კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ავტომობილის რა ნაწილები ზიანდება წყლისგან და როგორ მოვუფრთხილდეთ სავალ ნაწილს


რუბრიკა „ავტორჩევების“ მეშვეობით, ჩვენ სისტემატურად გაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოუაროთ საკუთარ ავტომობილს, როგორ მართოთ ისე, რომ ზედმეტად არ დაზიანდეს. უსწორმასწორო გზებთან და ცუდ გარემო პირობებთან ერთად, კარგი იქნებოდა, მართვითაც თუ არ დავუმატებთ ავტომობილს პრობლემებს. როგორ ვატაროთ ავტომობილი ისე, რომ ზედმეტად არ დაზიანდეს, ამაზე პროფესიონალი მრბოლელი მევლუდ მელაძე ისაუბრებს.

მევლუდ მელაძე: ჩვენი ავტომობილის დაზიანებას, უმეტესწილად, მართვის სტილი განაპირობებს. როდესაც ავტომობილს შევხედავ, იმის მიხედვით, თუ რა ნაწილი აქვს გაფუჭებული, რომელი ადგილი აქვს მირტყმული, ძირითადად ვხვდები, როგორი მძღოლი ატარებს მას. მაგრამ, გარეგნულ დაზიანებებზე ცალკე ვისაუბროთ. საქართველოში ყველაზე მეტად წინა წამყვანი თვლებით აღჭურვილი ავტომობილებია გავრცელებული. მათი ძირითადი პრობლემა ყუმბარებია. ამიტომ, მძღოლი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, ისე მართოს ავტომობილი, რომ ყუმბარები არ დაზიანდეს.

– როგორ უნდა მოვახერხოთ ეს?

– ყველაფერი ძალიან მარტივია. მთავარია, ბოლომდე მოხვეული საჭით მაღალი გაზი არ მივცეთ და ავტომობილი არ „ვაბუქსაოთ“. ზოგს ადრენალინი აწუხებს, ჰგონია, მართვის ოსტატია და ავტომობილს სპეციალურად „აბუქსავებს“, მაგრამ, ამას არასწორად აკეთებს და შესაბამისად, ყუმბარებსაც აზიანებს. სინამდვილეში კი, შესაძლებელია, ავტომობილი სპეციალურად ისე „დააბუქსაო“, დარტყმა არ მიიღოს და არაფერი დაუზიანდეს. საერთოდ კი, ჩემი რჩევა იქნება, რაც შეიძლება ხშირად აჩვენეთ ავტომობილი სავალი ნაწილის ხელოსანს. მის პრობლემებს, ხშირ შემთხვევაში ელემენტარული რეზინი – „პილნიკი“ იწვევს. ის სავალი ნაწილისთვის და კონკრეტულად ყუმბარებისთვის დამცავ ფუნქციას ასრულებს. მაგალითად, ამ ბოლო დროს, დედაქალაქში და მთელ საქართველოშიც, გახშირდა წვიმები. შესაბამისად, ავტომობილით უამრავი გუბის გავლა გვიწევს. თან, საკმაოდ ძლიერი წვიმებია და ადვილად შესაძლებელია, წყალი სავალ ნაწილში გუბეში გავლის გარეშეც შევიდეს. თუ ამ დროს „პილნიკი“ დაზიანებულია, ის წყალსა და ჭუჭყს ატარებს. წყალი მთლიანად აშრობს სითხეს, რომელიც ყუმბარების რბილ მოძრაობას უზრუნველყოფს, ხოლო ჭუჭყი ამ ლითონის ბურთულების, ანუ ყუმბარების ცვეთას იწვევს. ამიტომ, გირჩევთ წვიმის დროს ხშირ-ხშირად შეახედეთ ხელოსანს სავალ ნაწილში, რომ მისი დეტალების ცვეთა და სერიოზული ხარჯები თავიდან აიცილოთ.

– რაც შეეხება სხვა დაზიანებებს, რომელსაც ჩვენივე შეცდომები იწვევს...

– ყველაზე ხშირად მძღოლები არასწორად ძრავენ და აჩერებენ მანქანას. მძღოლები ისე უხეშად ძრავენ ავტომობილს, ავტომობილის მაგივრად გული მე მტკივა (იცინის). ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება რბილად აუშვათ ფეხი მოდების პედალს. ეს განსაკუთრებით დამწყებ მძღოლებს ეშლებათ. სანამ რბილად ამოდის პედალი, ფეხს ნელა იღებენ, ხოლო ზუსტად იმ მომენტში, როცა ძრავა და სიჩქარეთა კოლოფი მოდებაში მოდის, უეცრად აუშვებენ ფეხს და „ჯიკაობა-ჯიკაობით“ აგრძელებენ გზას. ეს ერთიანად ანგრევს ავტომობილს, განსაკუთრებით კი სიჩქარეთა კოლოფს, მოდებას და სავალ ნაწილს. რაც შეეხება გაჩერებას, იმისთვის, რომ მუხრუჭები დაზოგოთ და ნაკლებად გაცვდეს, კარგი იქნება, თუ დროულად დაამუხრუჭებთ. მაგალითად, თუ ხედავთ, რომ ას მეტრში წითელი ანთია, აუცილებელი არ არის, შუქნიშნამდე მიქანდეთ და ბოლო სამ მეტრში დაამუხრუჭოთ მკვეთრად. დროულად შეანელეთ სვლა, ნელ-ნელა მიგორდით შუქნიშანთან და სულ ბოლოს, როცა მანქანა უკვე გაჩერდება და ოდნავ წინ გადაიწევს, მუხრუჭს ფეხი აუშვით. ამ დროს ავტომობილი წონას ჰაერში ისვრის და თავისუფლდება – ბიძგების გარეშე ჩერდება. ამ პატარა ელემენტებით ავტომობილსაც მოუფრთხილდებით და კომფორტულადაც იმგზავრებთ.


скачать dle 11.3