კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები


კითხვა: რა არის სეზონების ცვლასთან ერთად ხასიათისა და განწყობის ცვალებადობის მიზეზი?

პასუხი: ხასიათისა და განწყობის გარდა, სეზონის ცვლასთან ერთად, იცვლება ორგანიზმის ბიოსისტემაც – ადამიანი ფიზიკურადაც უკეთესად ან უარესად გრძნობს თავს. სხვათა შორის, იგივე მოსდის კანსაც როგორც სახეზე, ისე მთელ ტანზე. ამ პროცესებს უამრავი მიზეზი აქვს: კლიმატური ცვლილებები, კვების რაციონის შეცვლა და სხვა.

კითხვა: განსაკუთრებით როდის სჭირდება თმას აღმდგენი პროცედურები?

პასუხი: თმის სტრუქტურის აღმდგენი პროცედურები, სასურველია, ჩაიტაროთ თვეში ორჯერ მაინც. მასში შედის: სპეციალური ნიღბები, სამკურნალო ბალახების ნაყენების შეზელა თმის ძირებში. რაღაც პერიოდის განმავლობაში უნდა გამორიცხოთ – ფენით გაშრობა, ქიმიური დახვევა, თმის ლაკის გამოყენება, ქიმიური საღებავით შეღებვა. მაგრამ, ეს პროცედურები უნდა გაახშიროთ (ჩაიტაროთ კვირაში ორჯერ) ზღვის ან ისეთი კურორტებიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც თმა დიდხანს განიცდიდა მზის სხივების ზემოქმედებას, იყო ქარიანი ამინდები და ხისტი წყალი.

კითხვა: როგორ უნდა მოვუარო კომბინირებულ სახის კანს ზაფხულის თვეებში?

პასუხი: კომბინირებული კანის ზაფხულის თვეებში მოსავლელად, მთავარია, შეინარჩუნოთ ბალანსი: უნდა დაიტენიანოთ სახის მშრალი მონაკვეთები (როგორც წესი, ლოყები) და აკონტროლოთ შედარებით ცხიმიანი (შუბლი, ცხვირი, ნიკაპი) T-ზონა.

თუ T-ზონა ძალიან ცხიმიანი გაქვთ, დილა-საღამოს გაიწმინდეთ სპეციალური ტონიკით ან ლოსიონით, შედარებით მშრალი ზონები – ლოყები და ნაზი კანი თვალების ქვეშ – რეგულარულად საჭიროებს დატენიანებას.

T-ზონის დასატენიანებლად შეარჩიეთ წყლის ფუძეზე, უცხიმოდ დამზადებული საშუალებები და წაისვით მას შემდეგ, რაც მშრალ ზონებს დაატენიანებთ. კარგი იქნება, თუ კრემის შემადგენლობაში იქნება მზისგან დამცავი ფაქტორი, რომ არ მოხდეს ცხიმდაგროვების პროვოცირება.

კითხვა: სახლის პირობებში თუ შეიძლება მოვიშორო თვალების გარშემო ნაოჭები?

პასუხი: თვალების გარშემო ნაოჭების მთლიანად მოშორება, მით უმეტეს, თუ უკვე ასაკში ბრძანდებით, სახლის პირობებში შეუძლებელია. რეალურია, ისე მოუაროთ კანს, რომ ნაოჭები შედარებით დაიჭიმოს ან შეფერხდეს მათი წარმოქმნა და გაღრმავება. ამისთვის კი სისტემატურად უნდა ჩაიტაროთ ყველა პროცედურა: დაიბანოთ კოსმეტიკური საპნით, გაიწმინდოთ ლოსიონით ან ტონიკით, დაიდოთ ნიღბები და კომპრესები, გაიკეთოთ პილინგი, ლიფტინგი, დატენიანება, მასაჟი. ასევე უნდა გადაეჩვიოთ მიმიკებს. გარდა ამისა, ყოველ საღამოს, დაძინებამდე 1-2 საათით ადრე, სახის ტონიკით გაწმენდის შემდეგ, ოთხმაგი დოლბანდისგან გამოჭერით ორი ცალი „ბუბლიკი”, წაუსვით ღამის მკვებავი, რომელსაც წინასწარ 5 წვეთ ლიმონის წვენს შეურევთ და დაიდეთ თვალებზე. გაიჩერეთ ნახევარი საათი. დოლბანდების მოხსნის შემდეგ კრემი არც მოიწმინდოთ და არც ჩამოიბანოთ. ეს პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ საღამოს და კიდევ: მაქსიმალურად მოარიდეთ სახე მზესა და ქარს.

