კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე


კითხვა: ბინაში მაქვს კუმკვატი, უკვე იყვავილა, თუმცა ნელ-ნელა კოკრები სცვივა და ნაყოფიც არ აქვს, რა მიზეზი შეიძლება იყოს?

პასუხი: ნაყოფიანობის შემცირებისა და კოკრის დაცვენის უმთავრესი მიზეზებია: მაღალი ტემპერატურა, ჰაერის დაბალი შეფარდებითი ტენიანობა, ტემპერატურის მკვეთრი რყევადობა, ცივი წყლით მორწყვა, ნიადაგის ზედმეტი სიმშრალე ან ჭარბი ტენი, მავნებლების ზემოქმედება და სხვა დაავადებები. ამ შემთხვევაში შეიძლება, ეს იყოს გამოწვეული ტემპერატურის უცაბედი მომატებით, რაც ახლა მართლაც იყო, ამიტომ, მცენარეს აუცილებლად შეუნარჩუნეთ მაღალი ტენიანობა. მისი ფოთლები სუფთა რომ იყოს, თბილი წყლით გაუსუფთავეთ. მავნებლების საწინააღმდეგოდ მცენარის ფოთლები ხანდახან საპნიან ხსნარში დასველებული ბამბით გაწმინდეთ. სასურველია, კვირაში ერთხელ გოგირდის შეფრქვევაც. ზაფხულში მცენარეს ყოველდღიურად 2-3-ჯერ სჭირდება მორწყვა.

კითხვა: როგორ პირობებში ხარობს კარგად იფეიონი?

პასუხი: ამ მცენარეს უყვარს ყველაზე ნათელი ადგილი შემოდგომასა და ზამთარში. მცირე განათებისგან შეიძლება ფოთლები დაეწვას, თუმცა ეს ყვავილობას ხელს არ უშლის. მორწყვა ზომიერად სჭირდება. მორწყვიდან მორწყვამდე სასურველია, ნიადაგი ცოტათი შეაშროთ. მცენარე კალცზე ცუდად არ რეაგირებს, ამიტომ შეიძლება ხისტი წყლის დასხმაც. მზიანი ამინდების დადგომისთანავე მისი ნიადაგი უნდა გაამდიდროთ კომპლექსური მინერალური ნაკელით. ეს შეიძლება დაყვავილებამდე გაიმეოროთ 2-3-ჯერ. კარგი მოვლის შემთხვევაში მცენარე უხვად იყვავილებს. ყვავილობის დროს უნდა შეწყვიტოთ ნიადაგის კვება, მორწყვა კი კვლავ ზომიერად განაგრძოთ. მისი ქვედა ფოთლები თავისით იწყებს გაყვითლებას, ხმება და ვარდება. ამ დროს აღარ უნდა მორწყათ. ზაფხულში იფეიონი დატოვეთ იმავე ქოთანში, ოღონდ მზის სხივებს მოარიდეთ. უმჯობესია, მცენარე სიგრილეში იყოს. იფეიონი მრავლდება ბოლქვების დაყოფით. თუ ბევრი გამონაზარდები ექნება, მოაცილეთ და ადრე შემოდგომაზე ჩარგეთ. ამ მცენარის გაზრდა შესაძლებელია, გარე კულტურაშიც, იქ, სადაც არ არის მკაცრი ზამთარი.

კითხვა: რა განათებასა და ტემპერატურაზე ვამყოფო ლანთანა ოთახის პირობებში?

პასუხი: მისთვის აუცილებელია კაშკაშა სინათლე. ამიტომ, ზამთარში ყველაზე ნათელ ადგილას დადგით. სჭირდება ნორმალური ტემპერატურა. ზამთარში მინიმალური ტემპერატურაა 10 გრადუსი. თუ მცენარეს ფესვები ტენიანი აქვს, ზაფხულის სიცხესაც კარგად აიტანს.


скачать dle 11.3