კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი მცენარე ასუფთავებს ბინაში ჰაერს და როდის უნდა მორწყათ ხშირად ფასხედერა


ალბათ, ყველა თქვენგანის სურვილია, ბინაში ისეთი მცენარე ჰქონდეს, ნაკლებად პრეტენზიული იყოს, დიდი დრო არ წაგართვათ და ზამთარსაც იოლად იტანდეს, ყველა ამ თვისებას ფასხედერა აკმაყოფილებს. თუ როგორ გავახაროთ და მოვუაროთ ამ მცენარეს, „ფლორა ინტერნაციონალის“ მეცნიერ-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე აგვიხსნის.


– ბატონო ამირან, რით გამოირჩევა ფასხედერა და რა დამახასიათებელი თვისებები აქვს?

– ფასხედერა გამორჩეულია ულამაზესი ფოთლით და ყვავილით. მას აქვს ნახევრად ხის ფორმა და ოთახის პირობებში, დიდ შესასვლელებში, არაჩვეულებრივია. ამიტომ, ვურჩევ ყველას ეს მცენარე გაახარონ. მისთვის დამახასიათებელია ულამაზესი ყვავილობა. დაახლოებით, ორ თვეს გრძელდება, იწყება გაზაფხულიდან და ზაფხულამდე გრძელდება.

– რა სიმაღლის იზრდება ფასხედერა და თუ არის შესაძლებელი მისი დაბუჩქება?

– მცენარე სიმაღლეში ორ მეტრს აღწევს. თუ მისი დაპატარავება გსურთ, შეგიძლიათ, გაზაფხულზე ან შემოდგომაზე გასხლათ. ამ მცენარის მოჭრა შეიძლება იქამდე, სანამ გაიღვიძებს და ახალ ყლორტებს ამოიყრის. ახლა უკვე დაგვიანებულია მცენარის გასხვლა. ფასხედერა უკვე გაღვიძებულია, მისი ყველა ფოთოლი უკვე ამოყრილია.

– როგორი პირობები სჭირდება ფასხედერას?

– ეს მცენარე პრეტენზიული არ არის. მისი გახარება ძალიან იოლია. ის მრავლდება როგორც კალმით, ასევე თესლითაც. იმდენად იოლი გასახარებელია, რომ ყინვაშიც კი მშვენივრად გრძნობს თავს. ასე რომ, მისი გაფუჭების ნუ შეგეშინდებათ.

– სად შეიძლება, გავახაროთ ეს მცენარე?

– მისი გახარება შესაძლებელია როგორც ბინაში, ასევე ბაღშიც. შეგიძლიათ აივანზეც გაიტანოთ. იქ, სადაც დაბალი ტემპერატურაა, ფასხედერას გაფუჭების საშიშროება არ ელის. ამიტომ, თუ სურვილი გაქვთ, ნებისმიერ ადგილას გაახარებთ. ეს მცენარე მცხუნვარე მზესაც იტანს. რაც უფრო მწველია მზე, მით უფრო მეტად უმუქდება ფოთლები.

– რაც შეეხება ზაფხულს?

– ზაფხულშიც უპრეტენზიო მცენარეა. უძლებს ნებისმიერ ტემპერატურას. მისი მოთავსება შესაძლებელია ჩრდილშიც, თუმცა გახსოვდეთ, რომ ასეთ ადგილას ფასხედერამ შეიძლება, ფორმა დაკარგოს. ზამთარში ფასხედერა ეგუება როგორც მზეს, ასევე ჩრდილს.

– ხშირად უნდა მოვრწყათ თუ არა მცენარე?

