კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რის გამო გაუხეშდა ადამიანის სული და სხეული და რატომ განიცდის სული შფოთვას


იყო დრო, როდესაც ადამიანებს ეშინოდათ და გაურბოდნენ ჰიპნოზს, ახლა კი მისით ძალიან ბევრი ადამიანია გატაცებული. ამ გზაზე მათი დადგომის მიზეზი ის არის, რომ ამგვარი ცოდნა შემოდის ჩვენს ცხოვრებაში იმ საფარით, თითქოსდა მას კაცობრიობისთვის ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია. რა არის ჰიპნოზი და როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მის მიმართ – ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).


– მამაო, რას გვეტყვით ჰიპნოზის შესახებ და როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მის მიმართ ქრისტიანს?

– ეკლესიის სწავლების თანახმად, ხილული სამყაროს გარდა, არსებობს სულიერი, უხილავი სამყაროც, რომელიც ნათლის ანგელოზისა და დემონებისგან შედგება. წმიდა მამები გვასწავლიან: „ადამიანის დაცემამდე მისი სხეულისთვის უცხო იყო დღევანდელი სიუხეშე და სიმძიმე. მისი გრძნობები ბევრად ფაქიზი იყო, რომელთა ქმედება ბევრად უფრო ფართო და სრულებით თავისუფალი იყო. ამგვარი სხეულით შემოსილ, ასეთი გრძნობისმიერად აღიქვა სულიერი არსებები“. ადამისა და ევას ცოდვით დაცემის შემდეგ, როგორც წმიდა წერილი მოგვითხრობს, უფალმა გაუკეთა მათ ტყავის სამოსელი და შემოსა. წმიდა იოანე დამასკელის სწავლებით, „ტყავის სამოსი“ გამოხატავს ჩვენს უხეშ ხორცს, რომელიც დაცემისას შეიცვალა. დაკარგა სიფაქიზე, სულიერება და მიიღო ამჟამინდელი სიუხეშე. აქედან გამომდინარე, ჩვენი სხეული გაუხეშდა, ჩვენ უძლურნი გავხდით, გრძნობისმიერად ვიხილეთ სულიერი არსებები. საქმე ისაა, რომ ცოდვით დაცემის შემდეგ კაცს ნაკლებად შეეძლო ნათლის ანგელოზებთან ურთიერთობა, ვინაიდან ამისთვის აუცილებელია ვნებებისგან გაწმენდა. ამიტომ ადამიანის ურთიერთობა სულის შეშფოთებით შემოიფარგლებოდა. ღვთის სიბრძნემ და მოწყალებამ კედელი აღმართა სამოთხიდან დევნილ ადამიანსა და ზეციდან დაცემულ სულებს შორის. როგორც წმიდა ეგნატე ბრიანჩანოვი ამბობდა, ყოველგვარ გამოცხადებას ის თვისება აქვს, რომ, თუ მცირე ყურადღებას მაინც მივაქცევთ მას, თუნდაც ამ „გამოცხადებისადმი“ ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე, შესაძლოა, ის სულზე მეტისმეტად საზიანოდ აღიბეჭდოს და ადამიანი უმძიმეს საცდურში ჩააგდოს. კოდირებული, ანუ ადამიანზე მისი მმართველი ინფორმაციის გადაცემა, ასევე ყურადღების მეშვეობით მიმდინარეობს. ზემოქმედებიდან გამომდინარე, ჰიპნოზი ეს არის მეთოდი, როდესაც ადამიანი ნებაყოფლობით მიენდობა ჰიპნოზისტს. ახდენს საკუთარი შემეცნებისა და ნების პარალიზებას, უფლებას აძლევს მას, რომ დაუცველი გახდეს გარეშე ზემოქმედების წინაშე.

– რა ზემოქმედებას ახდენს ჰიპნოზი ადამიანის ფსიქიკაზე?

– ჰიპნოზი ფართო გზას უხსნის ადამიანზე ბოროტი სულის ზემოქმედების შესაძლებლობებს. ეს კი არა მხოლოდ მის ფსიქიკაზე ზემოქმედებს, არამედ ადამიანის ღრმა სულიერ სტრუქტურაზეც. სწორედ ამიტომ ეკლესიას ჰიპნოზის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. ღირსი ბარსანოფ ოპტელი ამტკიცებდა: „ჰიპნოზი – ბოროტი, არაქრისტიანული ძალაა“. დეკანოზი გრიგოლ დოჩენკო აღნიშნავდა, რომ „ძველად, შუა საუკუნეებში, წინა საუკუნეებში, წინა ასწლეულებში, ჰიპნოზით მაგები და ჯადოქრები იყვნენ დაკავებულები“. უფრო ღრმად შესწავლის მიზნით დაინტერესებულ პირებს ვურჩევ, წაიკითხონ სერაფიმ როუზის ნაშრომები, რომელიც ჰიპნოზის მხილებასა და მისი მეშვეობით „კურნებას“ უძღვნა.

