კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად მჟაუნა გამოიყენეთ


მჟაუნა გამოიყენება როგორც საკვებად, ასევე სამკურნალოდაც. მჟაუნას ფოთლები შეიცავს დიდი რაოდენობით კაროტინს და ასკორბინის მჟავას, B1, B2, C და PP ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, კერძოდ კი რკინას, მაგნიუმს, ფოსფორს, გოგირდს, სილიციუმს. ასევე, ცილებს, შაქარს, ორგანულ მჟავებს და მთრიმლავ ნივთიერებებს.

სამკურნალოდ გამოიყენება მჟაუნას როგორც ფოთოლი, ასევე ფესვი, ღერო და თესლი. მჟაუნას აქვს ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, ჭრილობების შემახორცებელი და სისხლის დენის შემაჩერებელი თვისებები.

მჟაუნა არ არის რეკომენდებული იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს წყლული, გასტრიტი ან ნიკრისის ქარი.

ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად და მოსაწესრიგებლად, 1 სადილის კოვზ მჟაუნას გამხმარ ფესვებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, გააცივეთ, გაწურეთ და დალიეთ 2/3 ჩაის ჭიქა, დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ.

ქოლეცისტიტის დროს 1 ჩაის კოვზ ახალგამოწურულ მჟაუნას ფოთლების წვენს დაუმატეთ ერთი ჩაის ჭიქა შაქრიანი წყალი და დალიეთ დღეში ორჯერ, უმჯობესია ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ. ის, ასევე, კარგი ნაღველმდენი საშუალებაა.

ეგზემის დროს 6 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ მჟაუნას ფესვებს დაასხით 1 ლიტრი წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათით ნელ ცეცხლზე, შემდეგ გააგრილეთ და გაწურეთ. დაასველეთ ამ ნაყენში მარლა და დაიდეთ მტკივან ადგილზე.

მჟაუნას ფოთლები დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას, ამიტომ ის აუცილებლად უნდა მიიღოთ დაბალი ჰემოგლობინის დროს.

თუ კბილი გტკივათ, დაღეჭეთ მჟაუნას ფოთლები და ტკივილი აუცილებლად გაგივლით.

ალერგიის დროს კი, 1 სადილის კოვზ წვრილად დაჭრილ მჟაუნას ფოთლებს დაასხით ორი ჭიქა წყალი, ადუღეთ დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში, ნელ ცეცხლზე და დადგით ნახევარი საათით ოთახის ტემპერატურაზე. დალიეთ 1/4 ჭიქა, ჭამამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე. სვით მცირე ყლუპებით და ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით.


скачать dle 11.3