კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“რედბული ბრეიკ-დანსს„ აფრთიანებს


29 ივნისს, თბილისში, ექსტრემალური კვირეულის ფარგლებში „რედბულის“ ინიციატივით პირველად ჩატარდა რეგიონული ჩემპიონატი „ბრეიკ-დანსში“. კავკასიის თასზე, რომელიც გაიმართა სახელწოდებით b boys passion და საკმაოდ მასშტაბური და სანახაობრივი გამოვიდა. მონაწილე თექვსმეტ წყვილს შორის ერთი წყვილი აზერბაიჯანიდან იყო, ერთი კი – სომხეთიდან. ტურნირმა უკვე მიიღო საერთაშორისო სტატუსი და მომავალში უფრო მეტი ქვეყნის წარმომადგენელ „ბრეიკერს“ უმასპინძლებს. ტურნირში გამარჯვებული ჟიურიმ გამოავლინა. წყვილები ერთმანეთს „ბრეიკ-დანსში“ ცნობილ „ბათლიში“ ეჯიბრებოდნენ, ანუ, შეჯიბრებაში ერთი-ერთზე, რომელიც, მართალია, ფიზიკურ შეხებას არ გულისხმობს, მაგრამ ბრძოლის ელემენტებს ნამდვილად შეიცავს. ჟიურის წევრებს შორის იყვნენ: ჰიპ-ჰოპის ფედერაციის პრეზიდენტი, „ნექსთ-ლეველის“ ამიკო და „ბრეიკ-დანსის“ ცნობილი ქართველი მოცეკვავე. ფინალი საოცრად სანახაობრივი გამოვიდა. ერთმანეთს შეეჯიბრნენ წყვილები აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. „რედბულის“ მიერ ორგანიზებული პირველი ტურნირის გამარჯვებული კი, ძალიან მაგარი ცეკვის შემდეგ, ქართველი წყვილი გახდა. როგორც „რედბულის“ წარმომადგენლებმა გვითხრეს, ღონისძიება სისტემატურ სახეს მიიღებს.


скачать dle 11.3