კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ჰქონდა ნანა ლორთქიფანიძეს ყველაზე აქტიური სეზონი პირად ცხოვრებაში და ვისთან ერთად გეგმავს ის ერთთვიან დასვენებას განმარტოებით


მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის პირადი ცხოვრება ყოველთვის ხალხის ყურადღების ცენტრშია. მართალია, მსახიობისთვის გაუგებარია, რატომ ინტერესდებიან ასე მისი ცხოვრებით უცნობები, მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება. ამჯერად ჩვენი რესპონდენტის პირად ცხოვრებაში სიახლე არ არის, თუმცა შემოქმედებითად ძალიან აქტიური პერიოდი უდგას. ბოლო დროს გამოჩნდა სერიალში „გოგონა გარეუბნიდან,“ სადაც საკმაოდ ინტრიგანი და იდუმალი ქალის როლს ასახიერებს.


– რა სიახლეა ნანა ლორთქიფანიძის ცხოვრებაში?

– ბებია რომ გავხდი, უკვე იცით. ჩემი შვილიშვილი წლის და 2 თვის არის და ძალიან საყვარელია, გვიჟდები, ისე მიყვარს. ძალიან კარგი და ტკბილი ყოფილა ბებიობა. მართლა საოცარი გრძნობა ყოფილა შენი შვილის შვილი. მის გარდა სხვა არაფერი მაინტერესებს, ოღონდ ეგ მყავდეს კარგად. აგვისტოში ავიყვან წყნეთში და მთელი თვე დავტკბები მისით.

– ახლახან ბაქოდან დაბრუნდით, სადაც საქართველოს დღეები იყო.

– რუსთაველის თეატრის დასი ვიყავით წასული, „დიბერმანი და ცეცხლის წამკიდებლები“ გვქონდა წაღებული. სპექტაკლმა ძალიან კარგად ჩაიარა. ჩვენთან ერთად იყვნენ, ასევე, სუხიშვილები, რომელთა კონცერტს დავესწარით და დღემდე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.

– ბოლო დროს გამოჩნდით სერიალში „გოგონა გარეუბნიდან.“

– ჯერ კიდევ კარგად არ გამოვჩენილვარ.

– სერიალში პირველად მხოლოდ თქვენი ტუჩები გამოჩნდა.

– იმ ხერხმა არ გაჭრა, რომ მხოლოდ ტუჩები გამოჩენილიყო და ვერავინ მიმხვდარიყო, ვინ ვიყავი. პირველი სერია გავიდა თუ არა, ყველამ მიცნო, ჩემს ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა და მესიჯი მესიჯზე მომდიოდა – ტუჩებით გიცანითო. ვფიქრობ, ჩემი გმირი თანდათან საინტერესო გახდება.

– სერიალში მაფიოზი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებთ.

– ძალიან ცუდი ქალია, „სწერვაა“, ასეთი ცუდი ადამიანის როლი ჯერ არ მითამაშია. სულ რაღაცას ხლართავს, მაგრამ, როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერ არ ვიცი. სერიალის პრინციპით, წინასწარ არაფერი იცი, ყველაფერი პარალელურად იწერება. ამის გამო, არც ისე იოლია თამაში. თეატრის მსახიობებმა წინასწარ ვიცით პიესა და ჩვენი პერსონაჟის სახე. ვიცით, როგორ ვითარდება მოვლენები, როგორია ფინალი და ასე შემდეგ. ამიტომ აქ ცოტა დაბნეული ვარ, სულ მეშინია, ყალბი არ ვიყო.

– ჩემი აზრით, საკმაოდ ბუნებრივი ხართ სერიალში.

– თუ ასეა, ძალიან მიხარია. ჯერჯერობით ჩემი ოჯახის წევრებისგან მარტო კრიტიკას ვისმენ.

– „შუა ქალაქის“ შემდეგ „ღამის შოუ სტუდიამ“ უკვე მეორე სერიალში დაგაკავათ.

– ყოველი გადაღების დღე ჩემთვის ბედნიერებაა. საოცარი ბედნიერებაა მსახიობებისთვის მათთან მუშაობა. ასე კარგად და კომფორტულად გადაღებაზე თავი ჯერ არ მიგრძნია: თავზე გევლებიან, ყველაფერში ხელს გიწყობენ და ყველანაირ სამუშაო პირობებს გიქმნიან. საოცრად მობილიზებულად და ოპერატიულად მუშაობენ. ალბათ, ამიტომაც არის ხარისხიც შესაბამისი.

– როგორი შეგრძნებაა, როცა სერიალს ადევნებთ თვალს და საკუთარ თავს უყურებთ? თქვენი რომელი პერსონაჟი უფრო მოგწონთ – „შუა ქალაქის“ თუ „გოგონა გარეუბნიდან?

– პერსონაჟები რადიკალურად განსხვავებულია. ჩემთვის საყურებლად ყველა ტანჯვაა, რადგან ჩემი თავით ყოველთვის უკმაყოფილო ვარ და მუდმივად თვითკრიტიკული ვარ. თეატრი ამ მხრივ გვანებივრებს მსახიობებს, ხანდახან 30-ე სპექტაკლზე მიხვდები, რომ რაღაც სხვანაირად უნდა გეთამაშა. თეატრში ყოველთვის გვაქვს იმპროვიზაციისა და შეცდომის გამოსწორების საშუალება.