– თუ ეზოს პირობებში ახარებთ და მცხუნვარე მზეზე გიდგათ, ამ შემთხვევაში, ყოველდღე მოგიწევთ წყლის დასხმა. თუ ოთახში გვაქვს, შეგიძლიათ, ოთხ დღეში ერთხელ მორწყათ. წყლის რაოდენობა დამოკიდებულია ქოთნის სიდიდეზე. დიდი ზომის ქოთანში, შესაბამისად, ბევრი წყლის დასხმაა საჭირო. ზაფხულში შეგიძლიათ, მცენარე გაანოყიეროთ მინერალური სასუქებითაც. ფასხედერას უყვარს აზოტმჟავა, კალიუმი და კალციუმი. ნიადაგის მიმართ მომთხოვნი არ არის, მის შემადგენლობაში სასურველია შედიოდეს თიხნარი და ქვიშნარი მიწა. ზამთარში ამ მცენარეს ძალიან იშვიათად სჭირდება მორწყვა, დაახლოებით ოც დღეში ერთხელ.

– როგორ გავუხანგრძლივოთ მცენარეს ყვავილობის პროცესი?

– ფასხედერა ძალიან ხშირად ყვავის კარგი მოვლის პირობებში – წელიწადში ორჯერ ან სამჯერ. თუ დროულად მიაწვდით საკვებს, გაანოყიერებთ მინერალური სასუქებით წელიწადში რამდენჯერმე და შესაფერის ადგილზე დადგამთ, აუცილებლად ხშირად იყვავილებს. გაითვალისწინეთ, რომ მისგან მოწყვეტილი ყვავილი ლარნაკში დიდხანს ვერ ძლებს.

– გარდა იმისა, რომ სიცივეში კარგად ძლებს, კიდევ სხვა რა დადებითი თვისებებით გამოირჩევა ფასხედერა?

– ეს მცენარე გამორჩეულია იმითაც, რომ ძალიან კარგად ასუფთავებს ჰაერს – გამოყოფს დიდი რაოდენობით ჟანგბადს. იქ, სადაც ფასხედერაა, მუდამ კარგი აურა ტრიალებს. ის კლავს ყველა მავნე ბაქტერიას და სასარგებლოა ბინაში მცხოვრებლებისთვის. აქვს სამკურნალო თვისებებიც.

– რა მავნებლებით შეიძლება, დაავადდეს ეს მცენარე?

– პარაზიტები რომ დაეხვიოს, ამის საშიშროება ახლა, მცენარის ყვავილობამდე, არ არსებობს. შემდეგ კი ჯგუფურად შეიძლება, შეესიოს ტკიპა. ეს ყვავილობის დროს იმიტომ ხდება, რომ მცენარე უფრო ტკბილი ხდება. ამ დაავადების საწინააღმდეგოდ შეიძლება, გამოიყენოთ შხამქიმიკატი – დეცისი. ამ წამლის შეძენა შეგიძლიათ ყვავილების მაღაზიებსა და სამთო ქიმიის შენობაში.

– სად შეგვიძლია მცენარის თესლის ყიდვა?

– ფასხედერას თესლი იყიდება ნებისმიერ ყვავილების მაღაზიაში. მისი თესლი უნდა ჩარგათ ქვიშაში და არა მიწაში. თუმცა, უკეთესია, თუ ამონაყარით გაამრავლებთ. მცენარეს არ უყვარს ფოთოლზე ხელის მიკარება, ძალიან მგრძნობიარეა და შეიძლება, ფორმა დაკარგოს. გახსოვდეთ, ამ მცენარეს დანამვა არ სჭირდება, ოთახის განიავებასა და ორპირ ქარზე რეაქცია არ აქვს.

– რას ურჩევთ მათ, ვისაც ბინაში უკვე აქვს გახარებული ფასხედერა და იოლია თუ არა საქართველოში მისი მოძიება?

– ფასხედერას შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისთვის სასურველ ფასად. ის საქართველოში გავრცელებული მცენარეა. თუ ფასხედერა უკვე გაქვთ სახლში, გირჩევთ, წყალი ბევრი არ მოგივიდეთ. დადგით ნათელ ადგილას და სუსხიანი ზამთრისაც არ შეგეშინდეთ. თქვენი მცენარე საკმაოდ იოლი მოსავლელი იქნება.


скачать dle 11.3