კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„თბილისელების“ სამზარეულო


სოკო ლორით

საჭირო ინგრედიენტებია: 400 გრამი კარტოფილი, მარილი, პილპილი, 400 გრამი სოკო, 2 თავი ხახვი, 200 გრამი შებოლილი ლორი (ბეკონი), 1 კონა მწვანე ხახვი, 200 გრამი არაჟანი, 130 გრამი ხაჭო, 4 კვერცხი, 100 გრამი გახეხილი ყველი.

მომზადების წესი: კარტოფილი გაარჩიეთ, დაჭერით კუბიკებად და მოხარშეთ მარილწყალში, ოღონდ არ ჩაგეშალოთ. წყალი გადაღვარეთ. სოკო დაჭერით თხელ ფირფიტებად, გადაავლეთ მდუღარე, გადაწურეთ. ხახვი და ბეკონი წვრილად დაჭერით.

სოკო, კარტოფილი და ლორი, ხახვთან ერთად, მოათავსეთ ცხიმწასმულ, ცეცხლგამძლე ჭურჭელში. მოაყარეთ მარილი და პილპილი. ზემოდან მოასხით არაჟანში არეული, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. ხაჭო და კვერცხი ერთად კარგად ათქვიფეთ, წაუსვით კარტოფილსა და სოკოს, მოაყარეთ გახეხილი ყველი. გამოაცხვეთ 45 წუთის განმავლობაში.


скачать dle 11.3