– ძალიან აქტიურ ქალს თამაშობთ.

– ჩემი პერსონაჟი საშინელი ქალია და რაღაც ავანტიურებს აწყობს. ჩემი პიროვნებისგან ძალიან განსხვავებული ადამიანია, მაგრამ მსახიობი ყველას ტყავში უნდა შეძვრე და კეთილიც უნდა ითამაშო, ბოროტიც, ავანტიურისტიც. შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ცუდი ქალი გამომივიდეს და ვნახოთ.

– ტელევიზიის მფლობელის მეუღლეს თამაშობთ. რეალურ ცხოვრებაში თუ გამოიყენებდით ამ სიტუაციას?

– არა, არავითარ შემთხვევაში.

– ტელევიზიის მფლობელი რეალურ ცხოვრებაში არც ერთი მეუღლე არ გყოლიათ?

– ტელევიზიის კი არა, არაფრის მფლობელი მეუღლე არ მყოლია.

– საკმაოდ აქტიური პერიოდი გიდგათ.

– დიახ, ყველანაირად – ცხოვრებისეული თვალსაზრისითაც და შემოქმედებითადაც.

– ცხოვრებისეულში რა ხდება?

– ცხოვრებისეულში ყველაზე მთავარი სეზონი მქონდა – ჩემი შვილიშვილი დაიბადა. მგონი, ჩვენი მშობლების თაობის ხალხი გაცილებით ენერგიული იყო. დედაჩემი შვილებსაც გვზრდიდა, შვილიშვილებსაც და ბევრად უფრო აქტიურად იყო ჩართული შემოქმედებით ცხოვრებაში. კინოშიც იღებდნენ და თეატრშიც თამაშობდა. მე ცოტა ძნელად გამომდის ყველაფერი ერთად. ან რეპეტიციაზე მივდიოდი გამოპრუტუნებული, ან, ალბათ, სახლში ვაკეთებდი იმაზე ნაკლებს, რაც უნდა გამეკეთებინა. მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან დიდი ბედნიერება და სიხარულია შვილიშვილი.

– ზოგი აპროტესტებს და არ უნდა ახალგაზრდა ბებიობა.

– არა, პირიქით, რაც უფრო მეტად ახალგაზრდა გახდები ბებია, მით უკეთესი არ არის? ახალგაზრდა ასაკში ბებიობა არანაირად არ მთრგუნავს. სანამ ენერგია და რესურსი მაქვს, ბავშვების გაზრდაში მივიღო მონაწილეობა, ძალიან მინდა, ჩემმა შვილმა კიდევ გააჩინოს შვილები. ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ და ეს მარტო მოვალეობა არ არის.

– პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– პირადი არ არის შვილი და შვილიშვილი?

– კი, მაგრამ, არის მაინც პირადი, რომელიც მხოლოდ თქვენ გეხებათ. დამეთანხმებით, რომ თქვენი პირადი ცხოვრებით ყოველთვის ყველა ინტერესდება.

– ყველაფერს თავისი დრო და ასაკი აქვს.

– საკმაოდ კარგ ფორმაში ხართ.

– ალბათ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლის ხარ და როგორ გამოიყურები, მთავარია, გინდოდეს. როცა ძალიან გინდა, პირადისთვისაც იცლი, მაგრამ, ალბათ, არ მინდა და ნაკლებად მაღელვებს უკვე ეს საკითხი.

– დეპრესიული ადამიანი ხართ?

– ძალიან ოპტიმისტი ვარ და იმედს არასდროს ვკარგავ. დეპრესიაში მაშინაც კი არ ჩავვარდნილვარ, როცა ამის სერიოზული საბაბი მქონდა. ცხოვრების თავიდან დაწყება ყველას უნდა შეეძლოს და ხელი არ უნდა ჩაიქნიო. ადამიანმა თვითონ თუ არ გამონახე რამე საკუთარი თავისთვის, რაღაც საინტერესო არ გამოიგონე, სიურპრიზებით მოფენილი ცხოვრების გზა არავის აქვს. ფორტუნა ხშირად გიღიმის, მაგრამ ხშირად არ გიღიმის. როცა ფორტუნა აღარ გწყალობს, თვითონ უნდა გაუჩინო საკუთარ თავს საქმე. ხანდახან ზღაპარიც უნდა გამოიგონო და მერე იმ გამოგონილ ზღაპარში იცხოვრო. ეს იმისთვის არის კარგი, რომ საინტერესო გახადო ცხოვრება და საკუთარ თავს სტიმული მისცე. ყოველთვის ბედისწერისგან არ უნდა ელოდო წყალობას, შენც უნდა გაანძრიო ხელი. საკუთარი თავის ხელში აყვანა ყოველთვის შემიძლია. არასდროს მიმიცია თავისთვის უფლება, დეპრესიაში ჩავვარდნილიყავი ან ცუდ ხასიათზე ვყოფილიყავი. როცა გყავს შვილი, შვილიშვილი, მშობლები და გარშემო ბევრი საყვარელი ადამიანი, თავს დეპრესიის უფლება არ უნდა მისცე. სხვათა შორის, ძალიან ადვილია, ცუდ ხასიათზე იყო, დაწვე და დეპრესიაში ჩავარდე. მთავარია, თავს როგორ აიყვან ხელში და ყოველდღიურად რაღაც საინტერესოთი დაკავდები.


скачать dle 11.3