრის კუთხე უკეთაა შერჩეული და ისეა გაკეთებული, ნაკლები დაწოლა მიიღოს. „მერსედესს“ სწორკუთხოვანი გადაბმები აქვს, მაგრამ გაცილებით უფრო მასიური და ძლიერი დეტალებისგან არის აწყობილი და სწორედ ამის ხარჯზეა გამძლე. ანუ, დაბალფასიანი ნაწილების სწორი პოზიციით დამონტაჟება, აქცევს მას უფრო იაფად შესანახ ავტომობილად, თორემ, როგორც დასაწყისში ვთქვი, ორივე მათგანი ძალიან გამძლეა.


скачать dle 11.3