კითხვა: როგორ გავიკეთო ლიფტინგი და დატენიანება სახლის პირობებში?

პასუხი: დაასველეთ დოლბანდის მოზრდილი ნაჭერი ჟოლოს წვენში, ოდნავ გაწურეთ, მჭიდროდ დაიფინეთ მთელ სახეზე და გაიჩერეთ 10 წუთი. ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით შესაბამისი წვენი.

კითხვა: როგორ გავითეთრო სახის კანი? შავგვრემანი არ ვარ, მაგრამ, მინდა, თანაბრად თეთრი კანი მქონდეს. მზა საშუალებებს ნუ შემომთავაზებთ.

პასუხი: აიღეთ დაახლოებით 3 მუჭი მარწყვი, ჯამში ჩაჭყლიტეთ და შეურიეთ 10-15 წვეთი ლიმონის წვენი. წაისვით მთელ სახეზე მიღებული მასის ერთი მესამედი და წამოწექით. რომ შეგაშრებათ, ზემოდან წაისვით მეორე მესამედი და ისევ წამოწექით შეშრობამდე, ბოლოს კი დარჩენილი მასაც გადაისვით. 15 წუთის შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ გრილი მინერალური წყლით და შემშრალებისთანავე გადაისვით თქვენი მკვებავი.

კითხვა: გთხოვთ, მასწავლოთ ხალხური საშუალება ფეხებზე დაღლილობის მოსახსნელად. სასურველია, თუ ეს პროცედურა ძვირი არ დამიჯდება.

პასუხი: გარეცხეთ ერთი კონა საშუალო ზომის ნედლი პიტნა, ჩადეთ ტაშტში, დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი და აცადეთ გაგრილება იმ ტემპერატურამდე, რომელიც გესიამოვნებათ. შემდეგ ჩაყავით ფეხები 20 წუთის განმავლობაში. პროცედურის დასრულების შემდეგ არ შეიმშრალოთ, აცადეთ, თვითონ შეშრეს.

იგივე აბაზანა შეგიძლიათ გაიკეთოთ პიტნის ნაცვლად ნაძვის წიწვებით. ერთი აბაზანისთვის დაგჭირდებათ 100-150 გრამი წიწვი. მოხმარების წინ აუცილებლად კარგად გარეცხეთ თბილი წყლით.

კითხვა: თითქმის ყოველდღე ვიკეთებ ხილისა და ბოსტნეულის ნიღბებს – უმ პროდუქტს პირდაპირ ვისვამ ან ვიდებ სახეზე. რაღაც დონის ეფექტს ვხედავ, მაგრამ ჩემი კანის სიმშრალეს ეს ნიღბები დიდად არ შველის. რას მირჩევთ?

პასუხი: რადგან ხილი და ბოსტნეული, ასე თუ ისე, უხდება თქვენს კანს, დაუმატეთ, ვთქვათ 1 მუჭა კურკაგამოცლილ, დაჭყლეტილ ბალს (თეთრს ან ვარდისფერს) მეოთხედი ჩაის ჭიქა ზეითუნის ზეთი, კარგად აურიეთ, დაიდეთ მიღებული მასა მთელ სახეზე (თვალების გარდა) და წამოწექით. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი.

ეს ნიღაბი არ უხდება ცხიმიან და პრობლემურ კანს.

კითხვა: რა სარგებლობა მოაქვს თმისთვის კონდიციონერს?

პასუხი: დაბანის შემდეგ კონდიციონერის გადავლება თმისთვის ძალიან სასარგებლოა: ეს ზომიერად ატენიანებს თმას, ამსუბუქებს, შესაბამისად, ზრდის თმის მოცულობას და ხელს უშლის თმის გაცხიმიანებას.


скачать dle 11.3