კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტერნეტ-რეალითი შოუ – ფოტომანის გამოსავლენად


საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია, „ტიფლის ივენთთან“ ერთად, „ფოტო ლაიფის“ დახმარებით, დაიწყო ინტერნეტ-რეალითი შოუ – „ფოტომანი 2010“, რომელიც, მართალია, უკვე მესამე წელია, რაც არსებობს, მაგრამ, წელს გაცილებით დიდი მასშტაბები შეიძინა. კონკურსი-შოუ ოთხ ეტაპად მიმდინარეობს და თითო ეტაპზე სხვადასხვა შესრულებული დავალების მიხედვით, ინტერნეტმომხმარებლის მიერ მინიჭებული შეფასებებითა და „ესემესებით“ ვლინდება მომდევნო ეტაპზე გადამსვლელი. „ესემეს“-ლიდერს „ბილაინი“ განსაკუთრებული პრიზით დააჯილდოებს. ფოტოკონკურსი სკანდალებისგან დაზღვეული არ არის. პირველი დავალება – „სხეულის მხილება“ – 24-დან რამდენიმე კონკურსანტმა თავისებურად გაიგო, ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა კი თავისი შიშველი სხეული გადაიღო. თუმცა, ეს დიდ ნოვაციად არავის მიუღია და ფოტოგრაფი მომდევნო ეტაპზე არ გადასულა. საბოლოო დავალება კი იქნება პაპარაცული ფოტოების გადაღება – ფინალისტები ცნობილ ადამიანებს „შეესევიან“ და საინტერესო, სკანდალური „ფაქტების“ დაფიქსირებას ეცდებიან. გამარჯვებულს „დიადემა“ საოცარ პრიზს უმზადებს, ეს არის ძვირფასი ლითონისგან შექმნილი ძველი, „გარმოშკიანი“ ფოტოაპარატი, რომელიც არ იქნება გარდამავალი და გამარჯვებულთან დარჩება.


скачать dle 11.3