როგორც ჩემთვის ცნობილია, უამრავ სამედიცინო სახელმძღვანელოში შეიძლება ამოიკითხოთ, რომ ჰიპნოზი შუალედური მდგომარეობაა ადამიანის ორ ძირითად მდგომარეობას – ძილსა და სიფხიზლეს შორის. ეს, თითქოსდა, მსუბუქი თვლემაა, ჩვენი ცნობიერებისა და ნების ძილ-ღვიძილია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თავის ტვინის ქერქის პროცესების ნაწილობრივი დამუხრუჭებაა ჰიპნოზის ტრანსში ადამიანის ჩაგდების მეშვეობით. როდესაც აძინებს მის ნებასა და ცნობიერებას, ჰიპნოზიორს შეუძლია, ზემოქმედება მოახდინოს მის ქვეცნობიერ სამყაროზე. ამასთან, ხდება ინფორმაციის მიღება მისგან ან საკუთარი ინფორმაციის შეყვანა მის ქვეცნობიერ სამყაროში. ტრანსის მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ, ამ ინფორმაციას ადამიანზე, მისი ნების მიუხედავად, გარკვეული დროის ან მთელი სიცოცხლის განმავლობაში აქვს ზემოქმედება.

– ხომ არ ავნებს ადამიანს ის ინფორმაცია, რომელსაც იგი საკუთარ თავში ატარებს?

– თავად ჰიპნოზისტები ამტკიცებენ, რომ ამ მდგომარეობის გამოსწორება შეიძლება და მას არანაირი მავნე ზემოქმედება არ ძალუძს. ისინი ამბობენ, რომ ადამიანი ტრანსიდან გამოსვლისას სრულებით უბრუნდება თავის ნორმალურ მდგომარეობას და რომ ეს მის ნებელობას არ ვნებს. თუმცა, სამედიცინო და ფსიქოლოგიური გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ადამიანს, რომელიც თუნდაც ერთხელ დასწრებია ჰიპნოზიორის სეანსს, ნებელობითი დაცვა, შესაძლოა, უკვე დაზიანებული ჰქონდეს. წმიდა მამების სწავლებით, თუ ადამიანი ნებაყოფლობით უშვებს საკუთარ თავზე ძლიერ ფსიქიკურ ზემოქმედებას ჰიპნოზისტის მხრიდან, რომელსაც აქვს შთაგონების გამოცდილება ან ოკულტური ცოდნა, მაშინ, ის სულიერი ზღუდე, რომელიც იცავს სულს სხვისი ნების უშუალო გავლენისგან, თანდათანობით ირღვევა და ადამიანი ადვილად მისაწვდომი ხდება სხვა პიროვნებების მხრიდან ფსიქიკური ნებელობითი მოქმედებისთვის.

– ჰიპნოზის მომსწრენი ხშირად ამბობენ, რომ ჰიპნოზს საოცარი თერაპიული ეფექტი აქვს და მას შეუძლია, ადამიანის ორგანიზმის სარეზერვო შესაძლებლობების აღმოჩენა.

– აკადემიკოსი ვეინიკი აღნიშნავს, რომ ეს „სამწუხარო ცდომილებაა, არანაირი დაფარული რეზერვუარი ადამიანს არ აქვს. არსებობს მხოლოდ ყოველივე ზებუნებრივის პირველი მიზეზი – უფლისა და სატანის ბრძოლა ადამიანის სულისთვის“. მაშინაც კი, როდესაც ადამიანი ჰიპნოზის სეანსის შედეგად გამოჯანმრთელდება ან მომჯობინდება, მისი სულიერი ცხოვრება ამ დროს ხშირად უარესდება. როგორც ვხედავთ, მედიცინა ამტკიცებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ჰიპნოზის მავნე ზემოქმედებას, ეკლესია კი გვაფრთხილებს ამ მეთოდის სულიერი მავნებლობის შესახებ. ზოგჯერ მიმდინარეობს შთაგონება ადამიანის სურვილის გარეშეც. ამ მეთოდით ხშირად სარგებლობენ მასობრივი ინფორმაციის თანამედროვე საშუალებები – პრესა, ტელევიზია. არაეკლესიურ ადამიანზე, რომელიც იოლად ემორჩილება ბრძანებებს, გარეშე ზემოქმედებებს, ამგვარი შეფარული შთაგონება ადვილად მოქმედებს, ხოლო ცხოვრებისადმი შეგნებული დამოკიდებულება, მტკიცე რწმენა, ეკლესიურობა და ღვთის შეწევნის სასოება ადამიანის სულს გარეშე ზემოქმედებისგან საიმედოდ დაიცავს.


скачать dle 11.3